პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება
36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

არ­სე­ბობს თუ არა საფრ­თხე­ე­ბის მო­ლო­დი­ნი რუ­სე­თის­გან, თუკი ნავ­თო­ბის ფასი ვარ­დნას გა­ნაგ­რძობს და რო­გორც მე­ნავ­თო­ბე­ე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, შე­საძ­ლოა, ის 30 დო­ლა­რამ­დეც გა­უ­ფა­სურ­დეს? რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პუ­რის არარ­სე­ბო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბით ანაც­ვლებს და რუ­სე­თიც შიმ­ში­ლის გა­და­ფარ­ვას მტრის ხა­ტის პრო­პა­გან­დი­თა და კონ­ფლიქ­ტე­ბით შე­ეც­დე­ბა. მით უფრო იმ ფონ­ზე, რომ რუ­სე­თი თურ­ქეთ­თან ცივი ომის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა და რად­გა­ნაც ამ ორ ქვე­ყა­ნას ინ­ტე­რეს­თა კვე­თა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და აზერ­ბა­ი­ჯან­შიც აქვს, დიდი ალ­ბა­თო­ბაა, ჩვენ­ზე წნე­ხი გა­ი­ზარ­დოს.

ბოლო დღე­ებ­ში ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი 36-37 დო­ლა­რამ­დე და­ე­ცა და 2008 წლის ან­ტირ­ე­კორდს მი­უ­ახ­ლოვ­და. ის, რომ ნავ­თო­ბის ფა­სის ასე და­ცე­მა და არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბი აში­ნებს რუ­სეთს, ამას მოს­კოვ­ში არც მა­ლა­ვენ. რო­გორც რუ­სე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ან­ტონ სი­ლუ­ა­ნო­ვი აცხა­დებს, ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი და­გეგ­მი­ლია იმ ან­გა­რი­შით, რომ ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი 50 დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა დღეს მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, ბა­რე­ლის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 36-37 დო­ლა­რია და გა­უ­გე­ბა­რია, რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ.

"გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ 2016 წლის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­რელ­ზე ფასი 30 დო­ლა­რი ან უფრო ნაკ­ლე­ბიც იყოს", - რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ტასი" მი­ნის­ტრის სი­ტყვებს ცი­ტი­რებს.

ეს პერ­სპექ­ტი­ვა რუ­სე­თის ბი­უ­ჯეტს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. ამი­ტო­მაც მი­ნის­ტრმა ასე­ვე გა­ა­კე­თა მო­წო­დე­ბა, რომ "რთუ­ლი დრო­ე­ბის­თვის" უნდა მო­ემ­ზა­დონ და მის­მა უწყე­ბამ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სათ­ვის გეგ­მაც შე­ი­მუ­შა­ვა. ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ ეკო­ნო­მი­კის და­სახ­მა­რებ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის დე­ტა­ლე­ბი რუ­სულ­მა მე­დი­ამ 11 დე­კემ­ბერს გა­ამ­ჟღავ­ნა. უწყე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბაა 5%-ით მოხ­დეს ბი­უ­ჯე­ტის სეკ­ვესტრი; ტრი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე გა­ი­ზარ­დოს შე­მო­სავ­ლე­ბი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ი­დან და გა­ი­ყი­ნოს კა­პი­ტა­ლუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი; ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი რე­ზერ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 557 მი­ლი­არ­დი რუბ­ლია, თუმ­ცა, ამ რე­ზერ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მხო­ლოდ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. იმა­ვე დღეს, ბრენ­ტის მარ­კის 1 ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი 38 დო­ლა­რამ­დე და­ე­ცა და 2008 წლის მი­ნი­მა­ლურ დო­ნეს მი­უ­ახ­ლოვ­და. რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს აქვს გეგ­მა "ბე" და კი­დევ გეგ­მა "ცე" ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი კო­ნი­უნ­ქტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

არსებობს თუ არა საფრთხეების მოლოდინი რუსეთისგან, თუკი ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და როგორც მენავთობეები პროგნოზირებენ, შესაძლოა, ის 30 დოლარამდეც გაუფასურდეს? როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ანალიტიკოსების თქმით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება პურის არარსებობას პოლიტიკური სანახაობით ანაცვლებს და რუსეთიც შიმშილის გადაფარვას მტრის ხატის პროპაგანდითა და კონფლიქტებით შეეცდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსეთი თურქეთთან ცივი ომის პირობებში იმყოფება და რადგანაც ამ ორ ქვეყანას ინტერესთა კვეთა, სამწუხაროდ, საქართველოში და აზერბაიჯანშიც აქვს, დიდი ალბათობაა, ჩვენზე წნეხი გაიზარდოს.

ბოლო დღეებში ბარელი ნავთობის ფასი 36-37 დოლარამდე დაეცა და 2008 წლის ანტირეკორდს მიუახლოვდა. ის, რომ ნავთობის ფასის ასე დაცემა და არსებული პროგნოზები აშინებს რუსეთს, ამას მოსკოვში არც მალავენ. როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი აცხადებს, ქვეყნის ბიუჯეტი დაგეგმილია იმ ანგარიშით, რომ ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარი იქნება. თუმცა დღეს მაკროეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა, ბარელის ფასი დაახლოებით 36-37 დოლარია და გაუგებარია, რა მოხდება შემდეგ.

"გამორიცხული არ არის, რომ 2016 წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბარელზე ფასი 30 დოლარი ან უფრო ნაკლებიც იყოს", - რუსული სააგენტო "ტასი" მინისტრის სიტყვებს ციტირებს.

ეს პერსპექტივა რუსეთის ბიუჯეტს სერიოზული საფრთხეების წინაშე აყენებს. ამიტომაც მინისტრმა ასევე გააკეთა მოწოდება, რომ "რთული დროებისთვის" უნდა მოემზადონ და მისმა უწყებამ ექსტრემალური სიტუაციისათვის გეგმაც შეიმუშავა. ნავთობის ფასების დაცემის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკის დასახმარებლად შემუშავებული გეგმის დეტალები რუსულმა მედიამ 11 დეკემბერს გაამჟღავნა. უწყების შეთავაზებაა 5%-ით მოხდეს ბიუჯეტის სეკვესტრი; ტრილიონ რუბლამდე გაიზარდოს შემოსავლები პრივატიზაციიდან და გაიყინოს კაპიტალური მშენებლობები; ანტიკრიზისული რეზერვების მოცულობა 557 მილიარდი რუბლია, თუმცა, ამ რეზერვების გამოყენება შეთავაზებულია მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში. იმავე დღეს, ბრენტის მარკის 1 ბარელი ნავთობის ფასი 38 დოლარამდე დაეცა და 2008 წლის მინიმალურ დონეს მიუახლოვდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს გეგმა "ბე" და კიდევ გეგმა "ცე" ნავთობის ბაზარზე არასასურველი კონიუნქტურის შემთხვევაში.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა