Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ დაეღეჭა, პირში აუფეთქდებოდა" - როგორია იაშვილში მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა-პირველი კომენტარი
"რომ დაეღეჭა, პირში აუფეთქდებოდა" - როგორია იაშვილში მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა-პირველი კომენტარი

2 წლის ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­მაც ბურ­ბუ­შე­ლა­ში ჩა­დე­ბუ­ლი პრი­ო­ტექ­ნი­კა გა­დაყ­ლა­პა, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და ის სახ­ლშია გა­წე­რი­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პი­რო­ტექ­ნი­კა ბურ­ბუ­შე­ლა­ში სა­ჩუქ­რის სა­ხით იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და ის რომ ბავ­შვს და­ე­ღე­ჭა, პირ­ში აუ­ცი­ლე­ბად აფეთ­ქდე­ბო­და, თუმ­ცა ბავ­შვმა პი­რო­ტექ­ნი­კა და­ღეჭ­ვის გა­რე­შე გა­დაყ­ლა­პა.

რო­გორც იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ბავ­შვს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და და ამ­ჟა­მად სახ­ლშია გა­წე­რი­ლი.

"ბავ­შვი უკვე კარ­გად არის, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა. პი­რო­ტექ­ნი­კის სა­სა­ჩუქ­რე ინ­სტრუქ­ცი­ა­ში ეწე­რა, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მისი ჯი­ბე­ში ჩა­დე­ბა. როცა ექი­მი ოთახ­ში შე­მო­ვი­და და ბურ­ბუ­შე­ლა მა­გი­და­ზე და­ა­ხეთ­ქა, შიგ­ნით აფეთ­ქდა. რო­გორც ჩანს, შე­ხე­ბა­ზე ფეთ­ქდე­ბო­და. ეს პი­რო­ტექ­ნი­კა შე­ფუ­თუ­ლი იყო ყვა­ვი­ლე­ბით და ბურ­ბუ­შე­ლა­ში იდო სი­ურ­პი­ზის სა­ხით", - გა­ნა­ცხა­დეს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა მშობ­ლებს სიფრ­თხლის­კენ მო­უ­წო­დებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"რომ დაეღეჭა, პირში აუფეთქდებოდა" - როგორია იაშვილში მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა-პირველი კომენტარი

"რომ დაეღეჭა, პირში აუფეთქდებოდა" - როგორია იაშვილში მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა-პირველი კომენტარი

2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბურბუშელაში ჩადებული პრიოტექნიკა გადაყლაპა, დამაკმაყოფილებელია და ის სახლშია გაწერილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, პიროტექნიკა ბურბუშელაში საჩუქრის სახით იყო მოთავსებული და ის რომ ბავშვს დაეღეჭა, პირში აუცილებად აფეთქდებოდა, თუმცა ბავშვმა პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, ბავშვს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად სახლშია გაწერილი.

"ბავშვი უკვე კარგად არის, საბედნიეროდ, გადარჩა. პიროტექნიკის სასაჩუქრე ინსტრუქციაში ეწერა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჯიბეში ჩადება. როცა ექიმი ოთახში შემოვიდა და ბურბუშელა მაგიდაზე დაახეთქა, შიგნით აფეთქდა. როგორც ჩანს, შეხებაზე ფეთქდებოდა. ეს პიროტექნიკა შეფუთული იყო ყვავილებით და ბურბუშელაში იდო სიურპიზის სახით", - განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა მშობლებს სიფრთხლისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია