პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასწორი დიაგნოზი, თუ ექიმების გულგრილობა - 50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა
არასწორი დიაგნოზი, თუ ექიმების გულგრილობა - 50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

ხში­რად ცდე­ბი­ან თუ არა ექი­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ეს შე­კი­თხვა გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რი გახ­და გა­სულ კვი­რას, 8 წლის ბუკა ნი­კუ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ - ბავ­შვის მშობ­ლე­ბი ექიმს დი­აგ­ნო­ზის არას­წო­რად დას­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გა­სულ კვი­რას ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­და­იც­ვა­ლა 3 წლის გო­გო­ნა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­ტა­რას ჩუ­ტყვა­ვი­ლა ჰქონ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას დე­დამ პე­დი­ატრს დრო­უ­ლად მი­მარ­თა, თუმ­ცა ექიმ­მა ბავ­შვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა.

სამ­წუ­ხა­როდ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ექი­მე­ბის ქმე­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სცილ­დე­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა. ექი­მის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე "უწყი­ნა­რი" შეც­დო­მაც კი, იქ­ნე­ბა ეს სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არას­წო­რად წარ­მო­ე­ბა თუ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის­თვის ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს.

თე­მურ პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე: - ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის ნა­წი­ლი შე­ი­ცავს პრე­ტენ­ზი­ებს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რის­ხის მი­მართ, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ჩივ­რე­ბი ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს ეხე­ბა - პა­ცი­ენ­ტე­ბი ან მათი ახ­ლობ­ლე­ბი მოგ­ვმარ­თა­ვენ სა­ჩივ­რით მა­შინ, როცა გან­მე­ო­რე­ბით დგე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და აქვთ პრე­ტენ­ზია წინა პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­მართ. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­კი­თხის შეს­წავ­ლა ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. თუ სა­ჭი­რო ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის და­ზუს­ტე­ბა, ამას ერ­თვის ექი­მე­ბის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა. ჩვენ ვად­გენთ, რამ­დე­ნად იყო და­ცუ­ლი ექი­მე­ბის ქმე­დე­ბი­სას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­წე­რი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი.

ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რამე ხარ­ვე­ზის გა­მო­სავ­ლე­ნად ვიშ­ვე­ლი­ებთ დარ­გის ექ­სპერ­ტებს. რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი აფა­სებს კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მის ქმე­დე­ბას და შემ­დეგ ეს სა­კი­თხი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თია და მისი წევ­რე­ბი არი­ან ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი და ა.შ. რა თქმა უნდა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის შეს­წავ­ლი­სას იკ­ვე­თე­ბა ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც სცილ­დე­ბა ექი­მის პრო­ფე­სი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ეგ­ზავ­ნე­ბა. ასე­ვე არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კონ­კრე­ტულ საქ­მეს პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი.

- 8 წლის ბუკა ნი­კუ­რა­ძის საქ­მეს თუ იც­ნობს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ ამ ეტაპ­ზე?

ნინო ხუ­ციშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

- გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვი­წყეთ ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა. ამ ეტაპ­ზე დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­რე­ცენ­ზი­ოდ არის გაგ­ზავ­ნი­ლი.

ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჯერ­ჯე­რო­ბით, მშობ­ლებს წე­რი­ლო­ბით არ მო­უ­მარ­თავთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამ ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოგ­ვმარ­თა­ვენ, სა­კითხს კი­დევ ერთხელ შე­ვის­წავ­ლით.

- არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ? მშობ­ლებს აქვთ პრე­ტენ­ზია, რომ ექიმ­მა ბავ­შვს მცდა­რად და­უს­ვა დი­აგ­ნო­ზი და 8 წლის ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა არას­წორ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

- არის იმ პე­რი­ო­დის დო­კუ­მენ­ტა­ცია, როცა ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. ამის შემ­დეგ, რამ­დე­ნა­დაც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, პა­ცი­ენ­ტი თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. საკ­მა­ოდ დიდი დროა გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც ის იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იწვა. მა­შინ მცდარ დი­აგ­ნოზ­ზე არ იყო ლა­პა­რა­კი, პრე­ტენ­ზია ეხე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რისხს და იმას, თუ რა­ტომ დამ­ძიმ­და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა დი­აგ­ნოზს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახლა მშობ­ლე­ბი თურ­ქეთ­ში გა­კე­თე­ბულ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით აპე­ლი­რე­ბენ. უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ჩვენ­თან ამ ტი­პის მო­მარ­თვა და მას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო დას­კვნა - რე­ცენ­ზია, რთუ­ლია რა­მის წი­ნას­წარ თქმა.

თე­მურ პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი: - გვა­მის პა­თა­ნა­ტო­მი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­დაც­ვლი­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბა. ამის გა­რე­შე რთუ­ლია გან­სა­ზღვრო, რამ­დე­ნად იყო პა­ცი­ენ­ტის­ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ექი­მის არას­წო­რი ქმე­დე­ბა.

- რა არის ყვე­ლა­ზე ხში­რად ექი­მე­ბის შეც­დო­მის მი­ზე­ზი - გულ­გრი­ლო­ბა, და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია...

- დღეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის გან­სა­ზღვრა გა­ცი­ლე­ბით იო­ლია. რა თქმა უნდა, ექი­მე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია სა­სურ­ვე­ლია, იყოს უფრო მა­ღა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, თუმ­ცა იქაც არი­ან ექი­მე­ბი, რომ­ლებ­საც ბევ­რი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა ინატ­რებ­და.

- იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩუ­ტყვა­ვი­ლას დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლილ ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით რა ცნო­ბე­ბი გაქვთ? გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შემ­თხვე­ვა­შიც იკ­ვე­თე­ბა პე­დი­ატ­რის გა­დაც­დო­მა, რო­მელ­მაც გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე არა­ჯე­როვ­ნად შე­ა­ფა­სა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

არასწორი დიაგნოზი, თუ ექიმების გულგრილობა - 50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

არასწორი დიაგნოზი, თუ ექიმების გულგრილობა - 50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

ხშირად ცდებიან თუ არა ექიმები საქართველოში? - ეს შეკითხვა განსაკუთრებით მძაფრი გახდა გასულ კვირას, 8 წლის ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების შემდეგ - ბავშვის მშობლები ექიმს დიაგნოზის არასწორად დასმაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა 3 წლის გოგონა. წინასწარი მონაცემებით, პატარას ჩუტყვავილა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედამ პედიატრს დროულად მიმართა, თუმცა ექიმმა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ექიმების ქმედება პროფესიულ პასუხისმგებლობას სცილდება და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ექიმის მიერ დაშვებული ყველაზე "უწყინარი" შეცდომაც კი, იქნება ეს სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოება თუ კონკრეტულ მომენტში გამოჩენილი გულგრილობა, შესაძლოა, პაციენტისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს.

თემურ პირველაშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე: - ჩვენთან შემოსული საჩივრების ნაწილი შეიცავს პრეტენზიებს ჩატარებული მკურნალობის ხარისხის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში კი საჩივრები ფინანსურ საკითხებს ეხება - პაციენტები ან მათი ახლობლები მოგვმართავენ საჩივრით მაშინ, როცა განმეორებით დგება მკურნალობის საჭიროება და აქვთ პრეტენზია წინა პერიოდში ჩატარებული მკურნალობის მიმართ. ყველა შემთხვევაში საკითხის შესწავლა ხდება სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ საჭირო ხდება გარკვეული საკითხების დაზუსტება, ამას ერთვის ექიმების ახსნა-განმარტება. ჩვენ ვადგენთ, რამდენად იყო დაცული ექიმების ქმედებისას კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნები.

ექიმის საქმიანობაში რამე ხარვეზის გამოსავლენად ვიშველიებთ დარგის ექსპერტებს. რამდენიმე ექსპერტი აფასებს კონკრეტული ექიმის ქმედებას და შემდეგ ეს საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და მისი წევრები არიან ჯანდაცვის მინისტრი, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები და ა.შ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ფაქტის შესწავლისას იკვეთება ქმედება, რომელიც სცილდება ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტაცია სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება. ასევე არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ საქმეს პარალელურად სწავლობენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და სამართალდამცავი ორგანოები.

- 8 წლის ბუკა ნიკურაძის საქმეს თუ იცნობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე?

ნინო ხუციშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი:

- გარკვეული ხნის წინ პაციენტის მშობლის მომართვის საფუძველზე დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. ამ ეტაპზე დოკუმენტაცია სარეცენზიოდ არის გაგზავნილი.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ჯერჯერობით, მშობლებს წერილობით არ მოუმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით მოგვმართავენ, საკითხს კიდევ ერთხელ შევისწავლით.

- არსებული გარემოებებით რისი თქმა შეგიძლიათ? მშობლებს აქვთ პრეტენზია, რომ ექიმმა ბავშვს მცდარად დაუსვა დიაგნოზი და 8 წლის ბიჭის მდგომარეობის დამძიმება არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია.

- არის იმ პერიოდის დოკუმენტაცია, როცა ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. ამის შემდეგ, რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს. საკმაოდ დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ის იაშვილის კლინიკაში იწვა. მაშინ მცდარ დიაგნოზზე არ იყო ლაპარაკი, პრეტენზია ეხებოდა მკურნალობის ხარისხს და იმას, თუ რატომ დამძიმდა ბავშვის მდგომარეობა. რაც შეეხება დიაგნოზს, სავარაუდოდ, ახლა მშობლები თურქეთში გაკეთებულ კვლევაზე დაყრდნობით აპელირებენ. უნდა წარმოადგინონ ჩვენთან ამ ტიპის მომართვა და მას გავითვალისწინებთ. ვიდრე არ იქნება საბოლოო დასკვნა - რეცენზია, რთულია რამის წინასწარ თქმა.

თემურ პირველაშვილი: - გვამის პათანატომიური გამოკვლევისთვის აუცილებელია გარდაცვლილის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ამის გარეშე რთულია განსაზღვრო, რამდენად იყო პაციენტის­ გარდაცვალების მიზეზი ექიმის არასწორი ქმედება.

- რა არის ყველაზე ხშირად ექიმების შეცდომის მიზეზი - გულგრილობა, დაბალი კვალიფიკაცია...

- დღეს გაცილებით მეტია ტექნოლოგიური შესაძლებლობა, შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრა გაცილებით იოლია. რა თქმა უნდა, ექიმების კვალიფიკაცია სასურველია, იყოს უფრო მაღალი, განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა იქაც არიან ექიმები, რომლებსაც ბევრი წამყვანი კლინიკა ინატრებდა.

- იაშვილის კლინიკაში ჩუტყვავილას დიაგნოზით გარდაცვლილ ბავშვთან დაკავშირებით რა ცნობები გაქვთ? გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც იკვეთება პედიატრის გადაცდომა, რომელმაც გოგონას მდგომარეობა დაავადების განვითარების პირველ ეტაპზე არაჯეროვნად შეაფასა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია