საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"
"120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"

მსოფ­ლიო ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად ემ­ზა­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას 19 დე­კემ­ბერს ჩი­ნე­თი უმას­პინ­ძლებს, კონ­კურ­სში 110 ქვეყ­ნის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­ქარ­თვე­ლო­დან მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნას ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ნუკა ყა­რა­ლაშ­ვი­ლი იბ­რძო­ლებს. ნუ­კას ქარ­თულ სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, მას სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გო­გო­ნაა, "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში ად­რეც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა მა­შინ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნას ტი­ტუ­ლი ვერ მო­ი­პო­ვა, არ და­ნებ­და და მე­ო­რე ცდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის "მის სა­ქარ­თვე­ლო 2015" გახ­და. ნუკა ახლა ჩი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­კუ­თარ გეგ­მებს და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ჩვენს მკი­თხველს გა­უ­ზი­ა­რებს.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი 19 დე­კემ­ბრის­თვის, სა­დაც "მის მსოფ­ლიო" გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი უკვე მოხ­და, 120 გო­გო­ნა­დან, ფე­შენ შო­უ­ზე 30 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­ვა, მათ შო­რის ვიქ­ნე­ბი მეც, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია ჩემ­თვის.

- რო­გორ დაგ­ხვდნენ კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?

- ძა­ლი­ან კარ­გად დამ­ხვდნენ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მოა აქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ზღა­პარ­ში ვარ, რო­მე­ლიც მალე დამ­თავ­რდე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შან­სე­ბი, რა თქმა უნდა, დიდ ქვეყ­ნებს უფრო აქვთ, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­მო­დის მათ მხარ­და­სა­ჭე­რად. მე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ჩემი სა­ა­გენ­ტო "იმიჯ-ცენ­ტრი".

- თა­ვად რა შან­სე­ბი გაქვს შენი აზ­რით?

- არ ვიცი, რა შან­სე­ბი მაქვს. 25 სა­უ­კე­თე­სო გო­გო­ნას შო­რის თუ მოვ­ხვდე­ბი დიდი წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის. არ ვიცი, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით აფა­სე­ბენ გო­გო­ნებს, ირი­ნა ონაშ­ვი­ლის შემ­დეგ 25 სა­უ­კე­თე­სო გო­გო­ნას შო­რის არა­ვინ მოხ­ვედ­რი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უამ­რა­ვი ლა­მა­ზი გო­გო­ნა იყო მას შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ო­ზე" ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­დენ ლა­მაზ გო­გო­ნას კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წიო, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა. მოვ­ხვდე­ბი თუ არ მოვ­ხვდე­ბი, მე მა­ინც ამა­ყად წარ­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს "მის მსოფ­ლი­ო­ზე".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"

"120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"

მსოფლიო ყველაზე ლამაზი ქალის გამოსავლენად ემზადება. ღონისძიებას 19 დეკემბერს ჩინეთი უმასპინძლებს, კონკურსში 110 ქვეყნის უმშვენიერესი გოგონა მონაწილეობს. საქართველოდან მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად ნუკა ყარალაშვილი იბრძოლებს. ნუკას ქართულ სამოდელო ბიზნესში კარგად იცნობენ, მას საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მიზანდასახული გოგონაა, "მის საქართველოს" კონკურსში ადრეც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მაშინ ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული ვერ მოიპოვა, არ დანებდა და მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა. ის "მის საქართველო 2015" გახდა. ნუკა ახლა ჩინეთში იმყოფება, საკუთარ გეგმებს და შთაბეჭდილებებს ჩვენს მკითხველს გაუზიარებს.

- განსაკუთრებულად ვემზადები 19 დეკემბრისთვის, სადაც "მის მსოფლიო" გამოვლინდება. ერთი კარგი ამბავი უკვე მოხდა, 120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც, რაც ძალიან სასიამოვნო ამბავია ჩემთვის.

- როგორ დაგხვდნენ კონკურსის ორგანიზატორები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები?

- ძალიან კარგად დამხვდნენ, არაჩვეულებრივი გარემოა აქ, ფაქტობრივად, ზღაპარში ვარ, რომელიც მალე დამთავრდება. გამარჯვების შანსები, რა თქმა უნდა, დიდ ქვეყნებს უფრო აქვთ, გულშემატკივრების დიდი რაოდენობა ჩამოდის მათ მხარდასაჭერად. მე ძალიან მეხმარება ჩემი სააგენტო "იმიჯ-ცენტრი".

- თავად რა შანსები გაქვს შენი აზრით?

- არ ვიცი, რა შანსები მაქვს. 25 საუკეთესო გოგონას შორის თუ მოვხვდები დიდი წარმატება იქნება ჩვენთვის. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით აფასებენ გოგონებს, ირინა ონაშვილის შემდეგ 25 საუკეთესო გოგონას შორის არავინ მოხვედრილა საქართველოდან, იმის მიუხედავად, რომ უამრავი ლამაზი გოგონა იყო მას შემდეგ "მის მსოფლიოზე" ჩვენი ქვეყნიდან. ძალიან რთულია ამდენ ლამაზ გოგონას კონკურენცია გაუწიო, ვნახოთ რა იქნება. მოვხვდები თუ არ მოვხვდები, მე მაინც ამაყად წარვადგენ საქართველოს "მის მსოფლიოზე".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება