ოდრი ჰეპბერნის უმცროსი შვილი ლუკა დოტი ინტერვიუში ყვება, თუ როგორ უვლიდა დედამისი თავს და როგორი იყო მისი მიდგომა კვების რეჟიმის მიმართ. წარმოგიდგენთ ამონარიდს ინტერვიუდან.
1. სვით ბევრი წყალი: ”ყველას აძალებდა, რომ ბევრი წყალი ესვათ. ძალიან ბევრ წყალს სვამდა და ბევრ ბოსტნეულს მიირთმევდა”.
2. ხორცი ჭამეთ იშვიათად: ”ხორცს ძალიან პატარა პორციებით მიირთმევდა და თან იშვიათად. მისი მენიუს 80 პროცენტი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგებოდა.
3. ნუ შეგეშინდებათ ასაკის: ”ოდრის საერთოდ არ აფრთხობდა წლების მატება. რასაკვირველია, წუხდა ნაოჭებზე, ჭაღარა თმაზე, მაგრამ კმაყოფილი იყო საკუთარი ასაკით”.
4. ხშირად მიირთვით კარტოფილი: ”მისი დიეტა ძირითადად კარტოფილს მოიცავდა. კარტოფილს თითქმის ყოველდღე ჭამდა”.
მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.