საახალწლო კონცერტის გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა. თუ შარშანდელ საახალწლო კონცერტზე მომღერლები იმის მიხედვით შეარჩიეს, ვის შეეძლო ცოცხლად სიმღერა და ვის - არა, წლევანდელი კონცერტის კონცეფცია ასეთია - სცენა ახალგაზრდა შემსრულებლებს ეთმობა. თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტეფანე მღბრიშვილი ეხმაურება.
"(არ გეგონოთ რომ კონცერტზე გამოსვლა მინდა, თავად რომ ვაკეთებდი, არ გამოვდიოდი) უბრალოდ ახალგაზრდა რამდენ წლამდე ითვლება? ))))
მივესალმები ჩემს ხანდაზმულ კოლეგებს და მეგობრებს! )))", - წერს სტეფანე.