მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი კალანდაძე - ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება დავარწმუნო, რომ მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს
გიგი კალანდაძე - ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება დავარწმუნო, რომ მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გიგი კა­ლან­და­ძე ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძის წა­მე­ბის საქ­მე­ზე მის­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

კა­ლან­და­ძის თქმით, სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სად­გე­ნას ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს.

"დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩემს მი­მართ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში არის ერ­თა­დერ­თი მოწ­მე, რო­მელ­საც ჰქონ­და მის­ჯი­ლი 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. იმის­თვის, რომ ამ მოწ­მეს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მი­ე­ცა ჩვე­ნე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­მარ­თავ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ და­ვარ­წმუ­ნო, რომ დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ას­რუ­ლებს რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბებს და მთავ­რო­ბა­ში არი­ან რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ს" გიგი კა­ლან­და­ძემ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძის წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გიგი კა­ლან­და­ძე, შს სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ორ­გი სა­მუ­შია, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ახა­ლა­ია, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მე­გის ქარ­და­ვა და შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რო­მან შა­მა­თა­ვა. კა­ლან­და­ძეს და სა­მუ­ში­ას სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის არ­ცერ­თი სახე არ გა­მო­ი­ყე­ნა. კა­ლან­და­ძის და სა­მუ­ში­ას ად­ვო­კა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში სას­ტი­კად აწა­მეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი კო­ბე­რი­ძის­გან ამ დრო­ის­თვის და­უდ­გე­ნე­ლი მიზ­ნით, არარ­სე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის აღი­ა­რე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

თუ დანაშაული არ გქონდა რატომ აითესე უკრაინაში?

123
0

თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს ყველა ცამდე მართალია და მთავრობა თურმე რუსეთის დავალებეს ასრულებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიგი კალანდაძე - ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება დავარწმუნო, რომ მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს

გიგი კალანდაძე - ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება დავარწმუნო, რომ მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

კალანდაძის თქმით, საკუთარი სიმართლის დასადგენას ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს.

"დღევანდელი მონაცემებით, ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში არის ერთადერთი მოწმე, რომელსაც ჰქონდა მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა. იმისთვის, რომ ამ მოწმეს ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, გაათავისუფლეს. ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნო, რომ დღევანდელი მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს და მთავრობაში არიან რუსეთის წარმომადგენლები", - განუცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" გიგი კალანდაძემ, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

მოქალაქე ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბრალდებულები არიან გიგი კალანდაძე, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. კალანდაძეს და სამუშიას სასამართლომ გუშინ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენი ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა. კალანდაძის და სამუშიას ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები კობერიძისგან ამ დროისთვის დაუდგენელი მიზნით, არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას მოითხოვდნენ.