მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე თბილისის მერს, დავით ნარმანიას სოციალურ ქსელში მიმართავს. სასულიერო პირი მერიის მილიონი ხის პროექტს ეხმაურება:
"ე.ი. რა მინდოდა მეთქვა ნარგ-მანიაზე:
წელიწადში ნახევარი მილიონი ხეო.
1. როგორც გავარკვიე მანძილი ხეებს შორის თურმე 5 მეტრი უნდა იყოს
2. შესაბამისად ერთ ხეს ჭირდება დაახლოებით 6 კვ.მ
3. ანუ ხეები დაირგო 6X500 000=3 000 000 კვ.მეტრზე
4. 3 მილიონი კვადრატული მეტრი 3 ათასი კვადრატული კილომეტრია
მეშლება რამე?
შემდეგ:
5. თბილისის ფართობია 350 კვ.კმ.
6. მე ვიყო ნარმანია! სად იპოვე, შე გამოპანორამებულო, ხის დასარგავად ამდენი ადგილი?
გავაგრძელოთ.
7. წელიწადშიო! წელიწადშიო კაცოო! ანუ 365 დღეში
8. შე ჩემის დანერგილო - 500 000 : 365 = 1370 ხე დღეში
სამი რამ მაკვირვებს ამ ქვეყანაზე: საპატრიარქოს ბუღალტერია, ევკლიდეს გეომეტრია და გუგული მაღრაძის არითმეტიკა.. ისე, მეოთხეც საკმაოდ საკვირველია: თბილისის მერიის ბოტანიკა..", - წერს ილია ვაშაკიძე.