მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკა კაციტაძე - რატომ სთხოვდნენ პირს ეღიარებინა არარსებული ტერაქტის განხორციელება, ეს ახალაიამ, კალანდაძემ და სხვებმა უნდა დაასახელონ
კოკა კაციტაძე - რატომ სთხოვდნენ პირს ეღიარებინა არარსებული ტერაქტის განხორციელება, ეს ახალაიამ, კალანდაძემ და სხვებმა უნდა დაასახელონ

თუ რა­ტომ სთხოვ­დნენ ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძეს ეღი­ა­რე­ბი­ნა არარ­სე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უც­ნო­ბია და ეს მო­ტი­ვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თა­ვად გი­ორ­გი კა­ლან­და­ძემ, და­ვით ახა­ლა­ი­ამ და სხვებ­მა და­ა­სა­ხე­ლონ, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კოკა კა­ცი­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძეს აწა­მებ­დნენ ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნით, რომ ეღი­ა­რე­ბი­ნა არარ­სე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუმ­ცა, მათ არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ცნო­ბა ამის შე­სა­ხებ არ გა­აჩ­ნდათ.

"ეს პირი 2012 წლის 28 ივ­ლისს ზუგ­დი­დი­დან მო­ი­ტა­ცეს, პირ­და­პირ წა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც შე­იკ­რიბ­ნენ და­ვით ახა­ლია, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, მე­გის ქარ­და­ვა და რო­მან შა­მა­თა­ვა და ერ­თა­ერ­თი მო­თხოვ­ნა იყო ის, რომ მას უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა თით­ქოს ზუგ­დიდ­ში აპი­რებ­და ტე­როტ­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბას. თუმ­ცა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ არ გა­აჩ­ნდათ არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ცნო­ბა, არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი შედ­გე­ნი­ლი არ იყო და არც დღე­ვან­დე­ლი გა­მო­ძი­ე­ბით არის დად­გე­ნი­ლი, რომ ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძე რა­მის ჩა­დე­ნას აპი­რებ­და", - გა­ნა­ცხა­და კა­ცი­ტა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­თან და არც ერთ პო­ლი­ტი­კოს­თან კო­ბე­რი­ძეს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და ის იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში.

"თუ რა­ტომ გა­ა­კე­თეს ეს, ამის და­სად­გე­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ეს მო­ტი­ვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რომ და­ა­სა­ხე­ლონ თა­ვად გი­ორ­გი კა­ლან­და­ძემ, და­ვით ახა­ლი­ამ და სხვებ­მა, თუ ისი­ნი გა­მო­ცხად­დე­ბი­ან გა­მო­ძი­ე­ბას­თან. დად­გე­ნი­ლია ის, რომ ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძეს აწა­მებ­დნენ ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნით, რომ ეღი­ა­რე­ბი­ნა არარ­სე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუ რა­ტომ იყო მის მი­მართ ასე­თი მო­თხოვ­ნა უც­ნო­ბია და დღემ­დე მის­თვი­საც პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია ეს კი­თხვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კა­ცი­ტა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­ვით ახა­ლა­ია არის ძებ­ნა­ში, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძეს და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია, ამ­ჟა­მად ძებ­ნი­ლი არ არის და და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა ბრალ­დე­ბა, რო­მან შა­მა­თა­ვა სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქმზე იხ­დის სას­ჯელს და მას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­აც­ნო­ბენ ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბას, გი­ორ­გი სა­მუ­შია არის და­კა­ვე­ბუ­ლი და მე­გის ქარ­და­ვა ასე­ვე ძებ­ნა­შია.

რო­გორც კა­ცი­ტა­ძე აცხა­დებს, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის იმ ოთახ­ში, სა­დაც კო­ბე­რი­ძე აწა­მეს, აღ­მო­ჩე­ნი­ლია სის­ხლის ლა­ქე­ბი, რომ­ლის დნმ-იც ემ­თხვე­ვა ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძის სის­ხლის დნმ-ს. კა­ცი­ტა­ძის თქმით, კო­ბე­რი­ძეს­თან გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სი შე­თან­ხმე­ბა, რის შე­დე­გა­დაც 2012 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

კოკა კაციტაძე - რატომ სთხოვდნენ პირს ეღიარებინა არარსებული ტერაქტის განხორციელება, ეს ახალაიამ, კალანდაძემ და სხვებმა უნდა დაასახელონ

კოკა კაციტაძე - რატომ სთხოვდნენ პირს ეღიარებინა არარსებული ტერაქტის განხორციელება, ეს ახალაიამ, კალანდაძემ და სხვებმა უნდა დაასახელონ

თუ რატომ სთხოვდნენ ელბერტ კობერიძეს ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება უცნობია და ეს მოტივები საინტერესო იქნება თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალაიამ და სხვებმა დაასახელონ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუმცა, მათ არანაირი ოპერატიული ცნობა ამის შესახებ არ გააჩნდათ.

"ეს პირი 2012 წლის 28 ივლისს ზუგდიდიდან მოიტაცეს, პირდაპირ წამოიყვანეს თბილისში, სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც შეიკრიბნენ დავით ახალია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა და ერთაერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მას უნდა ეღიარებინა თითქოს ზუგდიდში აპირებდა ტეროტრისტული აქტის მოწყობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით მათ არ გააჩნდათ არანაირი ოპერატიული ცნობა, არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი შედგენილი არ იყო და არც დღევანდელი გამოძიებით არის დადგენილი, რომ ელბერტ კობერიძე რამის ჩადენას აპირებდა", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და არც ერთ პოლიტიკოსთან კობერიძეს შეხება არ ჰქონია და ის იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში.

"თუ რატომ გააკეთეს ეს, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ეს მოტივები საინტერესო იქნება, რომ დაასახელონ თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალიამ და სხვებმა, თუ ისინი გამოცხადდებიან გამოძიებასთან. დადგენილია ის, რომ ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუ რატომ იყო მის მიმართ ასეთი მოთხოვნა უცნობია და დღემდე მისთვისაც პასუხგაუცემელია ეს კითხვები", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, დავით ახალაია არის ძებნაში, გიორგი კალანდაძეს დატოვებული აქვს ქვეყნის ტერიტორია, ამჟამად ძებნილი არ არის და დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება, რომან შამათავა სხვა სისხლის სამართლის საქმზე იხდის სასჯელს და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნობენ ბრალდების დადგენილებას, გიორგი სამუშია არის დაკავებული და მეგის ქარდავა ასევე ძებნაშია.

როგორც კაციტაძე აცხადებს, სამხედრო პოლიციის იმ ოთახში, სადაც კობერიძე აწამეს, აღმოჩენილია სისხლის ლაქები, რომლის დნმ-იც ემთხვევა ელბერტ კობერიძის სისხლის დნმ-ს. კაციტაძის თქმით, კობერიძესთან გაფორმდა საპროცესი შეთანხმება, რის შედეგადაც 2012 წლის 8 ოქტომბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ