პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამების ფაქტზე ახალაია, ქარდავა, კალანდაძე და შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ
წამების ფაქტზე ახალაია, ქარდავა, კალანდაძე და შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და წა­მე­ბის ფაქ­ტზე ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ახა­ლა­ია, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მე­გის ქარ­და­ვა და შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რო­მან შა­მა­თა­ვა. ასე­ვე შს სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ორ­გი სა­მუ­შია და­კა­ვე­ბულ იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით გახ­სნი­ლია და­ვით ახა­ლა­ი­ას, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის, მე­გის ქარ­და­ვას და რო­მან შა­მა­თა­ვას ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და წა­მე­ბის ფაქ­ტი და დად­გე­ნი­ლია, რომ 2012 წლის 28 ივ­ლისს, ქ.ზუგ­დიდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა - გი­ორ­გი სა­მუ­ში­ამ, ამ დრო­ის­თვის და­უდ­გე­ნელ 2 პირ­თან ერ­თად ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, ისე რომ არ არ­სე­ბობ­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძეს, იძუ­ლე­ბით ჩას­ვა თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ ა/ამან­ქა­ნა­ში, და­ა­დო ხელ­ბორ­კი­ლი, თავ­ზე ჩა­მო­აც­ვა ტო­მა­რა და გა­და­იყ­ვა­ნა ქ.თბი­ლის­ში, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ამ­წყვდი­ეს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის ერთ-ერთ ოთახ­ში.

მე­ო­რე დღეს, 29 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში, ზუგ­დი­დან მო­ტა­ცე­ბულ და ოთახ­ში დამ­წყვდე­ულ ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძეს­თან შე­სახ­ვედ­რად შე­იკ­რიბ­ნენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე - და­ვით ახა­ლა­ია, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე - გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი - მე­გის ქარ­და­ვა და შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - რო­მან შა­მა­თა­ვა, რომ­ლებ­მაც არარ­სე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბის მო­თხოვ­ნით, ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძეს და­უ­წყეს ცემა წა­მე­ბა, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბო­და რა­მო­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კერ­ძოდ, მას არა­ერ­თხელ შე­ას­ხუ­რეს მხუ­თა­ვი აირი, გა­გუდ­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბის მიზ­ნით თავ­ზე ჩა­მო­აც­ვეს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი და და­აგ­დეს ძირს, წაქ­ცე­ულს უმო­წყა­ლოდ სცე­მეს ფე­ხე­ბი­თა და ხელ­კე­ტე­ბით, ემუქ­რე­ბოდ­ნენ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით, თავ­ზე აჭერ­დნენ ფეხს და მი­მარ­თავ­დნენ ყვე­ლა ხერ­ხს, რათა ე.კო­ბე­რი­ძეს რე­ა­ლუ­რად აღექ­ვა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის საფრ­თხე. წა­მე­ბი­სას ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძე გახ­და ცუ­დად და და­კარ­გა გო­ნე­ბა, რა დრო­საც უგო­ნოდ მყო­ფი გა­იყ­ვა­ნეს ამა­ვე შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე სხვა ოთახ­ში და და­ტო­ვეს ხელ­ზე ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი, სა­დაც 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ყავ­დათ უკა­ნო­ნოდ გა­მომ­წყვდე­უ­ლი.

მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.კო­ბე­რი­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბი იყო ოჯა­ხი­სათ­ვის, რის გა­მოც მათ და­სახ­მა­რებ­ლად პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გას­ცემ­და. 2012 წლის 6 აგ­ვის­ტოს, ნა­წა­მე­ბი და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ე.კო­ბე­რი­ძე, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც ხელ­ბორ­კი­ლით მი­ა­ბეს სა­წოლ­ზე, და­ა­წე­სეს მას­ზე მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის შე­ნიღბვის მიზ­ნით იგი და­ა­რე­გის­ტრი­რეს ელ­დარ მა­მა­ლა­ძის სა­ხე­ლით.

2012 წლის 13 აგ­ვის­ტოს, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­წე­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ე.კო­ბე­რი­ძე გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში და და­ტო­ვეს ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­დაც ის თით­ქოს­და 8 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მა­რი­ხუ­ა­ნას" უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა პო­ლი­ცი­ამ. 2012 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ე.კო­ბე­რი­ძემ და­ტო­ვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ოჯა­ხის­თვის უც­ნო­ბი რჩე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ და­ვით ახა­ლა­ია, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, მე­გის ქარ­და­ვა და რო­მან შა­მა­თა­ვა, ხოლო შს სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ორ­გი სა­მუ­შია და­კა­ვე­ბულ იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, მე-4 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 1441-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "ბ", ასე­ვე მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

წამების ფაქტზე ახალაია, ქარდავა, კალანდაძე და შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

წამების ფაქტზე ახალაია, ქარდავა, კალანდაძე და შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

მთავარმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცა. უფრო კონკრეტულად, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. ასევე შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

"ჩატარებული გამოძიებით გახსნილია დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას ორგანიზებით განხორციელებული მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტი და დადგენილია, რომ 2012 წლის 28 ივლისს, ქ.ზუგდიდში, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა - გიორგი სამუშიამ, ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს, იძულებით ჩასვა თავის სამსახურებრივ ა/ამანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა ქ.თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.

მეორე დღეს, 29 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდან მოტაცებულ და ოთახში დამწყვდეულ ელბერდ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე - დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე - გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი - რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, ელბერდ კობერიძეს დაუწყეს ცემა წამება, რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში, კერძოდ, მას არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს ძირს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს და მიმართავდნენ ყველა ხერხს, რათა ე.კობერიძეს რეალურად აღექვა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. წამებისას ელბერდ კობერიძე გახდა ცუდად და დაკარგა გონება, რა დროსაც უგონოდ მყოფი გაიყვანეს ამავე შენობაში მდებარე სხვა ოთახში და დატოვეს ხელზე ბორკილდადებული, სადაც 8 დღის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული.

მთელი ამ დროის განმავლობაში ე.კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისათვის, რის გამოც მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, არცერთი სახელმწიფო ორგანო გატაცებული ელბერდ კობერიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა. 2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები და უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.კობერიძე, სამხედრო პოლიციის შენობიდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე, დააწესეს მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით იგი დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის სახელით.

2012 წლის 13 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალობის შემდეგ ე.კობერიძე გადაიყვანეს თბილისში და დატოვეს ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე. სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ. 2012 წლის 8 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ე.კობერიძემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი რჩებოდა.

აღნიშნულ საქმეზე, დღეს, საქართველოს პროკურატურის მიერ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ", ასევე მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია