პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები "ფეისბუქში" - რა "ემუქრება" მათ, ვინც გამოგონილი სახელით რეგისტრირდება
ცვლილებები "ფეისბუქში" - რა "ემუქრება" მათ, ვინც გამოგონილი სახელით რეგისტრირდება

"ფე­ის­ბუქ­ზე" "ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლის" პო­ლი­ტი­კა კი­დევ უფრო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში ჩა­ეშ­ვა. და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მომ­ხმა­რებ­ლებს კომ­პა­ნია სთხოვს, რომ ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლე­ბით და­რე­გის­ტრირ­დნენ.

გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ ბლოგ­ში შემ­დე­გი წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა: "ჩვენ ვი­თხოვთ, რომ ხალ­ხმა გა­მო­ი­ყე­ნოს ის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც მათი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი იც­ნო­ბენ. ჩვენ ბო­ლომ­დე გა­ვა­ტა­რებთ ამ პო­ლი­ტი­კას და არ შევ­ცვლით. მას შემ­დეგ, რაც და­ვაკ­ვირ­დით მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ აგ­რეთ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პო­ლი­ტი­კამ ყვე­ლას­თვის თა­ნაბ­რად იმუ­შა­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და დის­კრი­მი­ნი­რე­ბუ­ლი თე­მე­ბის­თვის".

ორი დიდი ცვლი­ლე­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. თუ ხე­დავთ, რომ ვინ­მეს ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი და არე­პორ­ტებთ მას, მო­გი­წევთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­თი­თე­ბა, თუ რა­ტომ არე­პორ­ტებთ ამ სა­ხელს. "და­მა­ტე­ბი­თი კონ­ტექ­სტი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, უკეთ გა­ვი­გოთ რა­ტომ ხდე­ბა სა­ხე­ლის და­რე­პორ­ტე­ბა და სპე­ცი­ფი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვექ­ნე­ბა" - ნათ­ქვა­მია ფე­ის­ბუ­ქის ბლოგ­პოს­ტში.

2. თუ ფე­ის­ბუქ-სა­ხე­ლი არ ემ­თხვე­ვა თქვენს რე­ა­ლურ სა­ხელს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ახ­სნათ იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რა­ტო­მაც გსურთ ამ სა­ხე­ლის ტა­რე­ბა. თუ ეს მი­ზე­ზი სე­რი­ო­ზუ­ლი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა, ფე­ის­ბუ­ქი უფ­ლე­ბას დაგრთავთ, და­ი­ტო­ვოთ არა­ავ­თენ­ტუ­რი სა­ხე­ლი.

ამ­ჟა­მად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ყალ­ბი სა­ხე­ლე­ბით და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად. თუ თქვენ რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლით არ ხართ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით წა­რად­გი­ნოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. "ფე­ის­ბუ­ქი" ერ­თკვი­რი­ან ვა­დას იძ­ლე­ვა, სა­ნამ და­ამ­ტკი­ცებთ სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბას.

"ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლის" პო­ლი­ტი­კა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ჯერ კი­დევ წი­ნაა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია techinsider.io-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ცვლილებები "ფეისბუქში" - რა "ემუქრება" მათ, ვინც გამოგონილი სახელით რეგისტრირდება

ცვლილებები "ფეისბუქში" - რა "ემუქრება" მათ, ვინც გამოგონილი სახელით რეგისტრირდება

"ფეისბუქზე" "ნამდვილი სახელის" პოლიტიკა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში ჩაეშვა. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს კომპანია სთხოვს, რომ ნამდვილი სახელებით დარეგისტრირდნენ.

გუშინ "ფეისბუქის" ოფიციალურ ბლოგში შემდეგი წერილი გამოქვეყნდა: "ჩვენ ვითხოვთ, რომ ხალხმა გამოიყენოს ის სახელები, რომლითაც მათი მეგობრები და ოჯახის წევრები იცნობენ. ჩვენ ბოლომდე გავატარებთ ამ პოლიტიკას და არ შევცვლით. მას შემდეგ, რაც დავაკვირდით მომხმარებლების გამოხმაურებას, გავაცნობიერეთ, რომ აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკამ ყველასთვის თანაბრად იმუშაოს, განსაკუთრებით მარგინალიზებული და დისკრიმინირებული თემებისთვის".

ორი დიდი ცვლილება ასე გამოიყურება:

1. თუ ხედავთ, რომ ვინმეს ნამდვილი სახელი არ აქვს მითითებული და არეპორტებთ მას, მოგიწევთ დამატებითი ინფორმაციის მითითება, თუ რატომ არეპორტებთ ამ სახელს. "დამატებითი კონტექსტი დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ რატომ ხდება სახელის დარეპორტება და სპეციფიკურ სიტუაციაზე კონკრეტული ინფორმაცია გვექნება" - ნათქვამია ფეისბუქის ბლოგპოსტში.

2. თუ ფეისბუქ-სახელი არ ემთხვევა თქვენს რეალურ სახელს, შესაძლებელია ახსნათ იმ სპეციალური გარემოების შესახებ, რატომაც გსურთ ამ სახელის ტარება. თუ ეს მიზეზი სერიოზული ხასიათის იქნება, ფეისბუქი უფლებას დაგრთავთ, დაიტოვოთ არაავთენტური სახელი.

ამჟამად, სოციალურ ქსელში აქტიურად მუშაობენ ყალბი სახელებით დარეგისტრირებული მომხმარებლების გამოსააშკარავებლად. თუ თქვენ რეალური სახელით არ ხართ დარეგისტრირებული, იძულებული იქნებით წარადგინოთ ოფიციალური საბუთი საკუთარი სახელის დასადასტურებლად. "ფეისბუქი" ერთკვირიან ვადას იძლევა, სანამ დაამტკიცებთ საკუთარი სახელის ავთენტურობას.

"ნამდვილი სახელის" პოლიტიკაში ცვლილებები ჯერ კიდევ წინაა.

მომზადებულია techinsider.io-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია