პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის პირველი საჯარო განცხადება
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის პირველი საჯარო განცხადება

ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ველ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს.

ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ზა­უ­ტაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას არა­ნა­ი­რი თან­ხა არა­ვის­თვის არ მი­უ­ცია.

ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ზღა­პა­რია ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და ქო­რი­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­დეს".

"არა­სო­დეს არ მი­თხო­ვია შე­წყა­ლე­ბა. ყო­ველ­თვის ვი­თხოვ­დი გა­მარ­თლე­ბას. პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩემს საქ­მეს გა­და­ხე­დავს და თვი­თონ გა­მა­მარ­თლებს. რო­დე­საც ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი გახ­და შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, იგი შე­მო­სუ­ლი იყო ცი­ხე­ში. ამას ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბიც. მან თქვა, რომ ჩემს საქ­მეს იც­ნობს და მი­თხრა, რომ ად­ვო­კა­ტებს მი­ე­ტა­ნათ კო­მი­სი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ, რის შემ­დე­გაც პრე­ზი­დენტს თვი­თონ შე­უ­ტან­და ჩემს საქ­მეს. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა და ამის შემ­დეგ მო­ვი­კი­თხე მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს­თან ჩემი საქ­მე. მა­ნამ­დე შე­წყა­ლე­ბა არ მი­თხო­ვია. ვი­თხოვ­დი გა­მარ­თლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, იგი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია და მხო­ლოდ იმი­ტომ ზის ცი­ხე­ში, რომ იძუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა არ აღი­ა­რა.

"ზღა­პა­რია ფუ­ლის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბე­ბი. კან­ფე­ტიც არა­ვის­თვის მი­მი­ცია", - გა­ნა­ცხა­და ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე 2010 წელს სხვა პი­რებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს და უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის პირველი საჯარო განცხადება

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის პირველი საჯარო განცხადება

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს.

ადვოკატის მეშვეობით ზაუტაშვილი ჟურნალისტებს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ მას არანაირი თანხა არავისთვის არ მიუცია.

ზაუტაშვილის განცხადებით, "ზღაპარია ის ინფორმაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა და ქორიძემ გამოძიებას მიაწოდეს".

"არასოდეს არ მითხოვია შეწყალება. ყოველთვის ვითხოვდი გამართლებას. პროკურატურა ჩემს საქმეს გადახედავს და თვითონ გამამართლებს. როდესაც ალეკო ელისაშვილი გახდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, იგი შემოსული იყო ციხეში. ამას ესწრებოდნენ სხვა მსჯავრდებულებიც. მან თქვა, რომ ჩემს საქმეს იცნობს და მითხრა, რომ ადვოკატებს მიეტანათ კომისიაში განცხადება, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შეწყალების შესახებ განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე მანანა კობახიძესთან ჩემი საქმე. მანამდე შეწყალება არ მითხოვია. ვითხოვდი გამართლებას", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისი თქმით, იგი უკანონო პატიმარია და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ იძულების მიუხედავად წარდგენილი ბრალდება არ აღიარა.

"ზღაპარია ფულის გადახდასთან დაკავშირებით განცხადებები. კანფეტიც არავისთვის მიმიცია", - განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზე 2010 წელს სხვა პირებთან ერთად დააკავეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ