დეკემბრის დადგომასთან ერთად ჰაერში ახალი წლის სუნი დატრიალდა.. ნელ-ნელა განათდა ქალაქი, მოირთო ნაძვის ხეები, ვიტრინებში კი საახალწლო მოსართავებიც გამოჩნდა. ამას თავისთავად მოჰყვა ე.წ. ასაფეთქებლების გამოჩენაც, რომლის მოხმარებითაც თითქმის ყოველ წელს ზიანდებიან ადამიანები, უმეტესად ბავშვები და ამაზე არაერტხელ გვისაუბრია. ეს საკითხი აქტიურად შუქდება, მაგრამ არანაირი რეგულაცია, არანაირი შეზღუდვა ამ თემაზე ამ დრომდე არაა დაწესებული...
გარდა იმ მძიმე ფორმისა, რასაც დაზიანება და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენება გულისხმობს, წუხდებიან ის ადამიანები, ვინც არც მოიხმარს ამ "ასაფათქებლებს" და არც მისი გამოყენების მომხრენი არიან. ბევრი ისტორია მსმენია იმის შესახებ, რომ ქუჩაში ბავშვებს აუფეთქებიათ საახალწლო მაშხალები, იქვე გამვლელ ორსულს უეცარი ელდის მიზეზით მშობიარობა დაწყებია, მოხუცს წნევა ასწევია და ქუჩაში ცუდად გამხდარა და ა.შ. სამწუხაროდ, წელს, უკვე დაფიქსირდა დაზიანების რამდენიმე შემთხვევა, მაგალითისთვის რუსკა მაყაშვილის ძმის ამ მიზეზით დამწვრობის ფაქტიც საკმარისია ან სამარშრუტო ტაქსის მძღოლის, რომელსაც ასაფეთქებლები შეუგდეს მანქანაში და მხედველობა დაკარგა.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობს ამაზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, როგორია მათი პოზიცია. პარლამენტის წევრ ანი მიროტაძეს დავუკავშირდით:
- საახალწლო მაშხალების, ე.წ. ასაფეთქებლების თემით შეწუხებულია უამრავი ადამიანი, გარდა ამისა, ყოველწლიურად ფიქსირდება სხეულის დაზიანების ფაქტები, გვაინტერესებს, თუ იგეგმება რაიმე რეგულაციის მიღება ამ საკითხთთან დაკავშირებით? რამდენადაც ვიცით, პარლამენტში უნდა მოხდეს ამ თემის განხილვა.
- როდესაც სხეულის დაზიანებასთან გვაქვს საქმე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვაწყდებით პრობლემებს აუცილებელია, რაიმე სახის რეგულაციის მიღება.