პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გემს, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი იპოვეს, ქართველი კაპიტანი ჰყავს - საფრანგეთის პოლიციამ უპრეცედენტო საქმე გახსნა
გემს, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი იპოვეს, ქართველი კაპიტანი ჰყავს - საფრანგეთის პოლიციამ უპრეცედენტო საქმე გახსნა

საფ­რან­გე­თის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ მოლ­დო­ვას დრო­შით მცუ­რა­ვი გემი "Carid Palm" (კა­რი­ბის პალ­მა) და­ა­კა­ვა, რო­მელ­ზეც უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის - 2,4 ტონა კო­კა­ი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­კა­ვე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნაა საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში (იხი­ლეთ კად­რე­ბი გე­მი­დან)

და­კა­ვე­ბუ­ლია გე­მის ეკი­პა­ჟიც - 12 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თურ­ქე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. და­კა­ვე­ბუ­ლია გე­მის კა­პი­ტა­ნიც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ასე­ვე ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გემი კო­ლუმ­ბი­ი­დან პო­ლო­ნე­თის პორტ გდანსკში მი­ე­მარ­თე­ბო­და. თუმ­ცა, და­კა­ვე­ბუ­ლი კა­პიტ­ნის შვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გე­მის გა­და­ად­გი­ლე­ბის სხვა მარ­შრუტს ასა­ხე­ლებს.

"კა­რი­ბის პალ­მის" და­კა­ვე­ბა საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო­ეთ სა­ნა­პი­რო­ზე 10 დე­კემ­ბერს მოხ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 2,4 ტონა კო­კა­ი­ნი გემ­ზე არ­სე­ბუ­ლი რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებ­ში იყო გა­და­მა­ლუ­ლი. საფ­რან­გე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მი­შელ შა­პი­ნის ცნო­ბით, მისი ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა "შავ ბა­ზარ­ზე" და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

"რე­ზო­ნან­სი" შე­ე­ცა­და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო მეტი დე­ტა­ლი გა­ერ­კვია. რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო­ში გე­მის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­სუ­ლა და და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გეს. "რე­ზო­ნანსს" სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­მაც და­უ­დას­ტუ­რა, რომ გე­მის კა­პი­ტა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი მათ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. რო­გორც სა­ელ­ჩო­ში გვი­თხრე,ს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ქა­ლაქ ბუ­ლონ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი, კა­პი­ტა­ნი მა­მუ­კა ახა­ლა­ძე "რე­ზო­ნანსთან" კა­პიტ­ნის სა­ხელ­სა და გვარს ასა­ხე­ლებს. "მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია კა­პი­ტა­ნი ბად­რი ბე­რი­ძე. ამ სა­კი­თხზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც წესი, ასეთ ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ახ­დენს. მათ­გან და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ვე­ლო­დე­ბით. მხო­ლოდ ის ვი­ცით რა იყო გემ­ზე და გე­მის სა­ხე­ლი. სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. კა­პიტ­ნის ოჯა­ხის წევ­რიც იყო მო­სუ­ლი, გვთხო­ვა დავ­ხმა­რე­ბო­დით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვალ­დე­ბუ­ლი ვარ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ" - აღ­ნიშ­ნა ახა­ლა­ძემ.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლი კა­პიტ­ნის ბად­რი ბე­რი­ძის შვილ­მა გი­ორ­გი ბე­რი­ძემ "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ორი თვის წინ მა­მა­მისს თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ვინ­მე სა­თი­ხი და­უ­კავ­შირ­და და დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კი­დან გე­მის ჩა­მოყ­ვა­ნის­თვის და­ი­ქი­რა­ვა. "მა­მა­ჩემს ერთ-ერთ თურ­ქულ კომ­პა­ნი­ას­თან ჰქონ­და მი­მო­წე­რა, კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლი არ ვიცი. რო­გორც ვიცი, ამ თურ­ქმა ეს გემი იყი­და და სურ­და, რომ თურ­ქეთ­ში ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. გემი, თუ არ ვცდე­ბი დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში იყო. მა­მა­ჩე­მი და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც 12 ადა­მი­ა­ნი, ანუ გე­მის ეკი­პა­ჟი დახ­ვდა. რო­გორც მან მი­თხრა, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რა თურ­ქეთ­ში იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რა­ღაც სა­ბუ­თებს აკე­თებ­დნენ. შემ­დეგ ფრე­ნა არ იყო და ამი­ტო­მაც მო­უ­წი­ათ გა­ჩე­რე­ბა.

"რო­დე­საც ად­გილ­ზე ჩა­ვი­და, იქი­დან და­მი­რე­კა და მი­თხრა - რო­მე­ლი გე­მიც უნდა წა­მო­მეყ­ვა­ნა, ის აღარ არის და სხვა გემი დამ­ხვდა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი არ არის, ძრა­ვა არ მუ­შა­ობ­სო. რო­დე­საც ამ თურ­ქს გე­მის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა, მან უთხრა, რომ რე­მონ­ტი მანდ ძვი­რი და­მიჯ­დე­ბა, აქე­დან ჩემს ხე­ლოს­ნებს გა­მო­ვაგ­ზავ­ნი და გემი ისე გა­ვა­კე­თოთ, რომ რო­გორ­მე ევ­რო­პა­ში შე­მოხ­ვი­დეო. აქ უკვე კა­პი­ტა­ლუ­რად გა­ვა­კე­თებ­თო", - აღ­ნიშ­ნა და­კა­ვე­ბუ­ლი კა­პიტ­ნის შვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­მი­სი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ დრო­ის­თვის გემი რე­მონტდე­ბო­და. "ბო­ლოს როცა ვე­ლა­პა­რა­კე, მი­თხრა - გემი რა­ღაც­ნა­ი­რად შე­კეთ­და და 2 დღე­ში გა­მო­ვალ­თო. მან ასე­ვე მი­თხრა, რომ პო­ლო­ნეთ­ში უნდა შე­ვი­დეთ, რა­ღაც ტვირ­თი ავი­ღო­თო. ბო­ლოს ის მი­თხრა, რომ ერთი თვე ვე­ღარ და­გი­კავ­შირ­დე­ბიო. მა­ნამ­დე ისიც მი­თხრა, რომ გემს როცა ჩა­მო­ვიყ­ვან, ერთი თვე სახ­ლში ჩა­მო­ვალ და მერე სხვა გე­მის გა­მოყ­ვა­ნა შე­მომ­თა­ვა­ზაო.

"გე­მის სა­ხე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ვარ­კვევ­დით. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტია, რო­მე­ლიც გე­მის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას აჩ­ვე­ნებს. ერთი თვის შემ­დეგ რო­დე­საც გემი ევ­რო­პას უახ­ლოვ­დე­ბო­და, საფ­რან­გეთ­თან ახ­ლოს იყო, ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთს შუ­ა­ში მო­დი­ო­და. 11 დე­კემ­ბერს ზარი შე­მო­ვი­და ისე­თი ნომ­რი­დან, სა­დაც უკან არ ირე­კე­ბო­და. ქარ­თუ­ლი ნო­მე­რი იყო. მი­თხრეს, რომ მა­მა­შენ­მა დაგ­ვი­ბა­რა და ქა­ლაქ ლი­ლი­ში, პო­ლი­ცი­ა­ში ვარო. რო­დე­საც გა­და­რეკ­ვას ვცდი­ლობ­დი, ვერ დავ­რე­კე და რო­გორც შემ­დეგ მი­თხრეს, რო­უ­მინ­გით რე­კავ­და და მა­გი­ტომ ვერ და­ვუ­რე­კე.

"ამის შემ­დეგ კავ­ში­რი გა­წყდა. ორ­შა­ბათს სატ­რან­სპორ­ტო სა­ა­გენ­ტო­ში მი­ვე­დი. ვუ­თხა­რი რაც ხდე­ბო­და, წე­რი­ლი და­მა­წე­რი­ნეს. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც მივ­წე­რე და ალ­ბათ პა­სუხს შე­მა­ტყო­ბი­ნე­ბენ. გუ­შინ შემ­თხვე­ვით ჩემ­მა დამ ინ­ტერ­ნეტ­ში, გე­მის სა­ხელ­წო­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გო, რომ გემი საფ­რან­გე­თის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. რო­გორც წა­ვი­კი­თხე გე­მის კორ­პუს­ში რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იპო­ვეს".

"მარ­თა­ლია, გე­მის კა­პი­ტა­ნი მა­მა­ჩე­მი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც მე­პატ­რო­ნე გემ­ზე რა­ი­მეს ტვირ­თავს, მისი გახ­სნის უფ­ლე­ბა კა­პი­ტანს არ აქვს მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს ტვირ­თი რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. რო­დე­საც გემი და­ა­კა­ვეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ას ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და.

"სხვა­თა შო­რის, იმ თურ­ქის ნო­მე­რი მქონ­და. რო­დე­საც მა­მა­ჩემს ვე­ღარ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი, ვუ­რე­კავ­დი, რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­და. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, გა­და­ვუ­რე­კე და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და" - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ბე­რი­ძემ.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom

გემს, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი იპოვეს, ქართველი კაპიტანი ჰყავს - საფრანგეთის პოლიციამ უპრეცედენტო საქმე გახსნა

გემს, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი იპოვეს, ქართველი კაპიტანი ჰყავს - საფრანგეთის პოლიციამ უპრეცედენტო საქმე გახსნა

საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვას დროშით მცურავი გემი "Carid Palm" (კარიბის პალმა) დააკავა, რომელზეც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის - 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების დაკავება უპრეცედენტო მოვლენაა საფრანგეთის ისტორიაში (იხილეთ კადრები გემიდან)

დაკავებულია გემის ეკიპაჟიც - 12 ადამიანი, რომლებიც ფრანგული მედიის ცნობით, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. დაკავებულია გემის კაპიტანიც, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ასევე ფრანგული მედიის ცნობით, გემი კოლუმბიიდან პოლონეთის პორტ გდანსკში მიემართებოდა. თუმცა, დაკავებული კაპიტნის შვილი "რეზონანსთან" საუბრისას გემის გადაადგილების სხვა მარშრუტს ასახელებს.

"კარიბის პალმის" დაკავება საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე 10 დეკემბერს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, 2,4 ტონა კოკაინი გემზე არსებული რკინის კონსტრუქციებში იყო გადამალული. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მიშელ შაპინის ცნობით, მისი ჯამური ღირებულება "შავ ბაზარზე" დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

"რეზონანსი" შეეცადა მომხდართან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გაერკვია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქართველოს საკონსულოში გემის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა და დაკავების შესახებ პრესის საშუალებით გაიგეს. "რეზონანსს" საქართველოში საფრანგეთის საელჩომაც დაუდასტურა, რომ გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. როგორც საელჩოში გვითხრე,ს დაკავებულები ქალაქ ბულონში იმყოფებიან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, კაპიტანი მამუკა ახალაძე "რეზონანსთან" კაპიტნის სახელსა და გვარს ასახელებს. "მხოლოდ ის ვიცით, რომ დაკავებულია კაპიტანი ბადრი ბერიძე. ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც წესი, ასეთ ფაქტებზე რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს. მათგან დამატებით ინფორმაციას ველოდებით. მხოლოდ ის ვიცით რა იყო გემზე და გემის სახელი. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. კაპიტნის ოჯახის წევრიც იყო მოსული, გვთხოვა დავხმარებოდით. ასეთ შემთხვევაში ვალდებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს შევატყობინოთ" - აღნიშნა ახალაძემ.

როგორც დაკავებული კაპიტნის ბადრი ბერიძის შვილმა გიორგი ბერიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ორი თვის წინ მამამისს თურქეთის მოქალაქე ვინმე სათიხი დაუკავშირდა და დომინიკის რესპუბლიკიდან გემის ჩამოყვანისთვის დაიქირავა. "მამაჩემს ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან ჰქონდა მიმოწერა, კომპანიის სახელი არ ვიცი. როგორც ვიცი, ამ თურქმა ეს გემი იყიდა და სურდა, რომ თურქეთში ჩამოეყვანა. გემი, თუ არ ვცდები დომინიკის რესპუბლიკაში იყო. მამაჩემი დაახლოებით 2 თვის წინ თურქეთში გაემგზავრა, სადაც 12 ადამიანი, ანუ გემის ეკიპაჟი დახვდა. როგორც მან მითხრა, უკრაინელები იყვნენ. დაახლოებით 1 კვირა თურქეთში იყო გაჩერებული, რაღაც საბუთებს აკეთებდნენ. შემდეგ ფრენა არ იყო და ამიტომაც მოუწიათ გაჩერება.

"როდესაც ადგილზე ჩავიდა, იქიდან დამირეკა და მითხრა - რომელი გემიც უნდა წამომეყვანა, ის აღარ არის და სხვა გემი დამხვდა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ტექნიკურად გამართული არ არის, ძრავა არ მუშაობსო. როდესაც ამ თურქს გემის მდგომარეობის შესახებ შეატყობინა, მან უთხრა, რომ რემონტი მანდ ძვირი დამიჯდება, აქედან ჩემს ხელოსნებს გამოვაგზავნი და გემი ისე გავაკეთოთ, რომ როგორმე ევროპაში შემოხვიდეო. აქ უკვე კაპიტალურად გავაკეთებთო", - აღნიშნა დაკავებული კაპიტნის შვილმა.

მისივე თქმით, მამამისი ორი კვირის განმავლობაში დომინიკის რესპუბლიკაში სასტუმროში იმყოფებოდა. ამ დროისთვის გემი რემონტდებოდა. "ბოლოს როცა ველაპარაკე, მითხრა - გემი რაღაცნაირად შეკეთდა და 2 დღეში გამოვალთო. მან ასევე მითხრა, რომ პოლონეთში უნდა შევიდეთ, რაღაც ტვირთი ავიღოთო. ბოლოს ის მითხრა, რომ ერთი თვე ვეღარ დაგიკავშირდებიო. მანამდე ისიც მითხრა, რომ გემს როცა ჩამოვიყვან, ერთი თვე სახლში ჩამოვალ და მერე სხვა გემის გამოყვანა შემომთავაზაო.

"გემის სახელის მეშვეობით ადგილმდებარეობას ვარკვევდით. სპეციალური საიტია, რომელიც გემის ტრანსპორტირებას აჩვენებს. ერთი თვის შემდეგ როდესაც გემი ევროპას უახლოვდებოდა, საფრანგეთთან ახლოს იყო, ინგლისსა და საფრანგეთს შუაში მოდიოდა. 11 დეკემბერს ზარი შემოვიდა ისეთი ნომრიდან, სადაც უკან არ ირეკებოდა. ქართული ნომერი იყო. მითხრეს, რომ მამაშენმა დაგვიბარა და ქალაქ ლილიში, პოლიციაში ვარო. როდესაც გადარეკვას ვცდილობდი, ვერ დავრეკე და როგორც შემდეგ მითხრეს, როუმინგით რეკავდა და მაგიტომ ვერ დავურეკე.

"ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. ორშაბათს სატრანსპორტო სააგენტოში მივედი. ვუთხარი რაც ხდებოდა, წერილი დამაწერინეს. საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მივწერე და ალბათ პასუხს შემატყობინებენ. გუშინ შემთხვევით ჩემმა დამ ინტერნეტში, გემის სახელწოდების მეშვეობით გაიგო, რომ გემი საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა. როგორც წავიკითხე გემის კორპუსში რკინის კონსტრუქციებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს".

"მართალია, გემის კაპიტანი მამაჩემი იყო, მაგრამ როდესაც მეპატრონე გემზე რაიმეს ტვირთავს, მისი გახსნის უფლება კაპიტანს არ აქვს მითუმეტეს, რომ ეს ტვირთი რკინის კონსტრუქციაში იყო მოქცეული. როდესაც გემი დააკავეს, დარწმუნებული ვარ, ამ სასაზღვრო პოლიციას ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

"სხვათა შორის, იმ თურქის ნომერი მქონდა. როდესაც მამაჩემს ვეღარ ვუკავშირდებოდი, ვურეკავდი, რუსულად საუბრობდა. როდესაც ეს ამბავი გავიგე, გადავურეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა" - აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

ლიკა ამირაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ვიდეო

ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები და რას ამბობს მათზე მეზობელი - "იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია ყველა"

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა - რას წერს ტელეწამყვანის მეუღლე "ფეისბუქზე"?

რას პასუხობს ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას - "წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა... ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით"