ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლული პირი ექიმია, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახთან ახლობლობდა.

"ბრალდებულს ახასიათებს ფსიქიკური აშლილობა და დღეს ჰქონდა შეტევა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ოჯახის ახლობელ ექიმს დაურეკეს, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობს. ის თანამშრომელთან ერთად მივიდა ადგილზე, რა დროსაც ბრალდებულმა ორივეს ესროლა. ოჯახის ახლობელი ექიმი ადგილზევე გარდაიცვალა, როლო მეორე ექიმი დაიჭრა", - აცხადებენ მკვლელობის ადგილზე.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთახში ჩაიკეტა, თუმცა კარი სპეცრაზმმა შეამტვრია და დააკავა. დაკავებისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. ორივე დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

იხილეთ სპეცოპერაციის ამსახველი ექსკლუზიური კადრები PALITRANEWS-ზე

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია