პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში"
"ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში"

სა­ქარ­თვე­ლო ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელის, ამა­სო­ბა­ში კი ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დე­ბენ, რომ ცივი ომის შემ­დეგ დამ­ყა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი იც­ვლე­ბა და ეს პრო­ცე­სი უფრო და უფრო მტკივ­ნე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი:

- აშ­კა­რაა, რომ მსოფ­ლიო წეს­რიგ­მა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ორი­ო­დე წლის წინ გვქონ­და, დრო­ის გა­მოც­დას ვერ გა­უძ­ლო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ზო­გი­ერ­თი ძალა თავს სხვა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წეს­რი­გი­სა და ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს და მათი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში თით­ქოს სიმ­შვი­დე გა­მეფ­და, რა­საც ევრო-ამე­რი­კუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი პა­რა­დიგ­მა გან­სა­ზღვრავ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ასე არ არის, რომ ამ პა­რა­დიგ­მას ზო­გი­ერ­თი კულ­ტუ­რა, მა­გა­ლი­თად, რუ­სუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კულ­ტუ­რა, ის­ლა­მი და თუნ­დაც კონ­ფუ­ცი­ა­ნუ­რი, ჩი­ნუ­რი კულ­ტუ­რა ვერ ეგუ­ე­ბა.

და­სავ­ლეთს თავ­და­ჯე­რე­ბა ძვი­რი და­უჯ­და არა მხო­ლოდ ევ­რო­პის გა­რეთ, არა­მედ - შიგ­ნი­თაც. ამის მა­გა­ლი­თია ის, რაც ხდე­ბა საფ­რან­გეთ­ში - ვგუ­ლის­ხმობ მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში მარი ლე პე­ნის გა­მარ­ჯვე­ბას. ცხა­დია, ევ­რო­პა­შიც ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ­მა ძა­ლებ­მა გა­იღ­ვი­ძეს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს. ვფიქ­რობ, წინ წა­მო­ი­წევს ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბის იდეა. ევ­რო­პა აღარ იქ­ნე­ბა ის ამორ­ფუ­ლი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც აბ­სტრაქ­ტუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ით კვე­ბავ­და სამ­ყა­როს, ის და­ი­ნა­ხავს სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის სა­ზღვრის დად­გე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

ევ­რო­პას მო­უ­წევს და­ფიქ­რე­ბა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი იდე­ე­ბი: ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის იდე­ა­ლე­ბი და სხვ. პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის ენა­ზე თარ­გმნი­ლი­ყო, რაც, კარ­გა ხა­ნია, ევ­რო­პელ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და. რო­დე­საც ამ სა­კი­თხზე ვფიქ­რობ, ხში­რად მი­ჭირს გარ­კვე­ვა, რო­მელ ევ­რო­პას­თან მაქვს საქ­მე - თო­მას მა­ნის თუ "შარ­ლი ებ­დოს". გა­სა­გე­ბია, რომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უზე­ნა­ე­სი პრინ­ცი­პია, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ კე­თილ­შო­ბი­ლურ იდე­ას გა­მო­უჩ­ნდე­ბა ხოლ­მე მა­ხინ­ჯი ორე­უ­ლი. თით­ქოს ვი­ღა­ცა სა­გან­გე­ბოდ არის ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი ზრახ­ვე­ბი უც­ნა­ურ ენა­ზე გვი­თარ­გმნოს და ისე მოგ­ვარ­თვას უკან... თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბით იწყე­ბა, რაც ხში­რად ავი­წყდე­ბათ... ევ­რო­პას­თან ერ­თად ჩვენც მოგ­ვი­წევს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­ფიქ­რე­ბა. რამ­დე­ნი სტა­ლი­ნის­ტი და პუ­ტი­ნის­ტიც უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლია.

ევ­რო­პის დღე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბიც არის. დღეს ჩვენ შევ­დი­ვართ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რად და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც ბევ­რი რამ აქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი...

- თუმ­ცა, ბოლო ხანს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ძალა ცდი­ლობს, ევ­რო­პა­ში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გაზ­ვი­ა­დე­ბით ამ­ტკი­ცოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი იქ არ არის...

- ევ­რო­პის ის ხატი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბობს, რა თქმა უნდა, შექ­მნი­ლია პუ­ტი­ნის­ტუ­რი პრო­პა­გან­დის წყა­ლო­ბით. ეს პრო­პა­გან­და მუ­შა­ობს ძა­ლი­ან ზუს­ტად და ჩვენს სუსტ წერ­ტი­ლებს იყე­ნებს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. უზ­ნეო, ურ­წმუ­ნო ევ­რო­პა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმევს - ეს არის რუ­სე­თის მიერ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დის შე­დე­გი. ვფიქ­რობ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას, როცა ქარ­თველ კაცს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­უბ­რკო­ლებ­ლად ჩა­ვი­დეს ევ­რო­პა­ში და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხოს, რაც იქ ხდე­ბა. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ ნა­წილს ხომ წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ზე! ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც იქ ჩავა, აღ­მო­ა­ჩენს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სამ­ყა­როს, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აგ­რე­სი­ას არ გა­მო­ხა­ტა­ვენ და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი თით­ქმის იდე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს. მე­ეჭ­ვე­ბა, ეს ვინ­მეს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს...

- ამ ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს, ალ­ბათ, უკვე გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა ში­ნა­არ­სი ექ­ნე­ბა დას­კვნას, რო­მელ­მაც ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი უნდა გა­და­წყვი­ტოს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სა­კი­თხი უკვე და­დე­ბი­თად არის გა­და­წყვე­ტი­ლი... რო­დე­საც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­მა­ფერ­ხე­ბელ მი­ზე­ზებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ხში­რად რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ასა­ხე­ლე­ბენ. თქვე­ნი აზ­რით, ევ­რო­პას­თან სა­ქარ­თვე­ლოს უვი­ზო მი­მოს­ვლა კრემ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს?

- რუ­სე­თის­თვის ეს სა­კი­თხი უმ­ნიშ­ვნე­ლო სუ­ლაც არ არის. გა­იხ­სე­ნეთ: რო­გორც კი ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი დად­გა დღის წეს­რიგ­ში, ამის სა­პირ­წო­ნედ მა­შინ­ვე და­ი­წყეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. რუსი სტრა­ტე­გო­სე­ბი კარ­გად ხე­და­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­და თა­ო­ბე­ბი, რო­მელ­თაც რუ­სუ­ლი არ იცი­ან, ვის­თვი­საც რუ­სუ­ლი ყოფა სრუ­ლი­ად უცხოა და მი­სა­ღე­ბია ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სამ­ყა­რო. ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია ამ პრო­ცე­სის გაღ­რმა­ვე­ბას გა­მო­იწ­ვევს და, რა თქმა უნდა, რუ­სულ ნე­ო­იმ­პე­რი­ულ რე­ვან­შიზმს ეს არ სურს. მეც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა ევ­რო­პას­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში"

"ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში"

საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის, ამასობაში კი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ცივი ომის შემდეგ დამყარებული მსოფლიო წესრიგი იცვლება და ეს პროცესი უფრო და უფრო მტკივნეული შეიძლება გახდეს. საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი:

- აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგმა, რომელიც ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ გვქონდა, დროის გამოცდას ვერ გაუძლო. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ძალა თავს სხვა, ალტერნატიული წესრიგისა და ისტორიის ნაწილად მიიჩნევს და მათი უგულებელყოფა შეუძლებელია. ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში თითქოს სიმშვიდე გამეფდა, რასაც ევრო-ამერიკული ლიბერალური პარადიგმა განსაზღვრავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, რომ ამ პარადიგმას ზოგიერთი კულტურა, მაგალითად, რუსული მართლმადიდებლური კულტურა, ისლამი და თუნდაც კონფუციანური, ჩინური კულტურა ვერ ეგუება.

დასავლეთს თავდაჯერება ძვირი დაუჯდა არა მხოლოდ ევროპის გარეთ, არამედ - შიგნითაც. ამის მაგალითია ის, რაც ხდება საფრანგეთში - ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებში მარი ლე პენის გამარჯვებას. ცხადია, ევროპაშიც ნაციონალისტურმა ძალებმა გაიღვიძეს. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ვფიქრობ, წინ წამოიწევს ევროპული იდენტობის იდეა. ევროპა აღარ იქნება ის ამორფული სხეული, რომელიც აბსტრაქტული ლიბერალური იდეოლოგიით კვებავდა სამყაროს, ის დაინახავს საკუთარი იდენტობის საზღვრის დადგენის აუცილებლობას.

ევროპას მოუწევს დაფიქრება, თუ როგორ შეიძლებოდა უკეთილშობილესი იდეები: ადამიანის უფლებები და თავისუფლება, რაციონალიზმის იდეალები და სხვ. პოლიტკორექტულობის ენაზე თარგმნილიყო, რაც, კარგა ხანია, ევროპელ ინტელექტუალთა კრიტიკის საგანი გახდა. როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ხშირად მიჭირს გარკვევა, რომელ ევროპასთან მაქვს საქმე - თომას მანის თუ "შარლი ებდოს". გასაგებია, რომ სიტყვის თავისუფლება უზენაესი პრინციპია, მაგრამ ნებისმიერ კეთილშობილურ იდეას გამოუჩნდება ხოლმე მახინჯი ორეული. თითქოს ვიღაცა საგანგებოდ არის ჩასაფრებული, რომ ყველაზე კეთილშობილი ზრახვები უცნაურ ენაზე გვითარგმნოს და ისე მოგვართვას უკან... თავისუფლების გააზრება საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით იწყება, რაც ხშირად ავიწყდებათ... ევროპასთან ერთად ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფერზე დაფიქრება. რამდენი სტალინისტი და პუტინისტიც უნდა იყოს საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

ევროპის დღევანდელი პრობლემები ჩვენი პრობლემებიც არის. დღეს ჩვენ შევდივართ სამყაროში, რომელიც ფინანსურად და სოციალური დაცვის თვალსაზრისით მოწესრიგებულია, მაგრამ მაინც ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი...

- თუმცა, ბოლო ხანს განსაკუთრებით გააქტიურებული ზოგიერთი ძალა ცდილობს, ევროპაში შექმნილი პრობლემების გაზვიადებით ამტკიცოს, რომ საქართველოს ადგილი იქ არ არის...

- ევროპის ის ხატი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილის ცნობიერებაში არსებობს, რა თქმა უნდა, შექმნილია პუტინისტური პროპაგანდის წყალობით. ეს პროპაგანდა მუშაობს ძალიან ზუსტად და ჩვენს სუსტ წერტილებს იყენებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. უზნეო, ურწმუნო ევროპა, რომელიც ქართველობას გვართმევს - ეს არის რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოებული პროპაგანდის შედეგი. ვფიქრობ, ამ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, როცა ქართველ კაცს მიეცემა საშუალება, დაუბრკოლებლად ჩავიდეს ევროპაში და საკუთარი თვალით ნახოს, რაც იქ ხდება. ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ხომ წარმოდგენა არა აქვს თანამედროვე ევროპაზე! ქართველი, რომელიც იქ ჩავა, აღმოაჩენს რაციონალურად მოწყობილ სამყაროს, სადაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ და სოციალური მექანიზმები თითქმის იდეალურად მუშაობს. მეეჭვება, ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს...

- ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მეორე დღეს, ალბათ, უკვე გვეცოდინება, რა შინაარსი ექნება დასკვნას, რომელმაც ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი უკვე დადებითად არის გადაწყვეტილი... როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემაფერხებელ მიზეზებზე ლაპარაკობენ, ხშირად რუსეთის ინტერესებს ასახელებენ. თქვენი აზრით, ევროპასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა კრემლის გაღიზიანებას არ გამოიწვევს?

- რუსეთისთვის ეს საკითხი უმნიშვნელო სულაც არ არის. გაიხსენეთ: როგორც კი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი დადგა დღის წესრიგში, ამის საპირწონედ მაშინვე დაიწყეს საქართველოსთვის ვიზების გამარტივებაზე ლაპარაკი. რუსი სტრატეგოსები კარგად ხედავენ, რომ საქართველოში გაიზარდა თაობები, რომელთაც რუსული არ იციან, ვისთვისაც რუსული ყოფა სრულიად უცხოა და მისაღებია ამერიკული და ევროპული სამყარო. ვიზა-ლიბერალიზაცია ამ პროცესის გაღრმავებას გამოიწვევს და, რა თქმა უნდა, რუსულ ნეოიმპერიულ რევანშიზმს ეს არ სურს. მეც დარწმუნებული ვარ, რომ რეალობად იქცევა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."