პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოულოდნელად ფერი შეეცვალა, გაყვითლდა - დაავადება, რომლის გამოც, შინაური ცხოველების პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ
მოულოდნელად ფერი შეეცვალა, გაყვითლდა - დაავადება, რომლის გამოც, შინაური ცხოველების პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ

ადა­მი­ანს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფერი შე­ეც­ვა­ლა, - გაყ­ვით­ლდა, თვა­ლებ­ზეც სიყ­ვით­ლე გა­დაჰ­კრავ­და. ეგო­ნა, ბოტ­კი­ნი სჭირ­და, ექიმს მი­ა­კი­თხა და კვლე­ვის შე­დე­გად, ღვიძ­ლის ექი­ნო­კო­კო­ზი და­უდ­გინ­და.

ექოს­კო­პი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ ღვიძლზე ორი კის­ტი­სე­ბუ­რი წარ­მო­ნაქ­მნია გა­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ექი­ნო­კო­კის კვერ­ცხე­ბი­თაა სავ­სე. ოპე­რა­ცია სას­წრა­ფოდ უნდა გა­კეთ­დეს, რათა ეს წარ­მო­ნაქ­მნე­ბი არ გას­კდეს და ამ პა­რა­ზი­ტის გავ­რცე­ლე­ბა მთელს ორ­გა­ნიზ­მში არ მოხ­დეს, - ეს შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლის­ში მოხ­და.

ღვიძ­ლის ექი­ნო­კო­კო­ზი გა­დამ­დე­ბი პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც ლენ­ტი­სებ­რი პა­რა­ზი­ტი - ექი­ნო­კო­კი იწ­ვევს. და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ანს ცხო­ვე­ლის­გან გა­და­ე­დე­ბა, ამი­ტომ ცხო­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, სხვა სა­შიშ­რო­ე­ბას­თან ერ­თად, ექი­ნო­კო­კო­ზით და­ა­ვა­დე­ბის საფრ­თხეც ახ­ლავს. ხორ­ცის მჭა­მე­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ჰელ­მინ­თო­ზე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს, რად­გან შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი და­ას­ნე­ბოვ­ნოს. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ექი­ნო­კო­კის ორ ფორ­მას - კის­ტურს და ალ­ვე­ო­ლურს. უფრო ხში­რად გვხვდე­ბა კის­ტუ­რი ფორ­მა.

ზრდას­რუ­ლი ექი­ნო­კო­კი ში­ნა­უ­რი და მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის (ძაღ­ლის, მგლის, ტუ­რის, მე­ლი­ის, აფ­თრის) ნაწ­ლა­ვებ­ში ბი­ნად­რობს, რომ­ლე­ბიც ექი­ნო­კო­კის კვერ­ცხებს ფე­კა­ლურ მა­სებ­თან ერ­თად გა­მო­ყო­ფენ და გა­რე­მოს აბინ­ძუ­რე­ბენ. ადა­მი­ა­ნის­თვის და­ა­ვა­დე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო ძაღ­ლია. ექი­ნო­კო­კის კვერ­ცხი დიდ­ხანს ძლებს ძაღ­ლის ბეწ­ვზე, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თებ­ზე, წყალ­ში, საკ­ვებ­ში, ხილ­ზე, მწვა­ნილ­ზე, ბა­ლახ­ზე, ნი­ა­დაგ­ში, ბა­ლახ­თან ერ­თად ხვდე­ბა შუ­ა­ლე­დუ­რი მას­პინ­ძლის (ცხვა­რი, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი სა­ქო­ნე­ლი, ღორი) კუჭ-ნაწ­ლავ­ში და ექი­ნო­კო­კო­ზით აა­ვა­დებს. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის (ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნი­ლი, კენკრა), წყლი­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ექი­ნო­კო­კის კვერ­ცხე­ბი ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნის საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტშიც.

ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის კუჭ-ნაწ­ლავ­ში მოხ­ვედ­რი­ლი კვერ­ცხე­ბის გარ­სი ირ­ღვე­ვა და იქი­დან ლარ­ვე­ბი გა­მო­დი­ან. ლარ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა იქვე იღუ­პე­ბა. გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი იჭ­რე­ბი­ან კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის კედ­ლებ­ში და სის­ხლის ნა­კა­დის მეშ­ვე­ო­ბით ღვიძლს ან ფილ­ტვებს, უფრო იშ­ვი­ა­თად კი სხვა ორ­გა­ნო­ებ­სა და ქსო­ვი­ლებს: თა­ვის ტვინს, ელენ­თას, თირკმე­ლებს, კუნ­თებს, ძვლებს - აღ­წე­ვენ, სა­დაც ვი­თარ­დე­ბა პა­რა­ზი­ტის კის­ტუ­რი (ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი) სტა­დია. კის­ტა შე­ი­ცავს სი­თხეს და ათა­სო­ბით შვი­ლე­ულ ბუშ­ტუკს, რომ­ლებ­შიც, თა­ვის მხრივ, მო­თავ­სე­ბუ­ლია ჩა­ნა­სა­ხო­ვა­ნი სკო­ლექ­სი. ექი­ნო­კო­კუ­რი ბუშ­ტუ­კე­ბის კე­დე­ლი სამ­შრი­ა­ნია. თუ ძაღ­ლმა ან რო­მე­ლი­მე მტა­ცე­ბელ­მა ექი­ნო­კო­კით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ორ­გა­ნო შე­ჭა­მა, მის კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი შვი­ლე­უ­ლი ბუშ­ტუ­კი­დან წარ­მო­იქ­მნე­ბა პა­რა­ზი­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი, მოძ­რა­ვი ფორ­მა. ეს პა­თო­ლო­გია, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. კის­ტუ­რი ექი­ნო­კო­კო­ზი შემ­თხვე­ვა­თა ნა­ხე­ვარ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით, ამას­თან, კის­ტა ხში­რად ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია მარ­ჯვე­ნა წილ­ში. იშ­ვი­ა­თად კის­ტა რამ­დე­ნი­მეა. ორ­გა­ნიზ­მზე ექი­ნო­კო­კის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ექი­ნო­კო­კის კის­ტის ღვიძლსა და მე­ზო­ბელ ორ­გა­ნო­ებ­ზე მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­წო­ლით, ასე­ვე - პა­რა­ზი­ტის ტოქ­სი­კუ­რი და მა­სენ­სი­ბი­ლი­ზე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბით.

და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ფორ­მა

კის­ტის ნელი ზრდის გამო და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნებ­მა შე­საძ­ლოა კარ­გა ხანს არც კი იჩი­ნოს თავი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ად­რე­უ­ლი სიმპტო­მია ყრუ ტკი­ვი­ლი და სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა მარ­ჯვე­ნა ფერდქვე­შა და ეპი­გას­ტრი­უ­მის არე­ში. სიყ­ვით­ლე ვლინ­დე­ბა კის­ტის მსხვილ ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რებ­ზე ზე­წო­ლი­სას. იშ­ვი­ა­თად კა­რის ვე­ნა­ზე ზე­წო­ლა ას­ციტს იწ­ვევს. კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი მძიმ­დე­ბა გარ­თუ­ლე­ბის: და­ჩირ­ქე­ბი­სა და კის­ტის გა­ხეთ­ქვის - დროს. და­ჩირ­ქე­ბუ­ლი ექი­ნო­კო­კი იწ­ვევს ცხე­ლე­ბას, ღვიძ­ლის არე­ში ტკი­ვილს, სის­ხლის ცვლი­ლე­ბებს - ნე­იტრო­ფი­ლურ ლე­ი­კო­ცი­ტოზს, ანე­ო­ზო­ფი­ლი­ას, ნე­იტრო­ფი­ლე­ბის ტოქ­სი­კურ მარ­ცვლო­ვა­ნე­ბას, ედსის მო­მა­ტე­ბას. კის­ტის სა­ნაღ­ვლე გზებ­ში გახ­სნი­სას მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქა­ვი­ლი, ჭინჭრის ცი­ე­ბა, ზოგ­ჯერ - ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. მუც­ლის ღრუ­ში და­ჩირ­ქე­ბუ­ლი ექი­ნო­კო­კის ბუშ­ტის გა­ხეთ­ქვი­სას ვი­თარ­დე­ბა პე­რი­ტო­ნი­ტი.

ღვიძ­ლის ექი­ნო­ნო­კო­კო­ზი შე­იძ­ლე­ბა ვი­ეჭ­ვოთ ჰე­პა­ტო­მე­გა­ლი­ის, ჰი­პე­რე­ო­ზი­ნო­ფი­ლი­ის არ­სე­ბო­ბი­სას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა. ზოგ­ჯერ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს რა­დი­ო­ი­ზო­ტო­პუ­რი სკა­ნი­რე­ბა და ლა­პა­როს­კო­პია. ძალ­ზე ფა­სე­უ­ლია იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი სინ­ჯე­ბი: ჰე­მაგ­ლუ­ტი­ნა­ცი­ის სე­რო­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ცია და კა­ცო­ნის რე­აქ­ცია. მკურ­ნა­ლო­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლია. მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­დას­მით ტარ­დე­ბა ექი­ნო­კო­კო­ზის კე­რებ­ში. უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ ბავ­შვე­ბის კონ­ტაქ­ტი და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ვე­ლებ­თან, კარ­გად გავ­რე­ცხოთ ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ხშირ-ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი.

AMBEBI.GE

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მოულოდნელად ფერი შეეცვალა, გაყვითლდა - დაავადება, რომლის გამოც, შინაური ცხოველების პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ

მოულოდნელად ფერი შეეცვალა, გაყვითლდა - დაავადება, რომლის გამოც, შინაური ცხოველების პატრონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ

ადამიანს მოულოდნელად ფერი შეეცვალა, - გაყვითლდა, თვალებზეც სიყვითლე გადაჰკრავდა. ეგონა, ბოტკინი სჭირდა, ექიმს მიაკითხა და კვლევის შედეგად, ღვიძლის ექინოკოკოზი დაუდგინდა.

ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ღვიძლზე ორი კისტისებური წარმონაქმნია გაჩენილი, რომელიც ექინოკოკის კვერცხებითაა სავსე. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა ეს წარმონაქმნები არ გასკდეს და ამ პარაზიტის გავრცელება მთელს ორგანიზმში არ მოხდეს, - ეს შემთხვევა რამდენიმე წლის წინ თბილისში მოხდა.

ღვიძლის ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ლენტისებრი პარაზიტი - ექინოკოკი იწვევს. დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობას, სხვა საშიშროებასთან ერთად, ექინოკოკოზით დაავადების საფრთხეც ახლავს. ხორცის მჭამელი შინაური ცხოველების ჰელმინთოზები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა, ადამიანი დაასნებოვნოს. განასხვავებენ ექინოკოკის ორ ფორმას - კისტურს და ალვეოლურს. უფრო ხშირად გვხვდება კისტური ფორმა.

ზრდასრული ექინოკოკი შინაური და მტაცებელი ცხოველების (ძაღლის, მგლის, ტურის, მელიის, აფთრის) ნაწლავებში ბინადრობს, რომლებიც ექინოკოკის კვერცხებს ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფენ და გარემოს აბინძურებენ. ადამიანისთვის დაავადების ძირითადი წყარო ძაღლია. ექინოკოკის კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში, ბალახთან ერთად ხვდება შუალედური მასპინძლის (ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი) კუჭ-ნაწლავში და ექინოკოკოზით აავადებს. დაბინძურებული საკვების (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა), წყლისა და დაბინძურებული ხელების საშუალებით ექინოკოკის კვერცხები ხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც.

ადამიანისა და ცხოველის კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი კვერცხების გარსი ირღვევა და იქიდან ლარვები გამოდიან. ლარვების უმეტესობა იქვე იღუპება. გადარჩენილები იჭრებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით ღვიძლს ან ფილტვებს, უფრო იშვიათად კი სხვა ორგანოებსა და ქსოვილებს: თავის ტვინს, ელენთას, თირკმელებს, კუნთებს, ძვლებს - აღწევენ, სადაც ვითარდება პარაზიტის კისტური (ბუშტუკოვანი) სტადია. კისტა შეიცავს სითხეს და ათასობით შვილეულ ბუშტუკს, რომლებშიც, თავის მხრივ, მოთავსებულია ჩანასახოვანი სკოლექსი. ექინოკოკური ბუშტუკების კედელი სამშრიანია. თუ ძაღლმა ან რომელიმე მტაცებელმა ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ორგანო შეჭამა, მის კუჭში მოხვედრილი შვილეული ბუშტუკიდან წარმოიქმნება პარაზიტის თავისუფალი, მოძრავი ფორმა. ეს პათოლოგია, სამწუხაროდ, საქართველოშიც არის გავრცელებული. კისტური ექინოკოკოზი შემთხვევათა ნახევარში მიმდინარეობს ღვიძლის დაზიანებით, ამასთან, კისტა ხშირად ლოკალიზებულია მარჯვენა წილში. იშვიათად კისტა რამდენიმეა. ორგანიზმზე ექინოკოკის მავნე ზემოქმედება განპირობებულია ექინოკოკის კისტის ღვიძლსა და მეზობელ ორგანოებზე მექანიკური ზეწოლით, ასევე - პარაზიტის ტოქსიკური და მასენსიბილიზებელი მოქმედებით.

დაავადების გამოვლენის ფორმა

კისტის ნელი ზრდის გამო დაავადების ნიშნებმა შესაძლოა კარგა ხანს არც კი იჩინოს თავი. გავრცელებული და ადრეული სიმპტომია ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის არეში. სიყვითლე ვლინდება კისტის მსხვილ ნაღვლის სადინარებზე ზეწოლისას. იშვიათად კარის ვენაზე ზეწოლა ასციტს იწვევს. კლინიკური სურათი მძიმდება გართულების: დაჩირქებისა და კისტის გახეთქვის - დროს. დაჩირქებული ექინოკოკი იწვევს ცხელებას, ღვიძლის არეში ტკივილს, სისხლის ცვლილებებს - ნეიტროფილურ ლეიკოციტოზს, ანეოზოფილიას, ნეიტროფილების ტოქსიკურ მარცვლოვანებას, ედსის მომატებას. კისტის სანაღვლე გზებში გახსნისას მოსალოდნელია ქავილი, ჭინჭრის ციება, ზოგჯერ - ანაფილაქსიური შოკი. მუცლის ღრუში დაჩირქებული ექინოკოკის ბუშტის გახეთქვისას ვითარდება პერიტონიტი.

ღვიძლის ექინონოკოკოზი შეიძლება ვიეჭვოთ ჰეპატომეგალიის, ჰიპერეოზინოფილიის არსებობისას. მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევა. ზოგჯერ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რადიოიზოტოპური სკანირება და ლაპაროსკოპია. ძალზე ფასეულია იმუნოლოგიური სინჯები: ჰემაგლუტინაციის სეროლოგიური რეაქცია და კაცონის რეაქცია. მკურნალობა ოპერაციულია. მეტად მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით გულდასმით ტარდება ექინოკოკოზის კერებში. უნდა გამოვრიცხოთ ბავშვების კონტაქტი დაავადებულ ცხოველებთან, კარგად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული, ხშირ-ხშირად დავიბანოთ ხელები.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია