ეგეოსის ზღვაში რუსეთის საგუშაგო გემმა თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა

ეგეოსის ზღვაში რუსეთის საგუშაგო გემმა თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა საგუშაგო ხომალდმა "სმეტლივიმ" ეგეოსის ზღვაში თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი გემების შეჯახების თავიდან ასაცილებლად გახსნეს. მათივე მტკიცებით, სეინერი რუსულ გემთან კავშირზე არ გამოდიოდა.

"09:03 საათზე ათასი მეტრის დაშორებით აღმოჩენილი იყო თურქული გემი, რომელიც ღუზაჩაშვებულ რუსულ გემ "სმეტლივის" მარჯვენა ბორტიდან უახლოვდებოდა. "სმეტლივის" არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, თურქული სეინერი რუს მეზღვაურებთან რადიოკონტაქტზე არ გამოვიდა და არ პასუხობდა სემაფორის სპეციალურ ვიზუალურ ნიშნებსა და სასიგნალო რაკეტებს", - განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც თურქული სეინერი რუსულ გემს 600 მეტრის დაშორებით მიუახლოვდა, გემების შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც, თურქულმა გემმა კურსი მკვეთრად იცვალა ისე, რომ რუს მეზღვაურებს კვლავ არ დაკონტაქტებია.

"ინტერპრესნიუსი"

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე