კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მიმზიდველი მასწავლებლები კინოში
ყველაზე მიმზიდველი მასწავლებლები კინოში

გახ­სოვთ ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა გო­გოს უყ­ვარ­და კლას­ში? და ახალ­გაზ­რდა გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვიწ­რო კა­ბით, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ბიჭი გიჟ­დე­ბო­და? ყვე­ლა ჩვენ­განს შე­უძ­ლია ასე­თი ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბა. დღეს წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს, ვინც დიდ ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლა.

მი­სის დი (ელი­ზა­ბეტ ჰარ­ლი) "სურ­ვი­ლე­ბით დაბრმა­ვე­ბუ­ლი"

ეშ­მაკს მრა­ვა­ლი სახე აქვს, ხში­რად ძა­ლი­ან მაც­დუ­რი. ლიზ ჰარ­ლი ერთ-ერთ მათ­განს წარ­მო­ად­გენს: სექ­სუ­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, ის მოს­წავ­ლე­ებს გაკ­ვე­თილს უტა­რებს და ბრენ­დონ ფრე­ი­ზე­რის პერ­სო­ნაჟს აც­დუ­ნებს. მისი შემ­ხედ­ვა­რე ცდუ­ნე­ბის გაძ­ლე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

შება ჰარ­თი (კეიტ ბლან­შე­ტი), "სკან­და­ლუ­რი დღი­უ­რი"

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი შება ჰარ­თი ქორ­წი­ნე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი არაა და 15 წლის მოს­წავ­ლეს­თან რო­მან­ში პო­უ­ლობს შვე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დი­რექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მკაც­რად კი­ცხავს მას, მაგ­რამ ლა­მაზ­მა­ნი კეიტ ბლან­შე­ტის შემ­ხედ­ვა­რე, მის "მსხვერ­პლს" შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­უ­გო.

ფილ ვე­ნი­კი (ბრედ­ლი კუ­პე­რი, "ნა­ბა­ხუ­სე­ვი")

"ნა­ბა­ხუ­სე­ვის" მთა­ვა­რი გმი­რი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და და უამ­რავ სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რილს იღებ­და. კარ­გია, რომ დი­რექ­ტორ­მა არა­ფე­რი იცო­და მისი ვე­გას­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის შე­სა­ხებ, თო­რემ საბ­ჭოს წა­რუდ­გენ­და მისი მო­რა­ლუ­რი იმი­ჯის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბას.

ჰენ­რი ჯონ­სი (ჰა­რი­სონ ფორ­დი) "ინ­დი­ა­ნა ჯონ­სი და უკა­ნას­კნე­ლი ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბა"

ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი უც­ვლე­ლი ბაფ­თით და იუ­მო­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გრძნო­ბით. თუმ­ცა მისი ად­გი­ლი საკ­ლა­სო ოთახ­ში ნამ­დვი­ლად არაა, ბა­ტო­ნი ჯონ­სის სული თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­კენ მი­ი­წევს.

ელი­ზა­ბეტ ჰელ­სი (კა­მე­რონ დი­ა­სი), "ძა­ლი­ან ცუდი მას­წავ­ლე­ბე­ლი"

მეშ­ვი­დე კლა­სის სექ­სუ­ა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ბი­ჭებს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­მარ­თლათ. მის ჰელ­სი სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე­სა­ვით იც­ვამს და ფონ­დის ფულს მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი მკერ­დის გა­სა­კე­თებ­ლად არ­თმევს. ამ ფილმში სა­ერ­თოდ იდე­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჯგუ­ფია: ელი­ზა­ბე­ტის კო­ლე­გებს ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი და ჯე­ი­სონ სი­გე­ლი თა­მა­შო­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია teleprogramma.pro-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ყველაზე მიმზიდველი მასწავლებლები კინოში

ყველაზე მიმზიდველი მასწავლებლები კინოში

გახსოვთ ქიმიის მასწავლებელი, რომელიც ყველა გოგოს უყვარდა კლასში? და ახალგაზრდა გეოგრაფიის მასწავლებელი ვიწრო კაბით, რომელზეც ყველა ბიჭი გიჟდებოდა? ყველა ჩვენგანს შეუძლია ასეთი ისტორიის გახსენება. დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე სექსუალურ მასწავლებლებს, ვინც დიდ ეკრანზე გამოჩენილა.

მისის დი (ელიზაბეტ ჰარლი) ”სურვილებით დაბრმავებული”

ეშმაკს მრავალი სახე აქვს, ხშირად ძალიან მაცდური. ლიზ ჰარლი ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს: სექსუალური მასწავლებლის ფორმაში გამოწყობილი, ის მოსწავლეებს გაკვეთილს უტარებს და ბრენდონ ფრეიზერის პერსონაჟს აცდუნებს. მისი შემხედვარე ცდუნების გაძლება თითქმის შეუძლებელია.

შება ჰართი (კეიტ ბლანშეტი), ”სკანდალური დღიური”

ხელოვნებათმცოდნეობის მასწავლებელი შება ჰართი ქორწინებაში ბედნიერი არაა და 15 წლის მოსწავლესთან რომანში პოულობს შვებას. საზოგადოება დირექტორის ხელმძღვანელობით, მკაცრად კიცხავს მას, მაგრამ ლამაზმანი კეიტ ბლანშეტის შემხედვარე, მის ”მსხვერპლს” შესაძლებელია გაუგო.

ფილ ვენიკი (ბრედლი კუპერი, ”ნაბახუსევი”)

"ნაბახუსევის" მთავარი გმირი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და უამრავ სასიყვარულო წერილს იღებდა. კარგია, რომ დირექტორმა არაფერი იცოდა მისი ვეგასში გატარებული დროის შესახებ, თორემ საბჭოს წარუდგენდა მისი მორალური იმიჯის შესახებ მოხსენებას.

ჰენრი ჯონსი (ჰარისონ ფორდი) ”ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა”

ისტორიის მასწავლებელი უცვლელი ბაფთით და იუმორის შესანიშნავი გრძნობით. თუმცა მისი ადგილი საკლასო ოთახში ნამდვილად არაა, ბატონი ჯონსის სული თავგადასავლებისკენ მიიწევს.

ელიზაბეტ ჰელსი (კამერონ დიასი), ”ძალიან ცუდი მასწავლებელი”

მეშვიდე კლასის სექსუალური ხელმძღვანელი - ბიჭებს განსაკუთრებით გაუმართლათ. მის ჰელსი სტრიპტიზის მოცეკვავესავით იცვამს და ფონდის ფულს მოსწავლეებს ახალი მკერდის გასაკეთებლად ართმევს. ამ ფილმში საერთოდ იდეალური მასწავლებლების ჯგუფია: ელიზაბეტის კოლეგებს ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯეისონ სიგელი თამაშობენ.

მომზადებულია teleprogramma.pro-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება