პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ხარჯავს მილიარდებს დონალდ ტრამპი
რაში ხარჯავს მილიარდებს დონალდ ტრამპი

აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა, მი­ლი­არ­დერ­მა დო­ნალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფას­ზე უარს იტყვის. "ფორბსის" ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ქო­ნე­ბა 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. თუმ­ცა, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის რან­გში შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

[იხი­ლეთ გა­ლე­რეა]

გა­მო­ცე­მა "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რის" ცნო­ბით, ტრამ­პი რამ­დე­ნი­მე სახ­ლს ფლობს, მათ შო­რის მა­ნ­ჰე­ტენ­სა და პალმ ბიჩ­ზე და ყვე­ლა მათ­გან­ში სულ მცი­რე, ერთი ნივ­თი არის მო­ოქ­რო­ვი­ლი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოქ­რო­თი და ბრი­ლი­ან­ტით მო­ოჭ­ვი­ლი კარი ამ­შვე­ნებს ტრამ­პის პენ­ტჰა­უზს.

"დაღ­ლი­ლო­ბის ჟამს, ტრამ­პი 100 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ძე­ნილ "ბო­ინგ 757"-ში ჯდე­ბა და ისე ცდი­ლობს გან­ტვირ­თვას. ბო­ინ­გში კი, რა თქმა უნდა, სა­ვარ­ძლებ­ზე ოქ­როს ღვე­დე­ბია და­მაგ­რე­ბუ­ლი", - წერს "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი".

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დო­ნალდ ტრამ­პის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბილს შო­რის არის 1997 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "ლამ­ბორ­გი­ნი დი­აბ­ლო" და Mercedes-Benz SLR McLaren.

1985 წელს აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა პალმ ბიჩ­ზე 10 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა მა­მუ­ლი, სა­დაც შემ­დეგ კერ­ძო ავ­ტოკ­ლუ­ბი მო­ა­წყო. სახ­ლში კი 58 სა­ძი­ნე­ბე­ლი, 33 სა­ა­ბა­ზა­ნო, 12 ბუ­ხა­რი და სამი მი­წის­ქვე­შა თავ­შე­სა­ფა­რია. 2005 წელს ტრამ­პის ვაჟ­მა სწო­რედ აქ გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი.

1995 წელს ტრამ­პა 7,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ბრე­დფორდში. უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრამპს გოლ­ფის მო­ედ­ნის მო­წყო­ბა უნ­დო­და, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ამის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

"ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რის" ცნო­ბით, 24-კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­რო­თია მო­ოჭ­ვი­ლი ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის მო­ტო­ციკ­ლი.

დო­ნალდ ტრამ­პის ერთ-ერთი ბოლო, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნი 2011 წელს, 6,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მა­მუ­ლი და 6,2 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი ვე­ნა­ხია. კერ­ძო სახ­ლი 45 ოთა­ხის­გან, კი­ნო­თე­ატ­რის­გან, სა­ჯი­ნი­ბოს­გან, მწვა­ნე სახ­ლი­სა და სტუმ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კო­ტე­ჯე­ბის­გან შედ­გე­ბა.

და ბო­ლოს, მიმ­დი­ნა­რე წელს დო­ნალდ ტრამპმა 750 ათა­სი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა სა­კუ­თა­რი მო­ოქ­რო­ვი­ლი ვერ­ტმფრე­ნის Sikorsky S-76-ის გა­ნახ­ლე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რაში ხარჯავს მილიარდებს დონალდ ტრამპი

რაში ხარჯავს მილიარდებს დონალდ ტრამპი

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის შემთხვევაში პრეზიდენტის ხელფასზე უარს იტყვის. "ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, "რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ქონება 4 მილიარდი დოლარია. თუმცა, დონალდ ტრამპის მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში შევსებული დეკლარაციის თანახმად, 10 მილიარდი დოლარია.

[იხილეთ გალერეა]

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ტრამპი რამდენიმე სახლს ფლობს, მათ შორის მანჰეტენსა და პალმ ბიჩზე და ყველა მათგანში სულ მცირე, ერთი ნივთი არის მოოქროვილი.  გამოცემის ცნობით, ოქროთი და ბრილიანტით მოოჭვილი კარი ამშვენებს ტრამპის პენტჰაუზს.

"დაღლილობის ჟამს, ტრამპი 100 მილიონ დოლარად შეძენილ "ბოინგ 757"-ში ჯდება და ისე ცდილობს განტვირთვას. ბოინგში კი, რა თქმა უნდა, სავარძლებზე ოქროს ღვედებია დამაგრებული“, - წერს "ბიზნეს ინსაიდერი“.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის რამდენიმე ავტომობილს შორის არის 1997 წელს გამოშვებული "ლამბორგინი დიაბლო“ და Mercedes-Benz SLR McLaren.

1985 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა პალმ ბიჩზე 10 მილიონ დოლარად შეიძინა მამული, სადაც შემდეგ კერძო ავტოკლუბი მოაწყო. სახლში კი 58 საძინებელი, 33 სააბაზანო, 12 ბუხარი და სამი მიწისქვეშა თავშესაფარია. 2005 წელს ტრამპის ვაჟმა სწორედ აქ გადაიხადა ქორწილი.

1995 წელს ტრამპა 7,5 მილიონ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება ბრედფორდში. უზარმაზარ ტერიტორიაზე ტრამპს გოლფის მოედნის მოწყობა უნდოდა, თუმცა ადგილობრივებმა ამის უფლება არ მისცეს.

"ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, 24-კარატიანი ოქროთია მოოჭვილი ამერიკელი მილიარდერის მოტოციკლი.

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ბოლო, ძვირადღირებული შენაძენი 2011 წელს, 6,5 მილიონ დოლარად შეძენილი მამული და 6,2 მილიონ დოლარად შეძენილი ვენახია. კერძო სახლი 45 ოთახისგან, კინოთეატრისგან, საჯინიბოსგან, მწვანე სახლისა და სტუმრებისთვის განკუთვნილი კოტეჯებისგან შედგება.

და ბოლოს, მიმდინარე წელს დონალდ ტრამპმა 750 ათასი დოლარი დახარჯა საკუთარი მოოქროვილი ვერტმფრენის Sikorsky S-76-ის განახლებისთვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია