გამოცემა Huffpost Arts აქვეყნებს სტატიას, სადაც ქართველი მხატვარი რომან კრიხელი მსოფლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება.
"მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს". მას თანამედროვე "მონა ლიზაც" უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა", - წერს გამოცემა.
ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი გასაყიდად გამოიტანდა თავის ნამუშევარს "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა.