უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს "აკაჩავებენ" - აკაკი მინაშვილი

უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს "აკაჩავებენ" - აკაკი მინაშვილი

უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს "აკაჩავებენ", რათა მათ საკუთარი მოსაზრებები ხმამაღლა არ დააფიქსირონ, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს რეაგირებისაკენ მოუწოდა.

"მოგეხსენებათ, გუშინ, ქუთაისის მერიასთან ბაღის თანამშრომლების აქცია გაიმართა. ისინი ითხოვდნენ, როგორც ხელფასების მომატებას, ასევე უკეთეს პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბაღებში რეფორმების გატარებით ტრაბახობთ, როგორც ვხედავთ, რეალური შედეგი ჯერ არ დამდგარა. დღეს ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მაგალითად, #17 ბაგა-ბაღში მერიის წარმომადგენლები, რომლებიც ბაგა-ბაღებს ზედამხედველობენ, მივიდნენ, როგორც ბაღის გამგესთან, ასევე თანამშრომლებთან და "აკაჩავებენ", რათა თავიანთი პოზიცია არ გამოხატონ.

მინდა მოვუწოდო ადამიანის უფლებათა კომიტეტს, მიხედოს ამ საკითხს, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც ილუზია, არც დიდი იმედი არ მაქვს, რომ რეალურად რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება პარლამენტის ან ხელისუფლების მხრიდან, რათა მსგავსი დარღვევა არ მოხდეს. ამის დასტურია ის სამი წელი, ადამიანების მიმართ ის უდიერი ქცევა, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს", - განაცხადა მინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."