საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს იაშვილის კლინიკის პროფესორი გარდაცვლილი 8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახის წევრებს?
რას პასუხობს იაშვილის კლინიკის პროფესორი გარდაცვლილი 8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახის წევრებს?

და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ თბი­ლის­ში 8 წლის ბუკა ნი­კუ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრო­ფე­სორს, ას­მათ შენ­გე­ლა­ი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს. მათი მტკი­ცე­ბით, ბავ­შვს არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზით - ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­უ­ტარ­და. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვლად კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე დამ­ძიმ­და. პა­ცი­ენ­ტი თურ­ქე­თის წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შვი­დი ბი­ოფ­სი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ თურ­ქმა ექი­მებ­მა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­აგ­ნო­ზი არ და­ა­დას­ტუ­რეს.

AMBEBI.GE იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრო­ფე­სორს, ას­მათ შენ­გე­ლა­ი­ას ესა­უბ­რა.

- გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხი თქვენ არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში გა­და­ნა­შა­უ­ლებთ, რამ­დე­ნად სწო­რად და­ის­ვა ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და სწო­რად ჩა­ტარ­და თუ არა მკურ­ნა­ლო­ბა?

- ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი ემ­ყა­რე­ბა ძვლის ტვი­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შეს­წავ­ლას, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ოთხ ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბია: ცი­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, ცი­ტო­ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, ცი­ტო­გე­ნე­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რია და იმუ­ნო­ფე­ნო­ტი­პი­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია. ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით პა­ცი­ენტს და­უდ­გინ­და მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ინ­ზე დაყ­რდნო­ბით.

- თუ ბავ­შვს რე­ა­ლუ­რად ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეთ და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სიც დრო­უ­ლად და­ი­წყო, რა­ტომ არ ჰქონ­და მკურ­ნა­ლო­ბას შე­დე­გი? აც­ნო­ბეთ ეს წი­ნას­წარ ოჯახს, რომ შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გი ცუდი ყო­ფი­ლი­ყო?

- პა­ცი­ენტ ნი­კუ­რა­ძეს­თან მკურ­ნა­ლო­ბის მე-15 დღე­ზე ძვლის ტვი­ნის სა­კონ­ტრო­ლო შეს­წავ­ლით სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი აღარ აღი­ნიშ­ნე­ბო­და, რაც რე­მი­სი­ას ნიშ­ნავს (დრო­ე­ბი­თი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა), მაგ­რამ ღრმა აპ­ლა­ზი­ის სტა­დი­ა­ში და­ა­ვა­დე­ბა გარ­თულ­და სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ით. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პა­ცი­ენ­ტი წი­ნას­წარ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და არ­სე­ბობს მისი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე.

-ბავ­შვს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოყ­ვა­ნი­დან რამ­დენ ხან­ში და­უდ­გინ­და დი­აგ­ნო­ზი?

-ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს 2015 წლის 5 თე­ბერ­ვალს, მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყო 10 თე­ბერ­ვალს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­დან პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე.

-რვა წლის ბუ­კას ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის რამ­დე­ნი კურ­სი ჩა­უ­ტარ­და და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს მშობ­ლებ­მა ბავ­შვის კლი­ნი­კი­დან გაყ­ვა­ნა?

-მას ჩა­უ­ტარ­და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი ფაზა, რის შემ­დე­გაც ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ით (ას­პერ­გი­ლო­ზი) გარ­თუ­ლე­ბის გამო და მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მკურ­ნა­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლეს სა­ზღვარ­გა­რეთ.

- ოჯა­ხი აპი­რებს სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილს. ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა სა­ბუ­თი აქვთ იმი­სა, რომ ბუ­კას ლე­ი­კე­მია არ სჭირ­და, რო­გორ და­ამ­ტკი­ცებთ თქვენს პო­ზი­ცი­ას, რომ ბუ­კას ლე­ი­კე­მია ჰქონ­და?

-სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გი და ბუკა ნი­კუ­რა­ძის ძვლის ტვი­ნის პირ­ვე­ლა­დი მა­სა­ლა შე­ნა­ხუ­ლი გვაქვს და ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე შეგ­ვიძ­ლია და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ მას ჰქონ­და ლე­ი­კე­მია. გარ­და ამი­სა, ჩვენ მივ­მარ­თეთ ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე კლი­ნი­კე­ბის ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გებს და ვე­ლო­დე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩა­მოს­ვლას ამ სა­კი­თხის სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რას პასუხობს იაშვილის კლინიკის პროფესორი გარდაცვლილი 8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახის წევრებს?

რას პასუხობს იაშვილის კლინიკის პროფესორი გარდაცვლილი 8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახის წევრებს?

დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში 8 წლის ბუკა ნიკურაძე გარდაიცვალა. ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში იაშვილის კლინიკის პროფესორს, ასმათ შენგელაიას ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ბავშვს არასწორი დიაგნოზით - ლეიკემია დაუდგინეს, რის შედეგადაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. გაუმჯობესების ნაცვლად კი მისი მდგომარეობა დღითიდღე დამძიმდა. პაციენტი თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. შვიდი ბიოფსიის ჩატარების შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს.

AMBEBI.GE იაშვილის კლინიკის პროფესორს, ასმათ შენგელაიას ესაუბრა.

- გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი თქვენ არასწორი დიაგნოზის დასმაში გადანაშაულებთ, რამდენად სწორად დაისვა ლეიკემიის დიაგნოზი და სწორად ჩატარდა თუ არა მკურნალობა?

- ლეიკემიის დიაგნოზი ემყარება ძვლის ტვინის ლაბორატორიულ შესწავლას, რომელიც ტარდება ოთხ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. ეს ლაბორატორიებია: ციტომორფოლოგიური ლაბორატორია, ციტოქიმიური ლაბორატორია, ციტოგენეტიკის ლაბორატორია და იმუნოფენოტიპირების ლაბორატორია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით პაციენტს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი და მკურნალობა ჩაუტარდა საერთაშორისო გაიდლაინზე დაყრდნობით.

- თუ ბავშვს რეალურად ლეიკემია დაუდგინეთ და ქიმიოთერაპიის კურსიც დროულად დაიწყო, რატომ არ ჰქონდა მკურნალობას შედეგი? აცნობეთ ეს წინასწარ ოჯახს, რომ შეიძლება შედეგი ცუდი ყოფილიყო?

- პაციენტ ნიკურაძესთან მკურნალობის მე-15 დღეზე ძვლის ტვინის საკონტროლო შესწავლით სიმსივნური უჯრედები აღარ აღინიშნებოდა, რაც რემისიას ნიშნავს (დროებითი გაუმჯობესება), მაგრამ ღრმა აპლაზიის სტადიაში დაავადება გართულდა სოკოვანი ინფექციით. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი წინასწარ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი გართულებების შესახებ და არსებობს მისი წერილობითი თანხმობა მკურნალობის ჩატარებაზე.

-ბავშვს საავადმყოფოში მოყვანიდან რამდენ ხანში დაუდგინდა დიაგნოზი?

-ბავშვი საავადმყოფოში შემოიყვანეს 2015 წლის 5 თებერვალს, მკურნალობა დაიწყო 10 თებერვალს, ლაბორატორიებიდან პასუხების მიღებისთანავე.

-რვა წლის ბუკას ქიმიოთერაპიის რამდენი კურსი ჩაუტარდა და რატომ გადაწყვიტეს მშობლებმა ბავშვის კლინიკიდან გაყვანა?

-მას ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის პირველი კურსის პირველი ფაზა, რის შემდეგაც ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა სოკოვანი ინფექციით (ასპერგილოზი) გართულების გამო და მშობლების მოთხოვნით მკურნალობა გააგრძელეს საზღვარგარეთ.

- ოჯახი აპირებს სასამართლოში ჩივილს. ამბობენ, რომ ყველა საბუთი აქვთ იმისა, რომ ბუკას ლეიკემია არ სჭირდა, როგორ დაამტკიცებთ თქვენს პოზიციას, რომ ბუკას ლეიკემია ჰქონდა?

-საბედნიეროდ, ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი და ბუკა ნიკურაძის ძვლის ტვინის პირველადი მასალა შენახული გვაქვს და ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მას ჰქონდა ლეიკემია. გარდა ამისა, ჩვენ მივმართეთ ევროპის მოწინავე კლინიკების ონკოჰემატოლოგებს და ველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტის ჩამოსვლას ამ საკითხის საბოლოო შეფასების მიზნით.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია