პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მასშტაბური შეთქმულებები საქართველოს ისტორიაში
ყველაზე მასშტაბური შეთქმულებები საქართველოს ისტორიაში

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას მუ­დამ ახ­ლდა აჯან­ყე­ბე­ბი, შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი, რად­გან ისი­ნი არა­სო­დეს ეგუ­ე­ბოდ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვა­სა თუ უცხო მმარ­თვე­ლის ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ სა­ქარ­თვე­ლოს ყოფ­ნას.

ამას გარ­და, ის­ტო­რი­ას ახ­სოვს არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი შეთ­ქმუ­ლე­ბას აწყობ­დნენ არა რო­მე­ლი­მე დამ­პყრო­ბე­ლის და მტრის, არა­მედ თა­ვად ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

მი­უ­ხე­და­ვად ამ შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სი­სა, ბევ­რი მათ­გა­ნი კრა­ხით სრულ­დე­ბო­და, თუმ­ცა ისი­ნი ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებს შე­მორ­ჩა და ეს მოვ­ლე­ნე­ბი დღე­საც გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

AMBEBI.GE-მ ის­ტო­რი­კო­სებს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა სთხო­ვა.

1832 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბა

"შეთ­ქმუ­ლე­ბა არის ერთჯე­რა­დი მოქ­მე­დე­ბა მი­მარ­თუ­ლი რო­მე­ლი­მე ჩი­ნოვ­ნი­კის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც მიზ­ნად მის მკვლე­ლო­ბას ისა­ხავს, ხოლო 1832 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გი არ იყო", - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე.

"ამ ე.წ. შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო მა­შინ­დე­ლი მო­წი­ნა­ვე, პატ­რი­ო­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა. ამი­ტომ ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა უფრო იყო, ვიდ­რე შეთ­ქმუ­ლე­ბა, რად­გან მა­შინ­დელ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლამ იცო­და ამ შეთ­ქმუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ამი­ტომ ეს არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც ჰქვია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა.

1832 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბა იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში. ამ მოვ­ლე­ნას ჰქონ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლია, სამ­წუ­ხა­როდ, შეთ­ქმუ­ლე­ბა გას­ცეს, მისი მო­თა­ვე­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კაცი და­ა­პა­ტიმ­რეს. შე­იქ­მნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, სა­დაც და­კი­თხეს 145-ზე მეტი, აქე­დან 38 კაცს მი­უ­სა­ჯეს სხვა­დას­ხვა ვა­დით გა­და­სახ­ლე­ბა ციმ­ბი­რი­სა და შიდა რუ­სე­თის შო­რე­ულ გუ­ბერ­ნი­ებ­ში.

ალ­ბათ მალე დად­გე­ბა დრო, როცა 1832 წლის მოვ­ლე­ნებს შეთ­ქმუ­ლე­ბას აღარ ვუ­წო­დებთ. 1832 წლის მოვ­ლე­ნე­ბის მხო­ლოდ ვიწ­რო სა­ხე­ლი - შეთ­ქმუ­ლე­ბა და­ამ­კვიდ­რა რუ­სულ­მა მო­ნარ­ქის­ტულ­მა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ამ, მერე ეს გა­ი­ზი­ა­რა ქარ­თულ­მა და რუ­სულ­მა საბ­ჭო­თა მაქრსის­ტულ­მა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ამ.

უნ­დო­დათ, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე­მას­შტა­ბი­ან, არა­სე­რი­ო­ზულ გა­მოს­ვლად მი­ეჩ­ნი­ათ, არა­და ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა."

პა­ა­ტა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის შეთ­ქმუ­ლე­ბა

პა­ა­ტა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის 1765 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბა და­გეგ­მი­ლი იყო ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის, ერეკ­ლე მე­ო­რის წი­ნა­აღ­მდეგ. მათ სურ­დათ მეფე ერეკ­ლეს გა­დაგ­დე­ბა და პა­ა­ტა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის გა­მე­ფე­ბა. შეთ­ქმუ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ვინ­მე მარ­კო­ზაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში (მარ­კო­ზაშ­ვი­ლის დარ­ბა­ზი), სა­დაც ცხოვ­რობ­და პა­ა­ტა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. ამის გამო მათ "მარ­კო­ზაშ­ვი­ლის დარ­ბა­ზელ­ნი" ეწო­დათ. სა­ბო­ლო­ოდ, შეთ­ქმუ­ლე­ბა გას­ცა ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ერეკ­ლე მე­ო­რემ კი შეთ­ქმუ­ლე­ბის წევ­რე­ბი მკაც­რად და­სა­ჯა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის და მე­ცხრა­მე­ტე-მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში მომ­ხდარ შეთ­ქმუ­ლე­ბა-აჯან­ყე­ბებს ის­ტო­რი­კო­სი გელა ქის­ტა­უ­რი ასა­ხე­ლებს:

მე­ცხრა­მე­ტე-მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი

ძი­რი­თა­დად, ასე­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ეწყო­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ასე­თი იყო 1924 წლის აჯან­ყე­ბა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, 1812 წლის მთი­ა­ნე­თის აჯან­ყე­ბა, 1804 წლის მთი­უ­ლე­თის აჯან­ყე­ბა, სამ­გე­რე­ლო-იმე­რე­თი-გუ­რი­ის გა­მოს­ვლა 1819-1820 წლებ­ში.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შეთ­ქმუ­ლე­ბა

ამ პე­რი­ო­დის ცნო­ბილ და მნიშ­ვნე­ლო­ვან შეთ­ქმუ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კოხ­ტას­თა­ვის შეთ­ქმუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 1245 წელს მოხ­და. ეს იყო ქარ­თველ დი­დე­ბულ­თა შეთ­ქმუ­ლე­ბა მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი თან­მხდე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი მე­ცხრა­მე­ტე-მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მე­ფის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეწყო­ბო­და. ამის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ მა­გა­ლი­თად კი 1832 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბას მი­იჩ­ნე­ვენ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ყველაზე მასშტაბური შეთქმულებები საქართველოს ისტორიაში

ყველაზე მასშტაბური შეთქმულებები საქართველოს ისტორიაში

ქართველი ხალხის ცხოვრებას მუდამ ახლდა აჯანყებები, შეთქმულებები, რადგან ისინი არასოდეს ეგუებოდნენ დამოუკიდებლობის დაკარგვასა თუ უცხო მმართველის ბატონობის ქვეშ საქართველოს ყოფნას.

ამას გარდა, ისტორიას ახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ქართველები შეთქმულებას აწყობდნენ არა რომელიმე დამპყრობელის და მტრის, არამედ თავად ქართველი მეფეების წინააღმდეგ.

მიუხედავად ამ შეთქმულებების ფორმისა და შინაარსისა, ბევრი მათგანი კრახით სრულდებოდა, თუმცა ისინი ისტორიის ფურცლებს შემორჩა და ეს მოვლენები დღესაც განხილვის საგანია.

AMBEBI.GE-მ ისტორიკოსებს ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი შეთქმულებების დასახელება სთხოვა.

1832 წლის შეთქმულება

"შეთქმულება არის ერთჯერადი მოქმედება მიმართული რომელიმე ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად მის მკვლელობას ისახავს, ხოლო 1832 წლის შეთქმულება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის საიდუმლო მოლაპარაკების შედეგი არ იყო", - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე.

"ამ ე.წ. შეთქმულებაში ჩართული იყო მაშინდელი მოწინავე, პატრიოტული საზოგადოების უმეტესობა. ამიტომ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა უფრო იყო, ვიდრე შეთქმულება, რადგან მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ყველამ იცოდა ამ შეთქმულების შესახებ, ამიტომ ეს არის მაღალი ხარისხის პოლიტიკური მოვლენა, რომელსაც ჰქვია საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა.

1832 წლის შეთქმულება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მეცხრამეტე საუკუნეში. ამ მოვლენას ჰქონდა ფართომასშტაბიანი ჩანაფიქრი, თუმცა როგორც ცნობილია, სამწუხაროდ, შეთქმულება გასცეს, მისი მოთავეები, რამდენიმე ათეული კაცი დააპატიმრეს. შეიქმნა საგამოძიებო კომისია, სადაც დაკითხეს 145-ზე მეტი, აქედან 38 კაცს მიუსაჯეს სხვადასხვა ვადით გადასახლება ციმბირისა და შიდა რუსეთის შორეულ გუბერნიებში.

ალბათ მალე დადგება დრო, როცა 1832 წლის მოვლენებს შეთქმულებას აღარ ვუწოდებთ. 1832 წლის მოვლენების მხოლოდ ვიწრო სახელი - შეთქმულება დაამკვიდრა რუსულმა მონარქისტულმა ისტორიოგრაფიამ, მერე ეს გაიზიარა ქართულმა და რუსულმა საბჭოთა მაქრსისტულმა ისტორიოგრაფიამ.

უნდოდათ, ეს პოლიტიკური მოვლენა რაც შეიძლება მცირემასშტაბიან, არასერიოზულ გამოსვლად მიეჩნიათ, არადა ეს იყო სერიოზული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა."

პაატა ბატონიშვილის შეთქმულება

პაატა ბატონიშვილის 1765 წლის შეთქმულება დაგეგმილი იყო ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის წინააღმდეგ. მათ სურდათ მეფე ერეკლეს გადაგდება და პაატა ბატონიშვილის გამეფება. შეთქმულები იკრიბებოდნენ ვინმე მარკოზაშვილის ბინაში (მარკოზაშვილის დარბაზი), სადაც ცხოვრობდა პაატა ბატონიშვილი. ამის გამო მათ "მარკოზაშვილის დარბაზელნი" ეწოდათ. საბოლოოდ, შეთქმულება გასცა ერთ-ერთმა წევრმა, ერეკლე მეორემ კი შეთქმულების წევრები მკაცრად დასაჯა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში შუა საუკუნეების და მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში მომხდარ შეთქმულება-აჯანყებებს ისტორიკოსი გელა ქისტაური ასახელებს:

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის შეთქმულებები

ძირითადად, ასეთი ფართომასშტაბიანი შეთქმულებები მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ეწყობოდა. მაგალითად, ასეთი იყო 1924 წლის აჯანყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონაწილეობით, 1812 წლის მთიანეთის აჯანყება, 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, სამგერელო-იმერეთი-გურიის გამოსვლა 1819-1820 წლებში.

შუა საუკუნეების შეთქმულება

ამ პერიოდის ცნობილ და მნიშვნელოვან შეთქმულებად შეიძლება ჩაითვალოს შუა საუკუნეებში კოხტასთავის შეთქმულება, რომელიც 1245 წელს მოხდა. ეს იყო ქართველ დიდებულთა შეთქმულება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ.

ისტორიკოსები თანმხდებიან, რომ ყველაზე სერიოზული და ფართომასშტაბიანი შეთქმულებები  მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში, მეფის რუსეთის წინააღმდეგ ეწყობოდა. ამის ყველაზე მასშტაბურ მაგალითად კი 1832 წლის შეთქმულებას მიიჩნევენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია