მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ოლიგარქის შვილმა დედა დაახრჩო
რუსი ოლიგარქის შვილმა დედა დაახრჩო

10 დე­კემ­ბერს, ღა­მის 12 სა­ათ­ზე ყა­ზა­ნის პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სას­ტუმ­რო კომ­პლექს "კორსტო­ნის" თა­ნამ­შრო­მელ­მა და­რე­კა და მდგმუ­რის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ახალ­გაზ­რდა ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

მის ნო­მერ­ში 44 წლის დე­დის გვა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი იარა და ჩა­ლურ­ჯე­ბა ჰქონ­და, სიკ­ვდი­ლი კი ას­ფიქ­სი­ის შე­დე­გად იყო დამ­დგა­რი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, მსხვერ­პლი მო­ბი­ლუ­რის დამ­ტე­ნით და­ახ­რჩეს. მკვლე­ლი ოლი­გარქ იგორ სო­სი­ნის შვი­ლი, 19 წლის ეგორ სო­სი­ნია.

გა­მო­ფხიზ­ლე­ბის შემ­დეგ მკვლელ­მა პო­ლი­ცი­ას მო­უყ­ვა, რომ დე­დას­თან ერ­თად მოს­კო­ვი­დან ყა­ზან­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­ვი­და. ეგო­რის თქმით, დე­და­მის­მა აბე­ბი და­ა­ლე­ვი­ნა, რომ­ლებ­მაც ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვი­ეს. ბიჭი აცხა­დებს, რომ არ ახ­სოვს, რო­გორ ცემა და და­ახ­რჩო დედა.

ეგორ სო­სი­ნი მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯახ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერ­და, რომ მათ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა სურ­და.

"სკო­ლა­ში ყოფ­ნი­სას უფრო მეტი მინ­დო­და, მშობ­ლებ­მა ძა­ლი­ან ცოტა რამ მომ­ცეს" - ამ­ბობს ეგო­რი. ეგო­რი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და დი­ჯეი სე­ტებს უკ­რავს. მა­მა­მი­სი იგორ სო­სი­ნი მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "სტა­რიკ ჰო­ტა­ბი­ჩის" მფლო­ბე­ლი და OBI-ს აქ­ცი­ო­ნე­რი გახ­ლავთ. ის ეგო­რის დე­დას რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­შორ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია super.ru-ს მი­ხედ­ვით.

რუსი ოლიგარქის შვილმა დედა დაახრჩო

რუსი ოლიგარქის შვილმა დედა დაახრჩო

10 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ყაზანის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში სასტუმრო კომპლექს "კორსტონის" თანამშრომელმა დარეკა და მდგმურის არაადეკვატური ქმედების შესახებ განაცხადა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ძლიერი ნარკოტიკული საშუალების მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მის ნომერში 44 წლის დედის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც მრავალი იარა და ჩალურჯება ჰქონდა, სიკვდილი კი ასფიქსიის შედეგად იყო დამდგარი. გამოძიების ვერსიით, მსხვერპლი მობილურის დამტენით დაახრჩეს. მკვლელი ოლიგარქ იგორ სოსინის შვილი, 19 წლის ეგორ სოსინია.

გამოფხიზლების შემდეგ მკვლელმა პოლიციას მოუყვა, რომ დედასთან ერთად მოსკოვიდან ყაზანში ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ ჩავიდა. ეგორის თქმით, დედამისმა აბები დაალევინა, რომლებმაც ჰალუცინაციები გამოიწვიეს. ბიჭი აცხადებს, რომ არ ახსოვს, როგორ ცემა და დაახრჩო დედა.

ეგორ სოსინი მშობლების ყურადღებით განებივრებული არ ყოფილა. სოციალურ ქსელში ოჯახთან დამოკიდებულების შესახებ წერდა, რომ მათგან დამოუკიდებლად ცხოვრება სურდა.

"სკოლაში ყოფნისას უფრო მეტი მინდოდა, მშობლებმა ძალიან ცოტა რამ მომცეს" - ამბობს ეგორი. ეგორი ელექტრონული მუსიკითაა გატაცებული და დიჯეი სეტებს უკრავს. მამამისი იგორ სოსინი მაღაზიათა ქსელ "სტარიკ ჰოტაბიჩის" მფლობელი და OBI-ს აქციონერი გახლავთ. ის ეგორის დედას რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

მომზადებულია super.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"