მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში ეკა გიგაურიც დაიკითხა
ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში ეკა გიგაურიც დაიკითხა

ე.წ. შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხულ პირ­თა შო­რის "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რიც არის. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით გი­გა­უ­რის და­კი­თხვა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­უ­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა რო­გორც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში" აღ­ნიშ­ნეს, ეკა გი­გა­უ­რი და­კი­თხვის დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ისა­უბ­რებს.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გარ­კვე­უ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე მას­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და ამა­ში ფულს იღებ­დნენ, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე, რო­მელ­ზეც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს მას­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მეა.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ე.წ.კო­კა­ი­ნის საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე მისი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში ჩას­მით შე­ე­ცა­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ალე­კო ელი­საშ­ვილს ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის საქ­მის დაძ­ვრას და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ეკა ბე­სე­ლია.

რო­გორც გუ­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ე.წ. შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე უკვე 20-მდე პი­რია და­კი­თხუ­ლი. შო­თა­ძეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კი­თხულ პირ­თა შო­რის, თა­ვად შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის – ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და ზვი­ად ქო­რი­ძის გარ­და, არი­ან ად­ვო­კა­ტი ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ლაშა აბა­ში­ძე. გარ­და ამი­სა, გუ­შინ მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხნენ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ეკა ბე­სე­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში ეკა გიგაურიც დაიკითხა

ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში ეკა გიგაურიც დაიკითხა

ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში დაკითხულ პირთა შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც არის. პროკურატურაში მოწმის სახით გიგაურის დაკითხვა "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციაში დაუდასტურეს, თუმცა როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" აღნიშნეს, ეკა გიგაური დაკითხვის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები გარკვეული პატიმრების შეწყალების საქმეზე მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ამაში ფულს იღებდნენ, გამოძიება მიმდინარეობს.

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.

როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

როგორც გუშინ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა, ე.წ. შეწყალების საქმეზე უკვე 20-მდე პირია დაკითხული. შოთაძეს კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, დაკითხულ პირთა შორის, თავად შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების – ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის გარდა, არიან ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე. გარდა ამისა, გუშინ მოწმის სახით დაიკითხნენ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია