სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და ჟურნალისტ ელისო კილაძეს შორის გადაცემა "არჩევანის" ეთერში ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას. კობახიძემ კილაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და არაეთიკურად მოიხსენია, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
"თქვენ ხართ ბინძური, ამორალური, ყოვლად უწესო ქალბატონი და თქვენ პასუხს აგებთ სიცრუისთვის",- მიმართა მანანა კობახიძემ ელისო კილაძეს.