ბევრი ჩვენგანი ცხოვრების დატვირთული რეჟიმის გამო ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას. ხშირად გვიჩნდება შეკითხვები ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სწორედ ამისათვის შეიქმნა ონლაინ კაბინეტი, რათა მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სასურველი ინფორმაცია.
რა არის ონლაინ კაბინეტი?
ონლაინ კაბინეტი არის ელექტრონული სამედიცინო ისტორია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა და მიიღოთ სასურველი სამედიცინო ინფორმაცია. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩატარებული კვლევის პასუხის მისაღებად კლინიკაში მისვლა, რადგან ყველა კვლევის პასუხი, მიმდინარე თუ გადატანილი დაავადება და ექიმის ყოველი დანიშნულება ავტომატურად აიტვირთება თქვენს ონლაინ კაბინეტში. მთელითქვენი სამედიცინო ისტორია თავს მოიყრის ერთ სივრცეში, რაც ძალიან მოსახერხებელია.
ასევე, ონლაინ კაბინეტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას - იყოთ მუდმივ კონტაქტზე თქვენს პირად ექიმთან, დაუსვათ ნებისმიერი კითხვა ჩატის მეშვეობით და დაელოდოთ პასუხს. თქვენ შეძლებთ პირად ექიმთან ვიზიტზე ჩაწერას კლინიკაში დარეკვის გარეშე.
გარდა ამისა, გექნებათ საშუალება გაეცნოთ საინტერესო სამედიცინო რჩევებს! ყოველ თქვენგანს თავისი პირადი ექიმი შეუდგენს სამომავლოდ ჩასატარებელი კვლევების პრევენციულ გეგმას.
როგორ შევქმნა ონლაინ კაბინეტი?
ონლაინ კაბინეტის გასახსნელად აუცილებელია გყავდეთ კლინიკა "კურაციო’’-ში პირადი ექიმი. მომსახურების შეძენა შეგიძლიათ კლინიკაში. მისი წლიური ღირებულება შეადგენს 35 ლარს. თანხის გადახდა წარმოებს ერთჯერადად. შემდგომ გადმოგეცემათ ბარათი, რომელზეც მითითებული ონლაინკაბინეტის ნომრით გაივლით რეგისტრაციას. 2 სამუშაო დღის განმავლობაში თქვენი ყველა მონაცემი აიტვირთება კაბინეტში. ყოველი შემდგომი კვლევისა თუ კონსულტაცაიის შედეგი ავტომატურად დაემატება არსებულ მონაცემებს.
რატომ უნდა ავიყვანო პირადი ექიმი?
ონლაინ კაბინეტის გახსნის ერთ-ერთი წინაპირობაა გყავდეთ კლინიკაში პირადი ექიმი. ონლაინ კაბინეტის მეშვეობით თქვენ შეძლებთ პირად ექიმთან მუდმივ კონტაქტზე ყოფნას, ნებისმიერ დროს მიწერთ შეკითხვას და დაელოდებით მისგან პასუხს. თქვენ გააცნობთ მას თქვენს სამედიცინო ისტორიას, სურვილის შემთხვევაში გადასცემთ წარსულში გაკეთებული კვლევის შედეგებს და სხვა კლინიკის ექიმის დანიშნულებებს, რაც შემდგომ აიტვირთება ონლაინ კაბინეტში. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით პირადი ექიმი შეგიდგენთ კონკრეტულად თქვენზე მორგებულ პრევენციულ გეგმას - როდის და რომელი პროცედურისა თუ კვლევის ჩატარებაა სასურველი, რათა გააკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: onlinecuratio.ge ან დაგვიკავშირდით +995 577 33 01 01.
R