პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში წევრიანდებიან
მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში წევრიანდებიან

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მურ­მან დუმ­ბა­ძე და აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი მე­დეა ვა­სა­ძე კი­ე­ვის ყო­ფი­ლი მე­რის, ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მურ­მან დუმ­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თა­ვად ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კის­გან მი­ი­ღო და პარ­ტია "ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო ყრი­ლო­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან ერ­თად მუ­შა­ობს.

მურ­მან დუმ­ბა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კის მი­ზა­ნია "სა­ქარ­თვე­ლო ღა­რი­ბე­ბის გა­რე­შე".

"გან­სხვა­ვე­ბით სხვა მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კი დიდი ხა­ნია პო­ლი­ტი­კა­შია და მას­თან სა­უ­ბა­რი არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ოთხჯერ იყო დე­პუ­ტა­ტი, ორ­ჯერ კი, კი­ე­ვის არ­ჩე­უ­ლი მერი. კარ­გად იცის 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც ჩემს გაკ­ვირ­ვე­ბაც იწ­ვევს. მას აქვს თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ეკო­ნო­მი­კურ ნა­წილ­ში. მის სა­უ­ბარ­ში უმე­ტე­სად ის­მის სი­ტყვა "ღა­რი­ბი". ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კის გა­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო არის ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა და ყვე­ლა ღონე უნდა ვიხ­მა­როთ, რომ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ღა­რი­ბე­ბის გა­რე­შე იყოს. ამის გა­კე­თე­ბა დღე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ის ასე ამ­ტკი­ცებს", - აღ­ნიშ­ნა მურ­მან დუმ­ბა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დეა ვა­სა­ძეს, მისი თქმით, ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კის­თან მას სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აერ­თი­ა­ნებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც "ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის" გა­და­მოწ­მე­ბას თა­ვა­დაც აწარ­მო­ებს.

"აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია მურ­მან დუმ­ბა­ძე­ზე და მო­ვი­აზ­რე­ბი მეც. ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კიმ იცის ყვე­ლა დე­ტა­ლი ჩვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან, და­წყე­ბუ­ლი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოვ­თქვამ იმის გამო, რომ აქ­ცენ­ტი არის გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვენ­ზე. აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში სჭირ­დე­ბა ჩვენ­ნა­ი­რი პრინ­ცი­პე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. რა თქმა უნდა, ამის­თვის მას მად­ლო­ბას ვუხ­დი. ის და­დე­ბით გან­წყო­ბას ქმნის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და გახ­ლავთ ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. იმა­ში, რაც ზე­და­პირ­ზე დევს, სა­ჩო­თი­როს ვე­რა­ფერს ვხე­დავთ, თუმ­ცა ჩვე­ნი მხრი­და­ნაც ვართ გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში. და­მარ­წმუ­ნეს, რომ მაქვს ში­ნა­გა­ნი რე­სურ­სი, მყავს ელექ­ტო­რა­ტი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩემი დარ­ჩე­ნა პო­ლი­ტი­კა­ში კი­დევ ოთხი წლით", - აღ­ნიშ­ნა მე­დეა ვა­სა­ძემ.

მურ­მან დუმ­ბა­ძე და მე­დეა ვა­სა­ძე არ აკონ­კრე­ტე­ბენ, კი­დევ ვის მო­ი­აზ­რებს ლე­ო­ნიდ ჩერნ­პო­ვეც­კი "ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" გუნ­დის წევ­რე­ბად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში წევრიანდებიან

მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში წევრიანდებიან

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გუნდის წევრები იქნებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" მურმან დუმბაძემ განუცხადა, შემოთავაზება თავად ლეონიდ ჩერნოვეცკისგან მიიღო და პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" სადამფუძნებლო ყრილობის მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფთან ერთად მუშაობს.

მურმან დუმბაძის განმარტებით, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიზანია "საქართველო ღარიბების გარეშე".

"განსხვავებით სხვა მდიდარი ადამიანებისგან, ლეონიდ ჩერნოვეცკი დიდი ხანია პოლიტიკაშია და მასთან საუბარი არ გამჭირვებია. ოთხჯერ იყო დეპუტატი, ორჯერ კი, კიევის არჩეული მერი. კარგად იცის 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს საპარლამენტო საქმიანობა, რაც ჩემს გაკვირვებაც იწვევს. მას აქვს თავისი ხედვები განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში. მის საუბარში უმეტესად ისმის სიტყვა "ღარიბი". ლეონიდ ჩერნოვეცკის გაგებით, საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უახლოეს ხანებში ღარიბების გარეშე იყოს. ამის გაკეთება დღევანდელი ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი, ის ასე ამტკიცებს", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

რაც შეეხება მედეა ვასაძეს, მისი თქმით, ლეონიდ ჩერნოვეცკისთან მას საერთო ევროპული ღირებულებები აერთიანებს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, რის პარალელურადაც "ფაქტობრივი გარემოებების" გადამოწმებას თავადაც აწარმოებს.

"აქცენტი გაკეთებულია მურმან დუმბაძეზე და მოვიაზრები მეც. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ იცის ყველა დეტალი ჩვენი ბიოგრაფიიდან, დაწყებული ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. კმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ აქცენტი არის გაკეთებული ჩვენზე. აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში სჭირდება ჩვენნაირი პრინციპების ადამიანები. რა თქმა უნდა, ამისთვის მას მადლობას ვუხდი. ის დადებით განწყობას ქმნის პირად ურთიერთობაში და გახლავთ ევროპული ორიენტაციის და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი. იმაში, რაც ზედაპირზე დევს, საჩოთიროს ვერაფერს ვხედავთ, თუმცა ჩვენი მხრიდანაც ვართ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების პროცესში. დამარწმუნეს, რომ მაქვს შინაგანი რესურსი, მყავს ელექტორატი და აუცილებელია ჩემი დარჩენა პოლიტიკაში კიდევ ოთხი წლით", - აღნიშნა მედეა ვასაძემ.

მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე არ აკონკრეტებენ, კიდევ ვის მოიაზრებს ლეონიდ ჩერნპოვეცკი "ბედნიერი საქართველოს" გუნდის წევრებად.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."