Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის პრეზიდენტი ავაკოვისა და სააკაშვილის კონფლიქტზე: "კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის"
უკრაინის პრეზიდენტი ავაკოვისა და სააკაშვილის კონფლიქტზე: "კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის"

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ შს მი­ნის­ტრ არ­სენ ავა­კოვ­სა და ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის მომ­ხდარ კონ­ფლიქტს "სა­მარ­ცხვი­ნო ინ­ცი­დენ­ტი" უწო­და. შე­სა­ბა­მის შე­ფა­სე­ბას პო­რო­შენ­კო მის გან­ცხა­დე­ბა­ში აკე­თებს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"მე, რო­გორც პრე­ზი­დენტს, კონ­სტი­ტუ­ცი­ის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გა­რანტს, არ შე­მიძ­ლია არ შე­ვე­ხო იმ სა­მარ­ცხვი­ნო ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც ორ­შა­ბათს რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნულ საბ­ჭო­ზე მოხ­და.

ეროვ­ნულ საბ­ჭო­ზე და­უშ­ვე­ბე­ლია უხე­ში ლან­ძღვა და შე­უ­რა­ცხყო­ფა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი, რო­მელ­საც რა­სის­ტუ­ლი ქვე­ტექ­სტი აქვს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ეროვ­ნულ ღირ­სე­ბას ეხე­ბა, მის უკ­რა­ი­ნულ პატ­რი­ო­ტიზმს ეჭვქვეშ აყე­ნებს და ვი­ღა­ცას მო­უ­წო­დებს "გა­ეთ­რი­ოს უკ­რა­ი­ნი­დან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პო­რო­შენ­კოს ცნო­ბით, "რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დი" უკ­რა­ი­ნა­ში სწო­რედ მან მი­იწ­ვია და "არ ნა­ნობს", რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"მე­ო­რე მხრივ, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა შოუ-ბიზ­ნე­სის დარ­გი არ არის. ვი­სურ­ვებ­დი, რომ არც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი და არც სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტე­ბი მსგავს "სპექ­ტაკ­ლებ­ში" არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ", - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

არ­სენ ავა­კოვ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მოხ­და, რა დრო­საც უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრმა სა­ა­კაშ­ვილს სა­ხე­ში წყა­ლი შე­ას­ხა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ორი­ვე მათ­გან­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უკრაინის პრეზიდენტი ავაკოვისა და სააკაშვილის კონფლიქტზე: "კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის"

უკრაინის პრეზიდენტი ავაკოვისა და სააკაშვილის კონფლიქტზე: "კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის"

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შს მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს "სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა. შესაბამის შეფასებას პოროშენკო მის განცხადებაში აკეთებს, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"მე, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებების გარანტს, არ შემიძლია არ შევეხო იმ სამარცხვინო ინციდენტს, რომელიც ორშაბათს რეფორმების ეროვნულ საბჭოზე მოხდა.

ეროვნულ საბჭოზე დაუშვებელია უხეში ლანძღვა და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც რასისტული ქვეტექსტი აქვს, რომელიც ადამიანის ეროვნულ ღირსებას ეხება, მის უკრაინულ პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ვიღაცას მოუწოდებს "გაეთრიოს უკრაინიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

პოროშენკოს ცნობით, "რეფორმატორების საერთაშორისო გუნდი" უკრაინაში სწორედ მან მიიწვია და "არ ნანობს", რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

"მეორე მხრივ, კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის. ვისურვებდი, რომ არც სახელმწიფო მოხელეები და არც სახალხო დეპუტატები მსგავს "სპექტაკლებში" არ მონაწილეობდნენ", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე დღის წინ, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რა დროსაც უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა. მოგვიანებით, ორივე მათგანმა "ფეისბუქის" საშუალებით ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნება მოითხოვა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა