პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისშვილი პატიმართა შეწყალებაზე მისი ახლობლებისთვის შეთავაზებულ თანხებს ასახელებს
ალეკო ელისშვილი პატიმართა შეწყალებაზე მისი ახლობლებისთვის შეთავაზებულ თანხებს ასახელებს

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი პა­ტი­მარ­თა შე­წყა­ლე­ბა­ზე მისი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ თან­ხებ­ზე სა­უბ­რობს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის პირ­და­პირ ეთერ­ში სა­უბ­რი­სას ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა მისი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან სა­აღ­დგო­მო შე­წყა­ლე­ბის დროს "ზედ­მეტ ინ­ტე­რეს­ზე" ისა­უბ­რა.

"კონ­კრე­ტულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რომ პრე­ზი­დენტს შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა. მი­რე­კავ­დნენ და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ - რო­გორ ბე­დავ ჩვე­ნი ამ მო­თხოვ­ნის იგ­ნო­რი­რე­ბა­სო. ძა­ხი­ლის ნიშ­ნე­ბით იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი უზარ­მა­ზა­რი მე­სი­ჯი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ ვხვდე­ბო­დი რაში იყო საქ­მე. ძა­ლი­ან რთუ­ლი და მარ­ტი­ვი საქ­მე არ იყო. მე იმ საქ­მე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი ვერ და­ვი­ნა­ხე. შემ­დეგ ჩემი ეჭ­ვე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს გა­ვუ­ზი­ა­რე და მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს და პრე­ზი­დენ­ტსაც ვუჩ­ვე­ნე", _ გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა. შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, რომ ამ საქ­მე­ზე მის­თვის თან­ხა არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ. თუმ­ცა, ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ერთი ქალი მას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებ­და, რომ თუ მის შვილს მსჯავრს გა­უ­ნა­ხევ­რებ­და, "პა­ტი­ვის­ცე­მა იქ­ნე­ბო­და". ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ასეთ სა­უბ­რებს იგი ყვე­ლას აწყვე­ტი­ნებ­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ დაც­ვის გა­მო­ძა­ხე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნებ­და ოთახს.

"მა­მა­ჩემს შეს­თა­ვა­ზეს მა­გა­ლი­თად 20 ათა­სი დო­ლა­რი. ჩემს ახ­ლობ­ლებ­საც შეს­თა­ვა­ზეს ასე­თი დათ­ქმი­თაც, რომ თუ გინ­და, ნუ ეტყვი, შენ აიღე თან­ხა და დაგ­ვეხ­მა­რე, ოღონ­დაც საქ­მე გა­კეთ­დეს. სულ ასე­თი ხმე­ბი იყო", _ აღ­ნიშ­ნა ელის­შვილ­მა.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ერთი შემ­თხვე­ვაც გა­იხ­სე­ნა, სა­დაც მას ერთ-ერ­თმა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან რამ­დე­ნი­მე პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ მო­უ­თხრო.

"მე ვი­ყა­ვი ერთ შეხ­ვედ­რა­ზე. მო­ვი­და ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. ეს ადა­მი­ა­ნი ახლა სხვა ასე­ვე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა და მომ­მარ­თა კი­თხვით, ვი­ცო­დი თუ არა რამ­დე­ნი­მე პა­ტიმ­რის საქ­მის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­მი­სა­ხე­ლა და თუ ვი­ცო­და ამ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. მე და­ვინ­ტე­რეს­დი, რა იყო ამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ინ­ტე­რე­სი. მი­თხრა, რომ 200 ათა­სი დო­ლა­რი აქვს "ბე"-ს სა­ხით აღე­ბუ­ლიო და თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, მი­ლი­ონ ნა­ხე­ვარს აი­ღე­ბე­ნო. ეს ხალ­ხი იყო პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ებ­ში, მაგ­რამ ში­ნა­გან საქ­მნე­თა სა­მი­ნის­ტრომ ამო­ი­ღო და კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­დაო. ამი­ტომ ახლა სურთ შე­წყა­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნო­ნო, რად­გან პი­რო­ბა აქვთ მი­ცე­მუ­ლი იმ კონ­კრე­ტუ­ლი დამ­კვე­თის­თვის", _ გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ სა­უბ­რი­სას არ და­ა­სა­ხე­ლა რა ტი­პის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­ჟა­მა­დაც ის პი­რე­ბი სა­პა­ტიმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნულ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ იგი გა­ე­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და მის­თვის ცნო­ბი­ლი ამ­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­შინ­დელ უფ­როსს ლაშა აბა­ში­ძეს და პრე­ზი­დენტს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მო­უ­თხრო.

"რე­აქ­ცია პრე­ზი­დენ­ტის­გან იყო, რომ და­უ­ძა­ხა ერთ-ერთ ახალ­გაზ­რდა კაცს და უთხრა, რომ ჩემ­თვის მო­ეს­მი­ნა, შემ­დგომ წა­სუ­ლი­ყო სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მათ­თვის გა­და­ე­ცა", _ აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

იგი აცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ შერ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდა კაცს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. კერ­ძოდ, ვინც იყო ელი­საშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო და მისი ინ­ფორ­მა­ტო­რი.

"ეს ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და და სუს-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ინ­ფორ­მა­ცია იმ დღეს­ვე მი­ა­წო­და. ეს შე­მიძ­ლია და­დას­ტუ­რე­ბით გი­თხრათ. სა­ხე­ლით და გვა­რით ვიცი, ვი­საც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია", _ გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ალეკო ელისშვილი პატიმართა შეწყალებაზე მისი ახლობლებისთვის შეთავაზებულ თანხებს ასახელებს

ალეკო ელისშვილი პატიმართა შეწყალებაზე მისი ახლობლებისთვის შეთავაზებულ თანხებს ასახელებს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პატიმართა შეწყალებაზე მისი ახლობლებისთვის შეთავაზებულ თანხებზე საუბრობს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას ალეკო ელისაშვილმა მისი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდი გაიხსენა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან სააღდგომო შეწყალების დროს "ზედმეტ ინტერესზე" ისაუბრა.

"კონკრეტულ მსჯავრდებულებზე იყო საუბარი, რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა. მირეკავდნენ და შეტყობინებებს მიგზავნიდნენ - როგორ ბედავ ჩვენი ამ მოთხოვნის იგნორირებასო. ძახილის ნიშნებით იყო გამოგზავნილი უზარმაზარი მესიჯი. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე. ძალიან რთული და მარტივი საქმე არ იყო. მე იმ საქმეში პოლიტიკური ნიშნები ვერ დავინახე. შემდეგ ჩემი ეჭვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გავუზიარე და მიღებული შეტყობინებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტსაც ვუჩვენე", _ განაცხადა ელისაშვილმა. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ საქმეზე მისთვის თანხა არ შეუთავაზებიათ. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ერთი ქალი მასთან საუბარში აცხადებდა, რომ თუ მის შვილს მსჯავრს გაუნახევრებდა, "პატივისცემა იქნებოდა". ალეკო ელისაშვილის თქმით, ასეთ საუბრებს იგი ყველას აწყვეტინებდა და ეუბნებოდა, რომ დაცვის გამოძახებით დაატოვებინებდა ოთახს.

"მამაჩემს შესთავაზეს მაგალითად 20 ათასი დოლარი. ჩემს ახლობლებსაც შესთავაზეს ასეთი დათქმითაც, რომ თუ გინდა, ნუ ეტყვი, შენ აიღე თანხა და დაგვეხმარე, ოღონდაც საქმე გაკეთდეს. სულ ასეთი ხმები იყო", _ აღნიშნა ელისშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთი შემთხვევაც გაიხსენა, სადაც მას ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან რამდენიმე პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით ინტერესის შესახებ მოუთხრო.

"მე ვიყავი ერთ შეხვედრაზე. მოვიდა ერთი მაღალი თანამდებობის პირი. ეს ადამიანი ახლა სხვა ასევე მაღალ თანამდებობაზეა და მომმართა კითხვით, ვიცოდი თუ არა რამდენიმე პატიმრის საქმის შესახებ. რამდენიმე მსჯავრდებული დამისახელა და თუ ვიცოდა ამ საქმეებთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკოსის დაინტერესების შესახებ. მე დავინტერესდი, რა იყო ამ პოლიტიკოსების ინტერესი. მითხრა, რომ 200 ათასი დოლარი აქვს "ბე"-ს სახით აღებულიო და თუ გათავისუფლდებიან, მილიონ ნახევარს აიღებენო. ეს ხალხი იყო პოლიტპატიმართა სიებში, მაგრამ შინაგან საქმნეთა სამინისტრომ ამოიღო და კატეგორიული წინააღმდეგი წავიდაო. ამიტომ ახლა სურთ შეწყალებით გაიყვანონო, რადგან პირობა აქვთ მიცემული იმ კონკრეტული დამკვეთისთვის", _ განაცხადა ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ საუბრისას არ დაასახელა რა ტიპის მსჯავრდებულების საქმეებზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ამჟამადაც ის პირები საპატიმროში იმყოფებიან და მათი გათავისუფლება არ მომხდარა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, აღნიშნულ მაღალი თანამდებობის პირთან საუბრის შემდეგ იგი გაემართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მისთვის ცნობილი ამბის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელ უფროსს ლაშა აბაშიძეს და პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუთხრო.

"რეაქცია პრეზიდენტისგან იყო, რომ დაუძახა ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს და უთხრა, რომ ჩემთვის მოესმინა, შემდგომ წასულიყო სპეცსამსახურებთან და ეს შეტყობინება მათთვის გადაეცა", _ აღნიშნა ელისაშვილმა.

იგი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შერჩეულ ახალგაზრდა კაცს ყველა ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, ვინც იყო ელისაშვილის ინფორმაციის წყარო და მისი ინფორმატორი.

"ეს ადამიანი წავიდა და სუს-ის მაღალჩინოსნებს ინფორმაცია იმ დღესვე მიაწოდა. ეს შემიძლია დადასტურებით გითხრათ. სახელით და გვარით ვიცი, ვისაც მიაწოდა ინფორმაცია", _ განაცხადა ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."