პატიმრის შეწყალების საკითხზე საჯარო მოხელეები, მათ შორის დეპუტატები მირეკავდნენ - ელენე თევდორაძე

პატიმრის შეწყალების საკითხზე საჯარო მოხელეები, მათ შორის დეპუტატები მირეკავდნენ - ელენე თევდორაძე

ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალების კომისიაში მუშაობის პერიოდში, მასთან უამრავი ზარი ფიქსირდებოდა, მათ შორის საჯარო მოხელეებისგან. როგორც "ინტერპრესნიუსს" თევდორაძემ განუცხადა, მას ამა თუ იმ პატიმრის შეწყალებაზე რეკომენდაციის თხოვნით მიმართავდნენ როგორც საჯარო მოხელეები, - დეპუტატები, ასევე ადვოკატები და თავად პატიმრები.

"18 წელი ვმუშაობდი შეწყალების კომისიის წევრად და თავმჯდომარედ. ამ ხნის განმავლობაში, უამრავი ზარი ფიქსირდებოდა, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი და ჩემზე ვერ ახდენდა გავლენას. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე დავაკავეთ იმის გამო, რომ ხალხს ატყუებდა, თითქოს ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ფულის სანაცვლოდ პატიმრის შეწყალებას ჰპირდებოდა. ეს არ იყო საჯარო მოხელე. ჩვენ ეს ამბავი მაშინ არ გაგვიმხელია, რადგან შეწყალების კომისიის რეპუტაციას ვუფრთხილდებოდით. ფულის თემა პატიმრებში სულ მუსირებდა. ჩემთანაც მოსულან და უთქვამთ, რომ ფულით იწყალებენ პატიმრებს, მაგრამ წყარო ვერ დაუსახელებიათ", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ელისაშვილის ინფორმაციას დამაჯერებლად მიიჩნევს, თუმცა მისი შეფასებით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება დაგვიანებულია.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."