ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორ გაიპარსონ სწორად ბიკინის ზონა, ამისათვის კი საჭიროა შემდეგ წესებს დაემორჩილოთ:
1. ჩაიცვით ცოტა ღია საცურაო კოსტიუმი, რათა უფრო უკეთ დაინახოთ, რა ადგილებში გსურთ თმების მოშორება.
2. მოამზადეთ კანი, ვინაიდან ბიკინის ზონის კანი უფრო მეტად მგრძნობიარეა; სასურველია მისი თბილი წყლით დარბილება.
3. გასაპარს ადგილებში წაისვით საპარსი ჟელე.
4. გამოიყენეთ ისეთი საპარსი, რომელსაც მოქნილი თავი ექნება.
5. ჩამოიბანეთ დარჩენილი ჟელე.
6. გამოიყენეთ ლოსიონი რომ კანი არ გაუხეშდეს.
იხილეთ ვიდეო