პარტნიორები:

    ალეკო ელისაშვილი ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს

    ალეკო ელისაშვილი ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს

    თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს:

    "ყოფილ პოლიტპატიმრებს მინდა მივმართო, რომელთაგანაც არაერთი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია - რატომ მიიღეთ თქვენ თავზე ჩემი ნათქვამი? მე რამდენიმე ოდიოზურ ადამიანზე ვთქვი, რომლებიც ჩემი და არამარტო ჩემი ეჭვით სიაში ფულის გადახდის შემდეგ მოხვდნენ. განა გასაგებად არ ვამბობ - რამდენიმე ადამიანის სიაში მოხვედრა იწვევს ეჭვს და არა ყველასი.

    ვისაც მე პატივს ვცემდი და ვცემ იმათ მინდა ვთხოვო - მაცალეთ არაპოლიტპატიმრებთან, არამედ სხვა მსჯავრდებულებთან დაკავშირებული კონკრეტული საქმე მივიყვანო ბოლომდე. ნუ, მაფიქრებინებთ რომ თქვენ ფასადად გიყენებენ ჩემი საწინააღმდეგო კამპანიისას. ამ კამპანიის მიზანი ჩემი მთავარი ძალისხმევიდან ყურადღების გადატანაა, კამპანიას ორკესტრირებას კი სწორედ ის კუდამწვარი, აფოფინებული ბინძური პოლიტიკოსები უწევენ. დაფიქრდით მეგობრებო" - წერს ელისაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი კომისიაში ყოფნის პერიოდში "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პატიმრების შეწყალებით იყო დაინტერესებული, რის გამოც ისინი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

    ელისაშვილის მტკიცებით, ამ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მან ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა. მთავარ პროკურატურაში ელისაშვილის დაკითხვის შემდგომ კი მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას ყველა სახელი და გვარი მიაწოდა. ელისაშვილის განცხადებებს შეწყალების კომისიის ახლანდელი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძეც გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა, რომ კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან არაჯანსაღი ინტერესი მართლაც არსებობს.

    "ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

    ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

    "მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს