Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა
მანანა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვილს, რო­გორც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რს ჰქონ­და მო­თხოვ­ნა, მისი საქ­მე პარ­ლა­მენ­ტში, პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­სუ­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძემ "კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე" დღეს ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

"კო­კა­ი­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში არ მოხ­ვედ­რი­ლან. მათ ჰქონ­დათ მო­მარ­თვა იმ კო­მი­სი­ის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და. კო­მი­სი­ამ საქ­მე შე­ის­წავ­ლა. მე რო­გორც ად­ვო­კატ­მა კო­მი­სი­ას საქ­მის ირ­გვლივ ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი მი­ვა­წო­დე, რად­გან საქ­მე ძა­ლი­ან უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბით იყო ნა­წარ­მო­ე­ბი. ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი იმ ეტაპ­ზე და იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მის მი­მართ დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი იყო. ეს ცნო­ბა და ეს დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობ­და. ეს საქ­მე­შიც დევს, რაც თა­ვად "რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ" გას­ცა და მას ჰქონ­და მო­თხოვ­ნა, რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რს, რომ მისი საქ­მე კო­მი­სი­ა­ზე გან­ხი­ლუ­ლი­ყო. საქ­მის გან­ხილ­ვა მოხ­და, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნის გვა­რი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში არ მოხ­ვედ­რი­ლა. პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ამ ხალ­ხის საქ­მე არ მოხ­ვედ­რი­ლა", - ამ­ბობს მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ის "კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე", 2011 წელს, რო­გორც ად­ვო­კა­ტი მუ­შა­ობ­და. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან ბევრ, უხეშ პრო­ცე­სუ­ა­ლურ დაღ­ვე­ვას ეფუძ­ნე­ბა.

"ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს – ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე, რო­მელ­ზეც რო­გორც ად­ვო­კა­ტი ვმუ­შა­ობ­დი 2011 წელს. მა­ში­ნაც ვთვლი­დი და ახ­ლაც ვთვლი, რომ საქ­მე­ში უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვაა – საქ­მე "შე­კე­რი­ლია" საპ­რო­ცე­სო ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით, მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლით, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბი­თა და ფალ­სი­ფი­კა­ცი­ით. ჩვენ მა­შინ­ვე ვი­თხოვ­დით, რომ მომ­ხდა­რი­ყო საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მარ­თლე­ბა – ჩვენ გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ვი­თხოვ­დით. შემ­დეგ ვმუ­შა­ობ­დით ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში გა­საგ­ზავ სა­ჩი­ვარ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, მას შემ­დეგ, რაც მე დე­პუ­ტა­ტი გავ­ხდი, მქონ­და მო­თხოვ­ნა, რომ საქ­მე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო, გა­და­სინ­ჯუ­ლი­ყო.

ეს იყო სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რი მო­თხოვ­ნა, რომ­ლი­თაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია წა­მე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და საქ­მეს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს. ისი­ნი შემ­დე­გაც მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ყო­ფი­ლი­ყო კონ­ტრო­ლი მათ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­გი­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­მარ­თლებ­რი­ვი მი­სა­გე­ბე­ლი, რა­საც ისი­ნი ითხოვ­დნენ – საქ­მის გა­ნახ­ლე­ბა, გა­და­ხედ­ვა, გა­და­სინ­ჯვა, დღემ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არ არის. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ საქ­მის წარ­მო­ე­ბა დღემ­დე ვერ გა­ნახ­ლდა, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ ჰქონ­დათ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა – მათ შო­რის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბით. ისი­ნი შე­წყა­ლე­ბას ითხოვ­დნენ, მი­მარ­თავ­დნენ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას, მომ­მარ­თეს მეც - რო­გორც მათ ყო­ფილ ად­ვო­კატს. შე­მეძ­ლო რე­კო­მენ­და­ცია გა­მე­წია, რაც სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი იყო. მივ­მარ­თე პრე­ზი­დენ­ტსაც, მივ­მარ­თე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­საც. პა­ტიმ­რებს გარ­კვე­უ­ლი ხნის მან­ძილ­ზე პა­სუ­ხიც კი არ ჰქონ­დათ, ჰქონ­დათ თუ არა უარი შე­წყა­ლე­ბა­ზე. ვი­ნა­ი­დან იყო გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბა, მქონ­და ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა მო­მე­კი­თხა საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, ანუ მე­თხოვ­ნა, რომ მათ სა­ჩივ­რებ­ზე ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­გი­რე­ბა – ყო­ფი­ლი­ყო გან­ხი­ლუ­ლი, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში კი, ეც­ნო­ბე­ბი­ნათ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ად­გი­ნოს, ვინ­მე ამ საქ­მე­ში ხე­დავ­და თუ არა რა­ი­მე სარ­გე­ბელს, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი ან­გა­რე­ბას, ან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მანანა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

მანანა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

ნუგზარ ბოჭორიშვილს, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წევრს ჰქონდა მოთხოვნა, მისი საქმე პარლამენტში, პოლიტპატიმართა სიაზე მომუშავე კომისიის სხდომაზე გასულიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძემ "კოკაინის საქმეზე" დღეს ვრცელი განმარტება გააკეთა.

"კოკაინის საქმესთან დაკავშირებული პირები პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილან. მათ ჰქონდათ მომართვა იმ კომისიის სახელზე, რომელიც თავის დროზე პარლამენტში მუშაობდა. კომისიამ საქმე შეისწავლა. მე როგორც ადვოკატმა კომისიას საქმის ირგვლივ ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა, მტკიცებულებები და ფაქტები მივაწოდე, რადგან საქმე ძალიან უხეში დარღვევებით იყო ნაწარმოები. ნუგზარ ბოჭორიშვილი იმ ეტაპზე და იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო. ეს ცნობა და ეს დოკუმენტი არსებობდა. ეს საქმეშიც დევს, რაც თავად "რესპუბლიკურმა პარტიამ" გასცა და მას ჰქონდა მოთხოვნა, როგორც პარტიის წევრს, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო. საქმის განხილვა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ამ ხალხის საქმე არ მოხვედრილა", - ამბობს მანანა კობახიძე.

მისივე თქმით, ის "კოკაინის საქმეზე", 2011 წელს, როგორც ადვოკატი მუშაობდა. კობახიძის განმარტებით, საქმე ფალსიფიცირებულია და ძალიან ბევრ, უხეშ პროცესუალურ დაღვევას ეფუძნება.

"ე.წ. კოკაინის საქმე ძალიან კარგად მახსოვს – ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი საქმე, რომელზეც როგორც ადვოკატი ვმუშაობდი 2011 წელს. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა – საქმე "შეკერილია" საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, მოწმეებზე ზეწოლით, ადამიანების წამებითა და ფალსიფიკაციით. ჩვენ მაშინვე ვითხოვდით, რომ მომხდარიყო საქმეში ბრალდებული ადამიანების გამართლება – ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ვითხოვდით. შემდეგ ვმუშაობდით ევროსასამართლოში გასაგზავ საჩივარზე. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მე დეპუტატი გავხდი, მქონდა მოთხოვნა, რომ საქმე განახლებულიყო, გადასინჯულიყო.

ეს იყო სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომლითაც ეს ადამიანები პროკურატურას მიმართავდნენ. გამოძიება დაწყებულია წამების ფაქტებთან დაკავშირებით და საქმეს თბილისის პროკურატურა აწარმოებს. ისინი შემდეგაც მოითხოვდნენ, რომ ყოფილიყო კონტროლი მათ განცხადებებზე, ყოფილიყო რეაგირება, ვინაიდან სამართლებრივი მისაგებელი, რასაც ისინი ითხოვდნენ – საქმის განახლება, გადახედვა, გადასინჯვა, დღემდე განხორციელებული არ არის. იქედან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება დღემდე ვერ განახლდა, ბუნებრივია, მათ ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა – მათ შორის შეწყალების უფლებით. ისინი შეწყალებას ითხოვდნენ, მიმართავდნენ შეწყალების კომისიას, მომმართეს მეც - როგორც მათ ყოფილ ადვოკატს. შემეძლო რეკომენდაცია გამეწია, რაც სრულიად კანონიერი იყო. მივმართე პრეზიდენტსაც, მივმართე შეწყალების კომისიასაც. პატიმრებს გარკვეული ხნის მანძილზე პასუხიც კი არ ჰქონდათ, ჰქონდათ თუ არა უარი შეწყალებაზე. ვინაიდან იყო გარკვეული ხნის განმავლობაში შეფერხება, მქონდა ლეგიტიმური უფლება მომეკითხა საქმის მიმდინარეობა, ანუ მეთხოვნა, რომ მათ საჩივრებზე ყოფილიყო რეაგირება – ყოფილიყო განხილული, უარის შემთხვევაში კი, ეცნობებინათ დასაბუთებული პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, გამოძიებამ, პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, ვინმე ამ საქმეში ხედავდა თუ არა რაიმე სარგებელს, ჰქონდა თუ არა ადგილი ანგარებას, ან კორუფციულ გარიგებას.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."