გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, შოუ "ნიჭიერის" ჟიურის ამპლუაში მაყურებელს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოევლინა.
"იმდენი პოზიტიური ენერგია და სიხალასე მოდის ამ ადამიანისგან, რომ შეუძლებელია დადებითად არ განეწყო! ❤
შალვა ნათელაშვილი - საქართველოს პარლამენტში 2016 წელს!✌" - ასე დააკომენტარა ნიკა გვარამიამ პოლიტიკოსის სტუმრობა.
აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტი მეტრაბ მეტრეველი გამოეხმაურა, რომელმაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ნათელაშვილის რამდენიმე ფრაზა გაიხსენა:
"არადა, შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის ყველაზე ცნობილი ხუმრობა რუსთავი 2-ზე, რომელიც 2008 წლის ომის მერე თქვა: ჰიტლერს რომ რუსთავი 2 ქონოდა, გერმანელებს დღემდე ეგონებოდათ, რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგესო.
მანამდე ნიკა გვარამიას მასზე როგორც რუსეთის აგენტზე საქმე ქონდა აღძრული. დღეს კი ერთმანეთი ისე შეყვარებიათ, რომ მალე ალბათ "ეკი ვოკშიც" მიიწვევენ.
ნუთუ "ნაციონალური მოძრაობა" მართლა ფიქრობს, რომ ნათელაშვილი "ოცნებას" სერიოზულ ხმებს წაართმევს?" - წერს მეტრეველი.