Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9-წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი გაიზრდება
9-წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი გაიზრდება

3-დან 6-წლამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბეგ­ვრის რე­ჟიმ­ში ექ­ცე­ვა, ხოლო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი 9 წელ­ზე მეტი ასა­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, შე­ღავ­თი­ან რე­ჟიმ­ში გა­და­დის მო­პე­დე­ბი­სა და მო­ტო­ციკ­ლე­ბის აქ­ცი­ზით და­ბეგ­ვრა. ამას მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია. "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში" და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს მთავ­რო­ბა ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და ქვეყ­ნის ავ­ტო­პარ­კის გა­და­ხა­ლი­სე­ბის გზად გა­ნი­ხი­ლავს.

რო­გორც პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ოდე­ნო­ბამ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, რაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ოდე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბით საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ციფ­რია. ამას­თან, შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­პარ­კის ძი­რი­თად ნა­წილს მე­ო­რა­დი – 5-დან 15 წლამ­დე ასა­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ტექ­ნი­კუ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის – ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ფა­სე­ბით, მოქ­მე­დი "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სით" გან­სა­ზღვრუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რე­მო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, ვერ ხერ­ხდე­ბა ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის მძლავ­რი სი­ტი­მუ­ლი­რე­ბა და უფრო უკე­თე­სი პა­რა­მეტ­რე­ბის მქო­ნე ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს. შე­დე­გად, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ში კვლა­ვაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არის ჩარ­თუ­ლი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, რაც ხში­რად ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ხდე­ბა.

"ამას­თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზის არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თე­ბი 2004 წელს დად­გინ­და, რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში დღე­ვან­დე­ლის­გან კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი იყო. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რად უფრო მეტი ფის­კა­ლუ­რი ეფექ­ტის მქო­ნე იყო, ვიდ­რე დღეს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ით­ვა­ლოს, რომ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და­ბეგ­ვრის რე­ჟი­მი დღეს ბევ­რად უფრო ლი­ბე­რა­ლუ­რია, ვიდ­რე არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის შე­მო­ღე­ბის მო­მენ­ტში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მოხ­დეს მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თე­ბის ცვლი­ლე­ბა, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით.

აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თე­ბის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოდე­ნო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი წლო­ვა­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის ხელ­შე­წყო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი­სათ­ვის გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რის შექ­მნას, მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დის სა­ხით", - ნათ­ქვა­მია გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას ერ­თვის თან.

გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ტო­ციკ­ლე­ბი­სა (მო­პე­დე­ბის ჩათ­ვლით) და ძრა­ვი­ა­ნი ვე­ლო­სი­პე­დე­ბის იმ­პორ­ტი­სა და მი­წო­დე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან და მათი იმ­პორ­ტის და­ბეგ­ვრას აქ­ცი­ზით, მათი წლო­ვა­ნე­ბი­სა და ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნია შე­და­რე­ბით ეკო­ლო­გი­უ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ლი­ბე­რა­ლუ­რი და­ბეგ­ვრის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა. კერ­ძოდ, მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის, მო­პე­დე­ბი­სა და ძრა­ვი­ა­ნი ვე­ლო­სი­პე­დე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ბა­ჟო ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და მას­ზე და­სა­რი­ცხი და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დის ოდე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქონ­ლის გა­ფორ­მე­ბი­სას და­სა­რი­ცხი იმ­პორ­ტის გა­და­სახ­დე­ლე­ბი საკ­მა­ოდ შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ამას­თან, ვი­ნა­ი­დან აქ­ცი­ზით მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კა­ტე­გო­რია იბეგ­რე­ბა, გა­ნაკ­ვე­თე­ბის გაზ­რდა კო­მერ­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ გახ­დე­ბა ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი. ამ­რი­გად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის, ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით", - აცხა­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

9-წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი გაიზრდება

9-წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი გაიზრდება

3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებისა და ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების გზად განიხილავს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ოდენობასთან მიმართებით საკმაოდ სოლიდური ციფრია. ამასთან, შსს-ს განმარტებით, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს მეორადი – 5-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილები წარმოადგენს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პროექტის ავტორის – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოქმედი "საგადასახადო კოდექსით" განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს, ვერ ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სიტიმულირება და უფრო უკეთესი პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი ხდება.

"ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის არსებული განაკვეთები 2004 წელს დადგინდა, როდესაც სატრანსპორტო სფეროში დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო. გარდა ამისა, არსებული განაკვეთები იმ პერიოდში ბევრად უფრო მეტი ფისკალური ეფექტის მქონე იყო, ვიდრე დღეს. შესაბამისად, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთების ცვლილება, არსებული რეალობის გათვალიწინებით.

აქციზის განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად, ძველი ავტომობილების იმპორტისათვის გარკვეული ბარიერის შექმნას, მაღალი გადასახადის სახით", - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ერთვის თან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და ძრავიანი ველოსიპედების იმპორტისა და მიწოდების გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან და მათი იმპორტის დაბეგვრას აქციზით, მათი წლოვანებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით.

"აღნიშნული ცვლილების მიზანია შედარებით ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებების ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმის შემოღება. კერძოდ, მოტოციკლეტების, მოპედებისა და ძრავიანი ველოსიპედების საშუალო საბაჟო ღირებულებისა და მასზე დასარიცხი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობიდან გამომდინარე, შემოთავაზებული განაკვეთების პირობებში საქონლის გაფორმებისას დასარიცხი იმპორტის გადასახდელები საკმაოდ შემცირებულია. ამასთან, ვინაიდან აქციზით მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების კატეგორია იბეგრება, განაკვეთების გაზრდა კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს ნაკლებად შეეხება და შესაბამისად, არ გახდება ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი. ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ავტოპარკის განახლების აუცილებლობით", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია