პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იმყოფებიან და პროვოკაციებს გეგმავენ - დავით სანაკოევი
პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იმყოფებიან და პროვოკაციებს გეგმავენ - დავით სანაკოევი

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, რაც სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ბა­ზას, იქ მყოფ მე­სა­ზღვრე­ებს საფრ­თხეს უქ­მნის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წლის ბოლო შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოსუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით სა­ნა­კო­ევ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და თავ­დას­ხმებს ახა­ლი წლის დღე­ებ­ში გეგ­მა­ვენ, მათი სა­მიზ­ნე კი რუ­სე­თის მე­სა­ზღვრე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მო­ნი­ტო­რე­ბი არი­ან.

"პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ხდე­ბა მე­ომ­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია, რომ­ლე­ბიც სი­რი­ა­ში, აკ­რძა­ლუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია " ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში აქ­ტი­უ­რად იბ­რძოდ­ნენ. ახლა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში იკ­რი­ბე­ბი­ან და პრო­ვო­კა­ცი­ებს ამ­ზა­დე­ბენ სამ­ხრეთ ოსე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზღვრის მო­ნაკ­ვეთ­ზე. მათი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ რუ­სე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის მე­სა­ზღვრე­ე­ბი, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ან, სუ­ლაც, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რუ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ ასე­ვე შე­საძ­ლოა გა­ი­ტა­ცონ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ან ცე­ცხლი გა­უხ­სნან მათ. ისი­ნი, ჩვენ, რო­გორც გვეს­მის, მიზ­ნად ისა­ხა­ვენ ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას სა­ზღვარ­ზე, ასე­ვე რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, რუ­სე­თის მიერ სი­რი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფონ­ზე და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­ა­ხალ­წლო და სა­შო­ბაო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის მზად­დე­ბა" , - აცხა­დებს სა­ნა­კო­ე­ვი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იმყოფებიან და პროვოკაციებს გეგმავენ - დავით სანაკოევი

პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იმყოფებიან და პროვოკაციებს გეგმავენ - დავით სანაკოევი

პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განუცხადა.

მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.

"პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრაცია, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია " ისლამური სახელმწიფოს" რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ ასევე შესაძლოა გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ. ისინი, ჩვენ, როგორც გვესმის, მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე და ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაციით, მოახლოებულ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება" , - აცხადებს სანაკოევი.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."