საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზრები იმის შესახებ, რომ ქალის და მამაკაცის ტვინი ერთმანეთისგან გასხვავდება, მცდარია
აზრები იმის შესახებ, რომ ქალის და მამაკაცის ტვინი ერთმანეთისგან გასხვავდება, მცდარია

თელ-ავი­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი არ ერ­გე­ბა კა­ცის და ქა­ლის კა­ტე­გო­რი­ას, არა­მედ იზი­ა­რებს ქა­ლის და მა­მა­კა­ცის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა, რო­მელ­საც მხო­ლოდ მას­კუ­ლი­ნუ­რი ან ფე­მი­ნუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­აჩ­ნია. ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი ორი­ვე მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ფლო­ბენ," - გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა დაფ­ნა ჯო­ელ­მა.

პრო­ფე­სორ­მა ჯო­ელ­მა, რო­მე­ლიც კვლე­ვას უძღვე­ბო­და, გა­მო­იკ­ვლია მა­მა­კა­ცის და ქა­ლის ტვი­ნის გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებს გე­ნი­ტა­ლი­ე­ბი მხო­ლოდ ორ ტი­პად ყო­ფენ, ტვინს არ გა­აჩ­ნია კონ­კრე­ტუ­ლი სქე­სი.

შე­დე­გად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ კაცს და ქალს კონ­კრე­ტუ­ლი ქცე­ვე­ბი და მიდ­გო­მე­ბი გა­ნას­ხვა­ვებს, სა­მეც­ნი­ე­რო სა­ფუძ­ველ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი. კვლე­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ტვინს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მათ უმე­ტე­სო­ბას გა­აჩ­ნდა "კა­ცუ­რი" და "ქა­ლუ­რი" მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და არ­ცერ­თი ტვი­ნი არ ერ­გე­ბო­და მკვეთ­რად რო­მე­ლი­მე სქესს.

პრო­ფე­სო­რი ჯო­ე­ლი თვლის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ადა­მი­ა­ნებს არა მათი გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის, არა­მედ ინ­ტე­რე­სე­ბის და საქ­მე­ე­ბის მი­ხედ­ვით უნდა აფა­სებ­დეს. მან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ გენ­დე­რის მი­ხედ­ვით აღარ და­ი­ყო­ფი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია foxnews.com-ს მი­ხედ­ვით.

აზრები იმის შესახებ, რომ ქალის და მამაკაცის ტვინი ერთმანეთისგან გასხვავდება, მცდარია

აზრები იმის შესახებ, რომ ქალის და მამაკაცის ტვინი ერთმანეთისგან გასხვავდება, მცდარია

თელ-ავივის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი არ ერგება კაცის და ქალის კატეგორიას, არამედ იზიარებს ქალის და მამაკაცის მახასიათებლებს.

"ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც მხოლოდ მასკულინური ან ფემინური მახასიათებლები გააჩნია. ძირითადად, ადამიანები ორივე მახასიათებლებს ფლობენ," - განაცხადა პროფესორმა დაფნა ჯოელმა.

პროფესორმა ჯოელმა, რომელიც კვლევას უძღვებოდა, გამოიკვლია მამაკაცის და ქალის ტვინის განმასხვავებელი ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს გენიტალიები მხოლოდ ორ ტიპად ყოფენ, ტვინს არ გააჩნია კონკრეტული სქესი.

შედეგად, გავრცელებული მოსაზრება, რომ კაცს და ქალს კონკრეტული ქცევები და მიდგომები განასხვავებს, სამეცნიერო საფუძველსაა მოკლებული. კვლევის განმავლობაში 1 400-ზე მეტი ადამიანის ტვინს აკვირდებოდნენ. მათ უმეტესობას გააჩნდა "კაცური" და "ქალური" მახასიათებლები და არცერთი ტვინი არ ერგებოდა მკვეთრად რომელიმე სქესს.

პროფესორი ჯოელი თვლის, რომ საზოგადოება ადამიანებს არა მათი გენიტალიების, არამედ ინტერესების და საქმეების მიხედვით უნდა აფასებდეს. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალში ადამიანები მხოლოდ გენდერის მიხედვით აღარ დაიყოფიან.

მომზადებულია foxnews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს