პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას, რომლის ნაწარმშიც საჩუქრის სახით პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას, რომლის ნაწარმშიც საჩუქრის სახით პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტო­რებ­მა ბურ­ბუ­შე­ლას მწარ­მო­ე­ბელ შპს "დავ­ლათ­ში" არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, სურ­სათ­ში და­დას­ტურ­და ფი­ზი­კუ­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი პი­რო­ტექ­ნი­კის არ­სე­ბო­ბა, გა­მოვ­ლინ­და ასე­ვე სხვა კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რის გა­მოც შპს "დავ­ლათს" შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი კი 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და. მას და­ე­ვა­ლა პრო­დუქ­ცი­ის ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვა, რა­საც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­უ­წევს.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს ინ­სპექ­ტი­რე­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და მი­მარ­თავს ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს, არ გა­ნა­თავ­სონ სურ­სათ­თან ერ­თად ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი, მომ­წამ­ვლე­ლი და სხვა სა­ხის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ტარ­დე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა რო­გორც მწარ­მო­ე­ბელს, ასე­ვე რე­ა­ლი­ზა­ტორს.

სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დარ­ე­კონ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე: 291 91 68", - ნათ­ქვა­მია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გუ­შინ მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ შე­ძე­ნილ იქნა ბურ­ბუ­შე­ლა "მინ­სტე­რი" სა­ჩუქ­რით, რო­მელ­შიც სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რის სა­ხით პი­რო­ტექ­ნი­კა იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მცი­რე­წლო­ვან­მა ბურ­ბუ­შე­ლას­თან ერ­თად გა­დაყ­ლა­პა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პი­რო­ტექ­ნი­კა ბურ­ბუ­შე­ლა­ში სა­ჩუქ­რის სა­ხით იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და ის რომ ბავ­შვს და­ე­ღე­ჭა, პირ­ში აუ­ცი­ლე­ბად აფეთ­ქდე­ბო­და, თუმ­ცა ბავ­შვმა პი­რო­ტექ­ნი­კა და­ღეჭ­ვის გა­რე­შე გა­დაყ­ლა­პა.

რო­გორც იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ბავ­შვს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და და ამ­ჟა­მად სახ­ლშია გა­წე­რი­ლი.

"ბავ­შვი უკვე კარ­გად არის, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა. პი­რო­ტექ­ნი­კის სა­სა­ჩუქ­რე ინ­სტრუქ­ცი­ა­ში ეწე­რა, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მისი ჯი­ბე­ში ჩა­დე­ბა. როცა ექი­მი ოთახ­ში შე­მო­ვი­და და ბურ­ბუ­შე­ლა მა­გი­და­ზე და­ა­ხეთ­ქა, შიგ­ნით აფეთ­ქდა. რო­გორც ჩანს, შე­ხე­ბა­ზე ფეთ­ქდე­ბო­და. ეს პი­რო­ტექ­ნი­კა შე­ფუ­თუ­ლი იყო ყვა­ვი­ლე­ბით და ბურ­ბუ­შე­ლა­ში იდო სი­ურ­პი­ზის სა­ხით", - გა­ნა­ცხა­დეს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას, რომლის ნაწარმშიც საჩუქრის სახით პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას, რომლის ნაწარმშიც საჩუქრის სახით პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს "დავლათში" არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

როგორც "ამბები.გე"-ს სააგენტოდან აცნობეს, სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს "დავლათს" შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა "მინსტერი" საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად გადაყლაპა.

როგორც "ამბები.გე"-ს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, პიროტექნიკა ბურბუშელაში საჩუქრის სახით იყო მოთავსებული და ის რომ ბავშვს დაეღეჭა, პირში აუცილებად აფეთქდებოდა, თუმცა ბავშვმა პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, ბავშვს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად სახლშია გაწერილი.

"ბავშვი უკვე კარგად არის, საბედნიეროდ, გადარჩა. პიროტექნიკის სასაჩუქრე ინსტრუქციაში ეწერა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჯიბეში ჩადება. როცა ექიმი ოთახში შემოვიდა და ბურბუშელა მაგიდაზე დაახეთქა, შიგნით აფეთქდა. როგორც ჩანს, შეხებაზე ფეთქდებოდა. ეს პიროტექნიკა შეფუთული იყო ყვავილებით და ბურბუშელაში იდო სიურპიზის სახით", - განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია