პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ რუსულ შვეულმფრენს კი რაღაცნაირად ჩამოვაგდებთ, მაგრამ რა მოჰყვება ამას?
ერთ რუსულ შვეულმფრენს კი რაღაცნაირად ჩამოვაგდებთ, მაგრამ რა მოჰყვება ამას?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მხრი­დან გო­რის რა­ი­ო­ნის ქარ­თულ სოფ­ლებ­ზე რუ­სუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი­სა და შვე­ულმფრე­ნის გად­მოფ­რე­ნამ გარ­კვე­უ­ლი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ნა­წი­ლი მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­მოგ­დე­ბას მო­ი­თხოვს, სხვე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან რუ­სე­თის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბის გამო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის გამო რუ­სეთს საპ­რო­ტეს­ტო ნოტა გა­დას­ცა და რუსი კო­ლე­გე­ბის­გან პა­სუ­ხად და­ცინ­ვა მი­ი­ღო - თქვენს გლე­ხებს, ალ­ბათ, მო­ეჩ­ვე­ნათ რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნი, ხოლო თუ რამე პრე­ტენ­ზია გაქვთ, წარ­მო­ად­გი­ნეთ ობი­ექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი თქვე­ნი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­სა­უბ­რო­თო.

რა ძნე­ლიც უნდა იყოს ამის აღი­ა­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მოს­კოვს ვერ შე­ე­კა­მა­თე­ბი, რად­გან სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვა­ში და­სა­და­ნა­შა­უ­ლებ­ლად მარ­თლაც არ კმა­რა თვითმხილ­ვე­ლე­ბის ზე­პი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ობი­ექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის (მა­გა­ლი­თად, რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი სად­გუ­რის) ჩა­ნა­წე­რე­ბი.

აგ­ვის­ტოს ომამ­დე ზუს­ტად ერთი წლით ადრე ცხინ­ვა­ლის მხრი­დან შე­მოფ­რე­ნილ­მა რუ­სულ­მა ბომბდამ­შენ­მა "ჰა­ე­რი-რა­დი­ო­ლო­კა­ტო­რი" კლა­სის რა­კე­ტა ეს­რო­ლა სო­ფელ შავ­შვებ­თან ქარ­თულ რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ სად­გურს და რუ­სეთს ესეც ვერ და­ვუმ­ტკი­ცეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფელ წი­თე­ლუ­ბან­თან ჩა­მო­ვარ­დნი­ლი და აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი რუ­სუ­ლი რა­კე­ტის ტი­პიც ვი­ცო­დით და სა­ქარ­ხნო ნო­მე­რიც. რუ­სუ­ლი ბომბდამ­შე­ნის ჩა­მომ­გდე­ბი ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი თურ­ქე­თიც ვერ უმ­ტკი­ცებს რუ­სეთს, რომ ბომბდამ­შენ­მა მარ­თლაც და­არ­ღვია თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და ჩვენ­თან ზო­გი­ერთს სურს, მხო­ლოდ თვითმხილ­ვე­ლე­ბის ნათ­ქვა­მის სა­ფუძ­ველ­ზე რუ­სულ შვე­ულმფრენს სრო­ლა და­უ­წყონ?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ერთ რუსულ შვეულმფრენს კი რაღაცნაირად ჩამოვაგდებთ, მაგრამ რა მოჰყვება ამას?

ერთ რუსულ შვეულმფრენს კი რაღაცნაირად ჩამოვაგდებთ, მაგრამ რა მოჰყვება ამას?

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან გორის რაიონის ქართულ სოფლებზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატისა და შვეულმფრენის გადმოფრენამ გარკვეული რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ნაწილი მათ დაუყოვნებლივ ჩამოგდებას მოითხოვს, სხვები ამის წინააღმდეგი არიან რუსეთის მოსალოდნელი საპასუხო ქმედების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა და რუსი კოლეგებისგან პასუხად დაცინვა მიიღო - თქვენს გლეხებს, ალბათ, მოეჩვენათ რუსული შვეულმფრენი, ხოლო თუ რამე პრეტენზია გაქვთ, წარმოადგინეთ ობიექტური კონტროლის მონაცემები თქვენი საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთო.

რა ძნელიც უნდა იყოს ამის აღიარება, ამ შემთხვევაში მოსკოვს ვერ შეეკამათები, რადგან საჰაერო სივრცის დარღვევაში დასადანაშაულებლად მართლაც არ კმარა თვითმხილველების ზეპირი განცხადებები. ამისთვის აუცილებელია ობიექტური კონტროლის (მაგალითად, რადიოლოკაციური სადგურის) ჩანაწერები.

აგვისტოს ომამდე ზუსტად ერთი წლით ადრე ცხინვალის მხრიდან შემოფრენილმა რუსულმა ბომბდამშენმა "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის რაკეტა ესროლა სოფელ შავშვებთან ქართულ რადიოლოკაციურ სადგურს და რუსეთს ესეც ვერ დავუმტკიცეთ, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდნილი და აუფეთქებელი რუსული რაკეტის ტიპიც ვიცოდით და საქარხნო ნომერიც. რუსული ბომბდამშენის ჩამომგდები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთიც ვერ უმტკიცებს რუსეთს, რომ ბომბდამშენმა მართლაც დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და ჩვენთან ზოგიერთს სურს, მხოლოდ თვითმხილველების ნათქვამის საფუძველზე რუსულ შვეულმფრენს სროლა დაუწყონ?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია