"მეხვეწებოდა, ციხიდან გამიყვანე, თორემ მომკლავენო"

"მეხვეწებოდა, ციხიდან გამიყვანე, თორემ მომკლავენო"

მთავარმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ყოფილი მაღალჩინოსნები: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. ბრალდებულის სახით დააკავეს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია.­ პროკურატურის განცხადებით,"გახსნილია დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავასა და რომან შამათავას ორგანიზებით ჩადენილი დანაშაული.

"2012 წლის 28 ივლ­ისს ქალაქ ზუგდიდში საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ­ ამ დრო­ისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ დააპატიმრა გალელი ელბერდ კობერიძე, იძულებით ჩასვა ავტომა­ნქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გამოამწყვდიეს ერთ-ერთ ოთახში. მეორე დღეს ელბერდ კობერიძის დასაკითხად შეიკრიბნენ დათა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, რომლებიც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ: არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს­ იატაკზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს. წამებისას ელბერდ კობერიძემ დაკარგა გონება. უგონოდ მყოფი, ხელზე ბორკილდადებული, შეაგდეს ოთახში, სადაც 8 დღე ჰყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული. ამ დროის განმავლობაში კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისთვის", - ნათქვამია­ პროკურატურის განცხადებაში.

2012 წლის 6 აგვისტოს ნაწამები და უგონოდ მყოფი კობერიძე გადაიყვანეს­ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე და დანაშ­აულის­ კვალის შენიღბვის მიზნით ელდარ მამალაძის სახელით დაარეგისტრირეს­. 13 აგვისტოს, ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ, კობერიძე თბილისში ჩამოიყვანეს და თელიანის დასახლებაში დააგდეს, სადაც თითქოს 8 გრამი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ დააკავა. 2012 წლის 8 ოქტომბერს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ელბერდ კობერიძე გაათავისუფლეს.

"კვირის პალიტრა" გალში ელბერდ კობერიძეს დაუკავშირდა: - რომ ამბობენ, ტერორისტულ აქტს გეგმავდაო, თავს იმართლებენ, აბა, სხვას რას იტყვიან? მე მათ ვაჩვენებ ტერორისტულ­ აქტს! აქამდე სად იყვნენ ჟურნალისტები, ერთხელ რომ არავინ დამელაპარაკა? რატომ გავხდი სამიზნე, მათ ჰკითხეთ, მე არაფერი დამიშავებია.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ