საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სქემა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისია პოლიტპატიმართა სიებს ადგენდა
სქემა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისია პოლიტპატიმართა სიებს ადგენდა

თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბულ­თა სა­კი­თხის შემ­სწავ­ლელ­მა კო­მი­სი­ამ და­ახ­ლო­ე­ბით 600-მდე საქ­მე გა­ნი­ხი­ლა, სა­ი­და­ნაც და­ხა­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ანს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. კო­მი­სია ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის რე­ზო­ლუ­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოქ­მე­დებ­და.

რო­გორც კო­მი­სი­ის ყო­ფილ­მა წევ­რმა, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ლე­ვან ჩი­ტა­ძემ "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, კო­მი­სია თი­თო­ე­უ­ლი პა­ტიმ­რის საქ­მეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავ­და. საქ­მის გან­ხილ­ვა­ში კი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი არ ერე­ოდ­ნენ.

"სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი გვქონ­და, რის მი­ხედ­ვი­თაც პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა საქ­მეს გან­ვი­ხი­ლავ­დით. კო­მი­სი­ა­ში და­ხა­ლო­ე­ბით 16 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ღა­მე­ე­ბი არ გვი­ძი­ნია და თი­თო­ე­ულ საქ­მეს ცალ-ცალ­კე გან­ვი­ხი­ლავ­დით. ჩემი აზ­რით, პრო­ცე­სი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გამჭვირ­ვა­ლე იყო.

"პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა საქ­მე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტი­დან შე­მო­დი­ო­და, რო­მელ­საც თა­ვად პა­ტიმ­რე­ბი ან მათი ად­ვო­კა­ტე­ბი მი­მარ­თავ­დნენ. სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტი მათ საქ­მე­ებს ჩვენ გვიგ­ზავ­ნი­და. ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო ვი­ყა­ვით და საქ­მის გან­ხილ­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ვერ ერე­ოდ­ნენ. რო­გორც მახ­სოვს, 600-მდე საქ­მე გან­ვი­ხი­ლეთ. ამ საქ­მი­დან უმე­ტე­სო­ბა კო­მი­სი­ამ უკან და­აბ­რუ­ნა.

რო­დე­საც კო­მი­სი­ა­ში საქ­მე შე­მო­დი­ო­და, პირ­ველ რიგ­ში, მისი მოს­მე­ნა ხდე­ბო­და. პრო­ცე­სი ძა­ლი­ან დიდი და რთუ­ლი იყო, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლა და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის დად­გე­ნა ხდე­ბო­და. შემ­დეგ თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი საქ­მე­ზე დას­კვნებს წერ­და, ბო­ლოს კენ­ჭისყრა ხდე­ბო­და.

"კენ­ჭისყ­რის დროს კო­მი­სი­ის რო­მე­ლი­მე წევ­რი, რო­მე­ლი­მე პი­რის­თვის პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ში ეჭვს თუ შე­ი­ტან­და, საქ­მეს ახ­ლი­დან გან­ვი­ხი­ლავ­დით. ასე­თი შემ­თხვე­ვა ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მოხ­და. მე­ო­რე გან­ხილ­ვი­სას კი­თხვის ნიშ­ნე­ბი კი­დევ თუ გაჩ­ნდე­ბო­და, მა­შინ ეს საქ­მე პარ­ლა­მენ­ტში რე­კომ­ნე­და­ცი­ით ბრუნ­დე­ბო­და, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ხელ­მე­ო­რედ გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­დაგ­ზავ­ნი­ლი­ყო", - აღ­ნიშ­ნავს ჩი­ტა­ძე.

მისი თქმით, კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რის და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­დეგ სა­ბო­ლოო გა­და­წყვტე­ი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის საქ­მე პარ­ლა­მენ­ტში ბრუნ­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად კო­მი­სი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

"პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს ნამ­დვი­ლად არ ჰქონ­დათ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ იქ რა­ი­მე ჩა­მა­ტე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. პარ­ლა­მენ­ტში საქ­მე­ე­ბის მი­ტა­ნა პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბო­და, მე­ო­რე არხზე გა­და­ი­ცე­მო­და.

"სი­ე­ბის ჩვე­ნამ­დე მოს­ვლამ­დე, ვინ რა საქ­მე შე­ა­ჩე­რა, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არა­ვინ არ ერე­ო­და.

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნით ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რო­მე­ლიც ახლა გა­მო­დის და აცხა­დებს, რომ თი­თო­ქოს კო­მი­სი­ა­ში დარ­ღვე­ვეი იყო. რა თქმა უნდა, მათი მო­ტი­ვა­ცია, ვინც წარ­სულ­შიც და ახ­ლაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან, გა­სა­გე­ბია. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან გა­მიკ­ვირ­და, რომ ამ საქ­მე­ებ­ზე კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ახლა გა­უჩ­ნდა. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს და მათ ლი­დე­რებს ახლა და­უ­ახ­ლოვ­დნენ, შე­საძ­ლოა, ფი­ნან­სურ და­ინ­ტე­რე­სე­ბა­საც ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რა­საც უკ­რა­ი­ნა­ში შო­უ­ლობს, იმ თან­ხის 50 პრო­ცენტს გა­და­იხ­დი­ან იმი­სათ­ვის, რომ რა­მე­ნა­ი­რად პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის საქ­მის გა­უბ­რა­ლო­ე­ბა მოხ­დეს," - დას­ძი­ნა ჩი­ტა­ძემ.

რო­გორც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი წევ­რი მე­რაბ ტუ­რა­ვა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, მისი პრე­რო­გა­ტი­ვა თი­თო­ე­ულ საქ­მე­ზე დას­კვნე­ბის მომ­ზა­დე­ბა იყო. მისი თქმით, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე კო­მი­სი­ამ და­ი­წუ­ნა.

"ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვა ამა თუ იმ საქ­მე­ზე დას­კვნის და­წე­რა იყო. თვი­თონ სი­ე­ბის შედ­გე­ნა­ში, კენ­ჭისყრა­სა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, პარ­ლა­მენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვა იყო. მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტი ვყა­ვი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ საქ­მეს სწავ­ლობ­და და დას­კვნას ამ­ზა­დებ­და.

"ყვე­ლა საქ­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და თა­ვი­სე­ბუ­რი იყო. უნდა დაგ­ვედ­გი­ნა, საქ­მის ფა­ბუ­ლა იძ­ლე­ო­და თუ არა იმის სა­ფუძ­ველს, რომ პო­ლიტსტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბო­და. ზო­გი­ერთ საქ­მეს თან ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პირი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და და ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას გა­ნიც­დი­და და ა. შ.

"რო­გორც ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატს შე­მოჰ­ქონ­და. რო­გორც მახ­სოვს, თა­ვად პა­ტი­მარ­საც შე­ეძ­ლო წე­რი­ლით მო­ე­მარ­თა. კო­მი­სი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ცალ­კე­ულ დას­კვნებს წერ­დნენ, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­დი­ო­და.

"საქ­მის გან­ხილ­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და პა­ტიმ­რის და­ხა­სი­ა­თე­ბას, რა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და, რა ბრალ­დე­ბა ჰქონ­და, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნებს და ა. შ.

საქ­მის გან­ხილ­ვი­სას უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და. ზო­გი­ერ­თი უცხო­ეთ­ში იყო გაქ­ცე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნეს­მე­ნი იმი­ტომ იდევ­ნე­ბო­და, რომ ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ და­ა­ფი­ნან­სა და ა. შ.

მა­გა­ლი­თად, ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო. ერთ-ერთს ბურ­ჯა­ნა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ჰქონ­და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, სას­ჯე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, რო­მე­ლიც პი­რო­ბი­თით ჰქონ­და შეც­ვლი­ლი, რად­გან დიდი ფული გა­და­ახ­დე­ვი­ნეს",M - აღ­ნიშ­ნავს ტუ­რა­ვა.

მისი თქმით, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მე, რომ­ლებ­საც პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, სა­სა­მარ­თლოს ხელ­მე­ო­რედ უნდა გა­და­ე­სინ­ჯა და სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი გა­მო­ე­ტა­ნა.

პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა საქ­მე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა შუა გზა­ზე მი­ა­ტო­ვა. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტმა საქ­მე პო­ლი­ტი­კურ-სა­მარ­თლებ­რი­ვად შე­ა­ფა­სა, ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მე­ო­რე ნა­ბი­ჯი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სტა­ტუ­სით ვე­რა­ფე­რი ვერ მი­ი­ღეს. მათი არც გა­მარ­თლე­ბა მომ­ხდა­რა, არც უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს, მათ­თვის არც რა­ი­მე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა არ მოხ­და.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე ნა­ბი­ჯიც უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და. მათი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა. თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

"მე­ო­რე ეტაპ­ზე სა­სა­მარ­თლოს შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. საქ­მე შუა გზა­ზე გა­ჩერ­და. რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე საქ­მე შეც­დო­მით გა­პა­რუ­ლი­ყო, ამი­ტო­მაც იყო სა­სა­მარ­თლო სა­ჭი­რო. სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტი იქ­ნე­ბო­და სა­ბო­ლოო", _ აღ­ნიშ­ნავს ტუ­რა­ვა

რო­გორც პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი წევ­რი ია მეტ­რე­ვე­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს:

"ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის საქ­მეს ცალ-ცალ­კე გან­ვი­ხი­ლავ­დით. არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ჰქონ­დათ შეს­წავ­ლი­ლი, მა­გა­ლი­თად, 26 მა­ი­სის საქ­მე, ასე­ვე ცნო­ბი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია პო­ლიტ­პა­ტიმ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი.

რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რი იყო ისე­თი საქ­მე, რო­მე­ლიც პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში ვერ მოხ­ვდა. იქ, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­შა­ნი არ იკ­ვე­თე­ბო­და, სი­ა­ში არ შეჰ­ყავ­დათ, თუმ­ცა ვთვლი, რომ რე­ჟი­მის დროს ვინც და­ი­ჭი­რეს, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ხალ­ხი და­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავ­დათ, ზო­გი­ერთს წა­მე­ბით აღი­ა­რე­ბი­ნეს, ზოგს კი ოჯა­ხი და­უ­ში­ნეს. ვფიქ­რობ, დიდი მო­ნა­პო­ვა­რია, რომ ამ­ნის­ტია მოხ­და და ეს გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი იქი­დან გა­მო­ვი­და.

მა­გა­ლი­თად, "კო­ჭო­ი­ას" საქ­მე იყო, რო­მელ­საც აგენ­ტო­ბა და­აბ­რა­ლეს. სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან გვტკი­ო­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც სი­ა­ში ვერ მოხ­ვდა. თა­ვი­დან იყო, თუმ­ცა შემ­დეგ ამო­ვი­ღეთ. რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ნანა კა­კა­ბა­ძემ შემ­დეგ თქვა, მისი ამო­ღე­ბა აშშ-ის ელ­ჩის მო­თხოვ­ნით მოხ­და, რა­ზეც გული დამ­წყდა. თუმ­ცა მისი ამო­ღე­ბა რა­ტომ მოხ­და, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სიის გა­რეთ დარ­ჩა იმი­ტომ, რომ სი­ე­ბის შეს­წავ­ლა ვე­ღარ ეს­წრე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, სა­ბუ­თე­ბი ხში­რად იკარ­გე­ბო­და და ქრე­ბო­და. ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხელ­წე­რა იყო. მათ არ აწყობ­დათ იმის და­ფიქ­სი­რე­ბა, რომ მათი რე­ჟი­მის დროს 200-მდე Mპო­ლიტ­მა­ტი­მა­რი იყო. დას­კვნე­ბის მო­პო­ვე­ბა ახ­ლი­დან გვიხ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ", - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სქემა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისია პოლიტპატიმართა სიებს ადგენდა

სქემა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისია პოლიტპატიმართა სიებს ადგენდა

თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საკითხის შემსწავლელმა კომისიამ დაახლოებით 600-მდე საქმე განიხილა, საიდანაც დახალოებით 200 ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუციის კრიტერიუმებით მოქმედებდა.

როგორც კომისიის ყოფილმა წევრმა, უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, კომისია თითოეული პატიმრის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავდა. საქმის განხილვაში კი პარლამენტის წევრები არ ერეოდნენ.

"საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი გვქონდა, რის მიხედვითაც პოლიტპატიმართა საქმეს განვიხილავდით. კომისიაში დახალოებით 16 ადამიანი ვიყავით. სამი თვის განმავლობაში ღამეები არ გვიძინია და თითოეულ საქმეს ცალ-ცალკე განვიხილავდით. ჩემი აზრით, პროცესი თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე იყო.

"პოლიტპატიმართა საქმეები პარლამენტიდან შემოდიოდა, რომელსაც თავად პატიმრები ან მათი ადვოკატები მიმართავდნენ. საპარლამენტო კომიტეტი მათ საქმეებს ჩვენ გვიგზავნიდა. ჩვენ დამოუკიდებელი ორგანო ვიყავით და საქმის განხილვაში პარლამენტის წევრები ვერ ერეოდნენ. როგორც მახსოვს, 600-მდე საქმე განვიხილეთ. ამ საქმიდან უმეტესობა კომისიამ უკან დააბრუნა.

როდესაც კომისიაში საქმე შემოდიოდა, პირველ რიგში, მისი მოსმენა ხდებოდა. პროცესი ძალიან დიდი და რთული იყო, რადგან თითოეული საქმის მტკიცებულებების შესწავლა და პოლიტიკური მოტივაციის დადგენა ხდებოდა. შემდეგ თითოეული წევრი საქმეზე დასკვნებს წერდა, ბოლოს კენჭისყრა ხდებოდა.

"კენჭისყრის დროს კომისიის რომელიმე წევრი, რომელიმე პირისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაში ეჭვს თუ შეიტანდა, საქმეს ახლიდან განვიხილავდით. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯერ მოხდა. მეორე განხილვისას კითხვის ნიშნები კიდევ თუ გაჩნდებოდა, მაშინ ეს საქმე პარლამენტში რეკომნედაციით ბრუნდებოდა, რომ იუსტიციის სამინისტროში ხელმეორედ გამოსაძიებლად გადაგზავნილიყო", - აღნიშნავს ჩიტაძე.

მისი თქმით, კომისიის ყველა წევრის დადებითი დასკვნის შემდეგ საბოლოო გადაწყვტეილების მიღებისთვის საქმე პარლამენტში ბრუნდებოდა და შესაბამისად კომისიაში განიხილებოდა.

"პარლამენტის წევრებს ნამდვილად არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ იქ რაიმე ჩამატება განეხორციელებინათ. პარლამენტში საქმეების მიტანა პირდაპირი ეთერის საშუალებით ხდებოდა, მეორე არხზე გადაიცემოდა.

"სიების ჩვენამდე მოსვლამდე, ვინ რა საქმე შეაჩერა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, ფაქტია, რომ კომისიის საქმიანობაში არავინ არ ერეოდა.

"ბევრი ადამიანით ძალიან გაკვირვებული ვარ, რომელიც ახლა გამოდის და აცხადებს, რომ თითოქოს კომისიაში დარღვევეი იყო. რა თქმა უნდა, მათი მოტივაცია, ვინც წარსულშიც და ახლაც წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, გასაგებია. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიკვირდა, რომ ამ საქმეებზე კითხვის ნიშნები ახლა გაუჩნდა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს ახლა დაუახლოვდნენ, შესაძლოა, ფინანსურ დაინტერესებასაც ჰქონდეს ადგილი.

"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" რასაც უკრაინაში შოულობს, იმ თანხის 50 პროცენტს გადაიხდიან იმისათვის, რომ რამენაირად პოლიტპატიმრების საქმის გაუბრალოება მოხდეს," - დასძინა ჩიტაძემ.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და პოლიტპატიმართა შემსწავლელი კომისიის ყოფილი წევრი მერაბ ტურავა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მისი პრეროგატივა თითოეულ საქმეზე დასკვნების მომზადება იყო. მისი თქმით, ძალიან ბევრი საქმე კომისიამ დაიწუნა.

"ჩემი პრეროგატივა ამა თუ იმ საქმეზე დასკვნის დაწერა იყო. თვითონ სიების შედგენაში, კენჭისყრასა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული არ ვყოფილვარ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივა იყო. მოწვეული ექსპერტი ვყავი, რომელიც კონკრეტულ საქმეს სწავლობდა და დასკვნას ამზადებდა.

"ყველა საქმე ინდივიდუალური და თავისებური იყო. უნდა დაგვედგინა, საქმის ფაბულა იძლეოდა თუ არა იმის საფუძველს, რომ პოლიტსტატუსი მინიჭებოდა. ზოგიერთ საქმეს თან ადგილობრივი უფლებადამცველთა ორგანიზაციების დასკვნები მოჰყვებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც პირი უცხოეთში ცხოვრობდა და ქვეყანაში გარკვეულ პოლიტიკურ დევნას განიცდიდა და ა. შ.

"როგორც ვიცი, კონკრეტული საქმე მსჯავრდებულის ადვოკატს შემოჰქონდა. როგორც მახსოვს, თავად პატიმარსაც შეეძლო წერილით მოემართა. კომისიაში მოწვეული ექსპერტები ცალკეულ დასკვნებს წერდნენ, რომელიც პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე გადიოდა.

"საქმის განხილვისას ყურადღება ექცეოდა პატიმრის დახასიათებას, რა პოლიტიკური მოტივები იკვეთებოდა, რა ბრალდება ჰქონდა, სხვადასხვა ორგანიზაციების დასკვნებს და ა. შ.

საქმის განხილვისას უმძიმესი მდგომარეობები იკვეთებოდა. ზოგიერთი უცხოეთში იყო გაქცეული. მაგალითად, ბიზნესმენი იმიტომ იდევნებოდა, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია არ დააფინანსა და ა. შ.

მაგალითად, ერთი ასეთი შემთხვევა იყო. ერთ-ერთს ბურჯანაძის პოლიტიკური პარტია ჰქონდა დაფინანსებული, სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რომელიც პირობითით ჰქონდა შეცვლილი, რადგან დიდი ფული გადაახდევინეს",M - აღნიშნავს ტურავა.

მისი თქმით, იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც პარლამენტმა პოლიტპატიმართა სტატუსი მიანიჭა, სასამართლოს ხელმეორედ უნდა გადაესინჯა და საბოლოო ვერდიქტი გამოეტანა.

პოლიტპატიმართა საქმეები პარლამენტმა შუა გზაზე მიატოვა. როდესაც პარლამენტმა საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივად შეაფასა, ამის შემდეგ აუცილებლად მეორე ნაბიჯი უნდა განხორციელებულიყო. იმ ადამიანებმა ამ პოლიტპატიმართა სტატუსით ვერაფერი ვერ მიიღეს. მათი არც გამართლება მომხდარა, არც უდანაშაულოდ ცნეს, მათთვის არც რაიმე რეაბილიტაციის მინიჭება არ მოხდა.

ნებისმიერ შემთხვევაში მეორე ნაბიჯიც უნდა განხორციელებულიყო, რომელიც სამართლებრივი შედეგების მომტანი იქნებოდა. მათი უდანაშაულობა სასამართლოს უნდა დაედასტურებინა. თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

"მეორე ეტაპზე სასამართლოს შესაძლოა სხვადასხვა გადაწყვეტილება მიეღო. საქმე შუა გზაზე გაჩერდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რამდენიმე საქმე შეცდომით გაპარულიყო, ამიტომაც იყო სასამართლო საჭირო. სასამართლოს ვერდიქტი იქნებოდა საბოლოო", _ აღნიშნავს ტურავა

როგორც პოლიტპატიმართა შემსწავლელი კომისიის ყოფილი წევრი ია მეტრეველი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს:

"ყველა ადამიანის საქმეს ცალ-ცალკე განვიხილავდით. არასამთავრობოებს გახმაურებული საქმეები ჰქონდათ შესწავლილი, მაგალითად, 26 მაისის საქმე, ასევე ცნობილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია პოლიტპატიმრად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო აღიარებული.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო ისეთი საქმე, რომელიც პოლიტპატიმართა სიაში ვერ მოხვდა. იქ, სადაც პოლიტიკური ნიშანი არ იკვეთებოდა, სიაში არ შეჰყავდათ, თუმცა ვთვლი, რომ რეჟიმის დროს ვინც დაიჭირეს, ყველა პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული. ხალხი დაშინებული ჰყავდათ, ზოგიერთს წამებით აღიარებინეს, ზოგს კი ოჯახი დაუშინეს. ვფიქრობ, დიდი მონაპოვარია, რომ ამნისტია მოხდა და ეს გაუბედურებული ხალხი იქიდან გამოვიდა.

მაგალითად, "კოჭოიას" საქმე იყო, რომელსაც აგენტობა დააბრალეს. საკითხი ნამდვილად ძალიან გვტკიოდა, მაგრამ რატომღაც სიაში ვერ მოხვდა. თავიდან იყო, თუმცა შემდეგ ამოვიღეთ. როგორც ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ შემდეგ თქვა, მისი ამოღება აშშ-ის ელჩის მოთხოვნით მოხდა, რაზეც გული დამწყდა. თუმცა მისი ამოღება რატომ მოხდა, ნამდვილად არ ვიცი.

ბევრი ადამიანი სიის გარეთ დარჩა იმიტომ, რომ სიების შესწავლა ვეღარ ესწრებოდა. სხვათა შორის, საბუთები ხშირად იკარგებოდა და ქრებოდა. ეს "ნაციონალების" ხელწერა იყო. მათ არ აწყობდათ იმის დაფიქსირება, რომ მათი რეჟიმის დროს 200-მდე Mპოლიტმატიმარი იყო. დასკვნების მოპოვება ახლიდან გვიხდებოდა. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ", - განაცხადა მეტრეველმა.

ლიკა ამირაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ