სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მაჩაიძისა და ნიკოლოზ რაჭველის საშობაო კონცერტი
ნინო მაჩაიძისა და ნიკოლოზ რაჭველის საშობაო კონცერტი

Machaidze the Georgian sensation - The Hollywood Reporter

"მისი ხმა უმ­შვე­ნი­ე­რეს ფერ­თა გა­მაა" ასე აფა­სებს The New York Times ნინო მა­ჩა­ი­ძის სიმ­ღე­რას. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ნინო მა­ჩა­ი­ძე ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი­სა და ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის "კონ­ცეპ­ტარტ" ორ­გა­ნი­ზე­ბით, 16 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში პირ­ველ მას­შტა­ბურ კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა მო­ის­მი­ნოს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი თე­ატ­რე­ბის სო­ლი­ტი იმ არი­ე­ბი­თა და ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით, რომ­ლებ­მაც მას აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნეს.

ნინო მა­ჩა­ი­ძემ პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა 2005 წელს მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც მან მი­ლა­ნის ლა-სკა­ლას აკა­დე­მი­ა­ში 400 კონ­კურ­სანტს შო­რის გა­ი­მარ­ჯვა და ვო­კა­ლის­ტთა კურ­სზე ჩა­ი­რი­ცხა სას­წავ­ლებ­ლად. 2007 წელს კი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნოს ბრწყინ­ვა­ლე დე­ბი­უ­ტი შედ­გა ლა-სკა­ლა­სა და რო­მის სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე, მას მუ­სი­კა­ლურ­მა კრი­ტი­კამ "ქარ­თუ­ლი სენ­სა­ცია" უწო­და.

16 დე­კემ­ბერს აღი­ა­რე­ბუ­ლი სოპ­რა­ნო მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად წარ­სდგე­ბა. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი და დი­რი­ჟო­რი - ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი. სა­ღა­მო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტე­ნო­რი ოთარ ჯორ­ჯი­კია, თბი­ლისს ასე­ვე ეწ­ვი­ენ ევ­რო­პუ­ლი თე­ატ­რე­ბის ქარ­თვე­ლი სო­ლის­ტე­ბი: გოჩა აბუ­ლა­ძე (ბა­რი­ტო­ნი) და მი­ხე­ილ ქი­რია (ბა­რი­ტო­ნი). შეს­რულ­დე­ბა არი­ე­ბი, დუ­ე­ტე­ბი და სცე­ნე­ბი ცნო­ბი­ლი ოპე­რე­ბი­დან: "ტრა­ვი­ა­ტა","სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რი", "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა", "ბო­ჰე­მა" და სხვა.

პრო­ექ­ტის პრო­დუ­სე­რი: თეო ჯორ­ბე­ნა­ძე

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნინო მაჩაიძისა და ნიკოლოზ რაჭველის საშობაო კონცერტი

ნინო მაჩაიძისა და ნიკოლოზ რაჭველის საშობაო კონცერტი

Machaidze the Georgian sensation - The Hollywood Reporter

"მისი ხმა უმშვენიერეს ფერთა გამაა" ასე აფასებს The New York Times ნინო მაჩაიძის სიმღერას. თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ხელოვანთა კავშირის "კონცეპტარტ" ორგანიზებით, 16 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა მოისმინოს მსოფლიოს წამყვანი თეატრების სოლიტი იმ არიებითა და ნაწარმოებებით, რომლებმაც მას აღიარება მოუტანეს.

ნინო მაჩაიძემ პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მან მილანის ლა-სკალას აკადემიაში 400 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და ვოკალისტთა კურსზე ჩაირიცხა სასწავლებლად. 2007 წელს კი ქართველი სოპრანოს ბრწყინვალე დებიუტი შედგა ლა-სკალასა და რომის საოპერო თეატრების სცენებზე, მას მუსიკალურმა კრიტიკამ "ქართული სენსაცია" უწოდა.

16 დეკემბერს აღიარებული სოპრანო მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება. საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი. საღამოში მონაწილეობას მიიღებს შესანიშნავი ტენორი ოთარ ჯორჯიკია, თბილისს ასევე ეწვიენ ევროპული თეატრების ქართველი სოლისტები: გოჩა აბულაძე (ბარიტონი) და მიხეილ ქირია (ბარიტონი). შესრულდება არიები, დუეტები და სცენები ცნობილი ოპერებიდან: "ტრავიატა","სიყვარულის ნექტარი", "რომეო და ჯულიეტა", "ბოჰემა" და სხვა.

პროექტის პროდუსერი: თეო ჯორბენაძე

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია