საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება
"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

(kvirispalitra.ge) შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის­გან კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას ითხოვ­და, რა­შიც მათ სო­ლი­დუ­რი თან­ხა ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რე ზვი­ად ქო­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ე­ბის მი­მართ არა­ჯან­საღ ინ­ტე­რესს იჩენ­და. ელი­საშ­ვი­ლი­სა და ქო­რი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რაც და­ინ­ტე­რეს­და, სა­დაც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი დაჰ­კი­თხეს.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი:

- მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩემ­ზე ზე­წო­ლას ინ­ტენ­სი­უ­რად ცდი­ლობ­დნენ - და­უ­ფა­რა­ვად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გვერ­დის ავ­ლით რამ­დე­ნი­მე პა­ტიმ­რის ბედი გან­მე­ხი­ლა და პრე­ზი­დენ­ტის­თვის მათი შე­წყა­ლე­ბა მე­თხო­ვა. ამ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტთან ვმე­გობ­რობ­დი. კო­მი­სი­ას ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და ჩემს ხელ­ში შე­წყა­ლე­ბის სამ­მა ეტაპ­მა გა­ი­ა­რა. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ყო­ვე­ლი ეტა­პის და­წყე­ბი­სას მი­რე­კავ­დნენ, წე­რი­ლებს მწერ­დნენ, ამას ის­ტე­რი­კუ­ლი სახე ჰქონ­და. თავ­გა­მო­დე­ბით ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ან­თი გა­ე­ტა­ნათ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ პა­ტიმ­რის და­კა­ვე­ბის უკან პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი იდგა, რა­საც პი­რა­დად მე ამ საქ­მე­ში ნამ­დვი­ლად ვერ ვხე­დავ­დი. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე მი­ვა­წო­დე.

სან­დო ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც დღე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია, მი­თხრა, რომ პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა შემ­თხვე­ვი­თი სუ­ლაც არ არის. მათ წი­ნას­წარ ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი 200 ათა­სი დო­ლა­რი და თუ საქ­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, ჯამ­ში 1,5 მი­ლი­ო­ნი უნდა აე­ღოთ. ამის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი ლაშა აბა­ში­ძე და თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ჩა­ვა­ყე­ნე. ამ თე­მა­ზე მე­გობ­რუ­ლი სა­უ­ბა­რი მქონ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან. ეს ამ­ბა­ვი წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ ხდე­ბო­და...

რო­გორც კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე, მან საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით თვე-ნა­ხე­ვარ­ში კი გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილ­სა და მის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გო­გა­ძეს შევ­ხვდი და საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე ვე­სა­უბ­რე.

- ლაშა აბა­ში­ძე ამ სა­კი­თხზე არ ლა­პა­რა­კობს, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და თინა ხი­და­შე­ლი კი თქვენ­თან მსგავს თე­მა­ზე სა­უ­ბარს ვერ იხ­სე­ნე­ბენ. ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა აქვთ არც კო­მი­სი­ის წევ­რებს, ამ თე­მა­ზე თქვენ­თან შეხ­ვედ­რას ვერ იხ­სე­ნებს გო­გა­ძეც...

- გი­ორ­გი გო­გა­ძე უტი­ფა­რია - წარ­ბის შე­უ­ტო­კებ­ლად უარ­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მიხ­ვდა, რომ მას შემ­დეგ, რაც ამ პო­ლი­ტი­კო­სებს ცი­ხის კა­რამ­დე მი­ვა­ცი­ლებთ, მისი ჯე­რიც დად­გე­ბა. გო­გა­ძემ და ბა­დაშ­ვილ­მაც ჩემ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უგუ­ლე­ბელ­ყვეს და რე­ა­ლო­ბის დად­გე­ნით არც კი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან. ვპირ­დე­ბი, რომ ამის გამო ისი­ნიც აგე­ბენ პა­სუხს. მზად ვარ, ნე­ბის­მი­ერ დროს ვი­თა­ნამ­შრომ­ლო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან - უნდა და­ი­სა­ჯონ ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გზით ფუ­ლის შოვ­ნას ცდი­ლობ­დნენ. თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მის ჩა­ფარ­ცხვას ცდი­ლობს, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, ფუ­ლის გა­დამ­ხდელ­თა და პა­ტიმ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბას გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ. რაც შე­ე­ხე­ბა უსუ­ფაშ­ვილ­სა და ხი­და­შელს, მათ უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რუ­ლად მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია.

- თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­გობ­რუ­ლად მი­წო­დე­ბა რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- მათ ვენ­დო­ბო­დი და ამი­ტომ ვუ­თხა­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად კი ისე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი - პრე­ზი­დენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ჩა­ვა­ყე­ნე საქ­მის კურ­სში.

- პა­ტი­მა­რი, რომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლია?

- არა, პა­ტი­მა­რია.

ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ იმის და­სად­გე­ნად, თუ ვინ იყო ის პა­ტი­მა­რი, რომ­ლის შე­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ლა­მის ორ მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლარს იხ­დიდ­ნენ და რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახ­დენ­დნენ ზე­წო­ლას შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მა­შინ­დელ თავ­მჯდო­მა­რე­ზე. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­მაც ამ ეტაპ­ზე ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა არ­ჩია, კვა­ლი ე. წ. კო­კა­ი­ნის საქ­მემ­დე მი­დის.

"კო­კა­ი­ნის საქ­მე"

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით,"2010 წლის 2 ივ­ნისს ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კო­კარ­ტე­ლის 5 წევ­რი: ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, მევ­ლუდ სვა­ნი­ძე, რო­მან მუ­სე­მი­ა­ნი, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი და თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

(kvirispalitra.ge) შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებებს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ელისაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული. ამის შემდეგ შეწყალების კომისიის მოქმედმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელე კონკრეტული პატიმრების საქმეების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა. ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებებით პროკურატურაც დაინტერესდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები დაჰკითხეს.

ალეკო ელისაშვილი:

- მმართველი გუნდის წევრები თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩემზე ზეწოლას ინტენსიურად ცდილობდნენ - დაუფარავად მეუბნებოდნენ, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გვერდის ავლით რამდენიმე პატიმრის ბედი განმეხილა და პრეზიდენტისთვის მათი შეწყალება მეთხოვა. ამ პოლიტიკოსებმა კარგად იცოდნენ, რომ პრეზიდენტთან ვმეგობრობდი. კომისიას ხუთი თვის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და ჩემს ხელში შეწყალების სამმა ეტაპმა გაიარა. თანამდებობის პირები ყოველი ეტაპის დაწყებისას მირეკავდნენ, წერილებს მწერდნენ, ამას ისტერიკული სახე ჰქონდა. თავგამოდებით ცდილობდნენ, თავიანთი გაეტანათ და მეუბნებოდნენ, რომ ამ პატიმრის დაკავების უკან პოლიტიკური მოტივები იდგა, რასაც პირადად მე ამ საქმეში ნამდვილად ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია პროკურატურას უკვე მივაწოდე.

სანდო ადამიანმა, რომელიც დღესაც თანამდებობის პირია, მითხრა, რომ პატიმრების გათავისუფლებაში პოლიტიკოსების დაინტერესება შემთხვევითი სულაც არ არის. მათ წინასწარ ჰქონდათ აღებული 200 ათასი დოლარი და თუ საქმე პრეზიდენტის შეწყალებამდე მივიდოდა, ჯამში 1,5 მილიონი უნდა აეღოთ. ამის შესახებ საქმის კურსში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი ლაშა აბაშიძე და თავად პრეზიდენტი ჩავაყენე. ამ თემაზე მეგობრული საუბარი მქონდა თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს ამბავი წელიწად-ნახევრის წინ ხდებოდა...

როგორც კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ინფორმაცია მივაწოდე, მან საქმის კურსში ჩააყენა შესაბამისი სტრუქტურები. დაახლოებით თვე-ნახევარში კი გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს შევხვდი და საქმის დეტალებზე ვესაუბრე.

- ლაშა აბაშიძე ამ საკითხზე არ ლაპარაკობს, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი კი თქვენთან მსგავს თემაზე საუბარს ვერ იხსენებენ. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ არც კომისიის წევრებს, ამ თემაზე თქვენთან შეხვედრას ვერ იხსენებს გოგაძეც...

- გიორგი გოგაძე უტიფარია - წარბის შეუტოკებლად უარყო ეს ყველაფერი, რადგან მიხვდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკოსებს ციხის კარამდე მივაცილებთ, მისი ჯერიც დადგება. გოგაძემ და ბადაშვილმაც ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია უგულებელყვეს და რეალობის დადგენით არც კი დაინტერესებულან. ვპირდები, რომ ამის გამო ისინიც აგებენ პასუხს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო სამართალდამცველებთან - უნდა დაისაჯონ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გზით ფულის შოვნას ცდილობდნენ. თუ დავინახავ, რომ პროკურატურა ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს, კონკრეტული პოლიტიკოსების სახელებსა და გვარებს, ფულის გადამხდელთა და პატიმრების ვინაობას გავასაჯაროებ. რაც შეეხება უსუფაშვილსა და ხიდაშელს, მათ უბრალოდ, მეგობრულად მივაწოდე ინფორმაცია.

- თანამდებობის პირისთვის ასეთი ინფორმაციის მეგობრულად მიწოდება როგორ წარმოგიდგენიათ?

- მათ ვენდობოდი და ამიტომ ვუთხარი, სამსახურებრივად კი ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი - პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში.

- პატიმარი, რომლის გათავისუფლებაშიც პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, დღეს თავისუფალია?

- არა, პატიმარია.

ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე. წ. კოკაინის საქმემდე მიდის.

"კოკაინის საქმე"

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცი­ით,"2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია