მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში 4 მლნ დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს? - გიორგი ვაშაძის კომენტარი
ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში 4 მლნ დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს? - გიორგი ვაშაძის კომენტარი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ეკა ზღუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "გაქ­ცე­უ­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მხრი­დან რე­ფორ­მე­ბის შე­ჩე­რე­ბის სურ­ვი­ლად აფა­სებს".

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათ უკ­რა­ი­ნას 80 კონ­კრე­ტუ­ლი რე­ფორ­მე­ბის პა­კე­ტი შე­თა­ვა­ზეს, რაც სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ო­ბის რე­ფორ­მებს მო­ი­ცავს.

"დღეს უკ­რა­ი­ნა­ში არის ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ ერთი მხრივ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ასა­ხე­ლებს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ულ ქსელ­შია ჩარ­თუ­ლი, მე­ო­რე მხრივ, ჩვენ 80 კონ­კრე­ტუ­ლი რე­ფორ­მე­ბის პა­კე­ტი გვაქვს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, რო­გორ არ უნდა არ­სე­ბობ­დნენ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი. ეს არის სა­გა­და­სა­ხა­დო­დან და­წყე­ბუ­ლი, სერ­ვი­სე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რით და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არის სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ო­ბის რე­ფორ­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ტა­ლი ზა­ხარ­ჩენ­კოს მიერ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, გი­ორ­გი ვა­შა­ძე მას რე­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სის მი­მართ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის პა­სუ­ხად აფა­სებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ასეთ სტა­ტი­ას, რა თქმა უნდა, ეს არის პა­სუ­ხი იმ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის და იმ გაქ­ცე­უ­ლი თუნ­დაც ია­ნუ­კო­ვი­ჩის­დრო­ინ­დე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის, რომ­ლებ­საც უნ­დათ, რომ ეს რე­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რონ, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ვე­რა­ფერს ვერ შეძ­ლე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვი­ტა­ლი ზა­ხარ­ჩენ­კოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ის ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, რომ ეკა ზღუ­ლა­ძე ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­ტა­ნის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს.

"ორი კვი­რის წინ უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ეკა ზღუ­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში ქმარ­თან მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, რად­გან ფეხ­მძი­მედ არის და ორ თვე­ში უნდა იმ­შო­ბი­ა­როს. ბო­რის­პოლ­ში სა­ბა­ჟო­ზე ის და­ა­კა­ვეს ფუ­ლით სავ­სე ჩე­მოდ­ნით, რო­მელ­შიც არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი 4 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი იყო. შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის კი­თხვა­ზე, მა­დამ ზღუ­ლა­ძემ ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა, რომ ეს მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბია, ფული კი პა­რიზ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და", - წერს ზა­ხარ­ჩენ­კო.

მისი თქმით, ზღუ­ლა­ძემ ბო­რის­პოლ­ში 4 სა­ა­თი გა­ა­ტა­რა, რა დრო­საც თა­ვის ხელ­მძღვა­ნელს, მი­ნის­ტრ არ­სე­ნი ავა­კოვს ურე­კავ­და, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თქმით, თა­ვი­სი გავ­ლე­ნა გა­მო­ი­ყე­ნა იმის­თვის, რომ ეკა ზღუ­ლა­ძე "ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე გა­ე­ცი­ლე­ბი­ნა".

ზა­ხარ­ჩენ­კო წერს, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს ვა­სი­ლი გრი­ცაკს მო­ახ­სე­ნეს, რომ 10 (სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით 14) მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ეკა ზღუ­ლა­ძე­სა და ავა­კოვს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის­თვის გა­დას­ცეს, მაგ­რამ, მისი თქმით, შსს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ნაც­ვლად იმი­სა, რომ თან­ხა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მი­ით­ვი­სეს.

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში 4 მლნ დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს? - გიორგი ვაშაძის კომენტარი

ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში 4 მლნ დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს? - გიორგი ვაშაძის კომენტარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ბორისპოლის აეროპორტში უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის დაკავების შესახებ უკრაინის შს ყოფილი მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "გაქცეული კორუმპირებული ჩინოვნიკების მხრიდან რეფორმების შეჩერების სურვილად აფასებს".

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ვაშაძემ განუცხადა, მათ უკრაინას 80 კონკრეტული რეფორმების პაკეტი შეთავაზეს, რაც სრულიად ახალი თაობის რეფორმებს მოიცავს.

"დღეს უკრაინაში არის ასეთი სიტუაცია, რომ ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ასახელებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც კორუფციულ ქსელშია ჩართული, მეორე მხრივ, ჩვენ 80 კონკრეტული რეფორმების პაკეტი გვაქვს შეთავაზებული, როგორ არ უნდა არსებობდნენ კორუმპირებული ბიუროკრატები. ეს არის საგადასახადოდან დაწყებული, სერვისებით დამთავრებული, პროკურატურით და ყველა მიმართულებით. ეს არის სრულიად ახალი თაობის რეფორმები", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ვიტალი ზახარჩენკოს მიერ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას, გიორგი ვაშაძე მას რეფორმების პროცესის მიმართ კორუმპირებული ჩინოვნიკების პასუხად აფასებს.

"რაც შეეხება ყველა ასეთ სტატიას, რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების და იმ გაქცეული თუნდაც იანუკოვიჩისდროინდელი ჩინოვნიკების, რომლებსაც უნდათ, რომ ეს რეფორმების პროცესი შეაჩერონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ვერაფერს ვერ შეძლებენ", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება უკრაინის შს ყოფილი მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ის ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში 4 მილიონი დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს.

"ორი კვირის წინ უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე საფრანგეთში ქმართან მიემგზავრებოდა, რადგან ფეხმძიმედ არის და ორ თვეში უნდა იმშობიაროს. ბორისპოლში საბაჟოზე ის დააკავეს ფულით სავსე ჩემოდნით, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები 4 მილიონი აშშ დოლარი იყო. შესაბამისი ორგანოების კითხვაზე, მადამ ზღულაძემ ღიმილით უპასუხა, რომ ეს მისი პირადი ნივთებია, ფული კი პარიზში სამედიცინო პროცესის ორგანიზებისთვის სჭირდებოდა", - წერს ზახარჩენკო.

მისი თქმით, ზღულაძემ ბორისპოლში 4 საათი გაატარა, რა დროსაც თავის ხელმძღვანელს, მინისტრ არსენი ავაკოვს ურეკავდა, რომელმაც ყოფილი მინისტრის თქმით, თავისი გავლენა გამოიყენა იმისთვის, რომ ეკა ზღულაძე "ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაეცილებინა".

ზახარჩენკო წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვასილი გრიცაკს მოახსენეს, რომ 10 (სხვა მონაცემებით 14) მილიონი დოლარი ეკა ზღულაძესა და ავაკოვს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებისთვის გადასცეს, მაგრამ, მისი თქმით, შსს-ს ხელმძღვანელობამ ნაცვლად იმისა, რომ თანხა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ, მიითვისეს.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."