საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ღამით პარიზში პირველად დავუკარი შენს კონცერტზე..." - ხატია ბუნიათიშვილის ემოციური წერილი "ქოლდფლეის" სოლისტს
"გუშინ ღამით პარიზში პირველად დავუკარი შენს კონცერტზე..." -  ხატია ბუნიათიშვილის ემოციური წერილი "ქოლდფლეის" სოლისტს

"ძვირ­ფა­სო კრის,

გუ­შინ ღა­მით პა­რიზ­ში პირ­ვე­ლად და­ვუ­კა­რი შენს კონ­ცერ­ტზე.

გუ­შინ ღა­მით პირ­ვე­ლად ტე­რაქ­ტის შემ­დეგ ვიგ­რძე­ნი პა­რი­ზის გუ­ლის­ცე­მა, რო­მელ­მაც არ იცო­და რა აერ­ჩია სიყ­ვა­რუ­ლი თუ სი­ძულ­ვი­ლი.

გუ­შინ ღა­მით პირ­ვე­ლად ცა­მე­ტი ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ვიგ­რძე­ნი სის­ხლი რო­გორ მო­მაწ­ვა გულ­ზე და შე­მეძ­ლო გა­ცე­მაც და მი­ღე­ბაც. შენ­მა მუ­სი­კამ, შენ­მა უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბამ გიყ­ვარ­დეს ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა გა­ხა­და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ჯა­როდ ვი­დე­ქი უცხო ად­მა­ი­ა­ნებ­თან და სი­ახ­ლო­ვეს ვგრძნობ­დი მათ­თან, ვცეკ­ვავ­დით, ვტი­რო­დით, ჩვენ არ გვწყუ­რო­და შუ­რის­ძი­ე­ბა, ჩვენ გვწყუ­რო­და სიყ­ვა­რუ­ლი. ჩვე­ნი ერ­თნი ვი­ყა­ვით.

გუ­შინ ღა­მით ეს პა­რიზ­ში მოხ­და...

წარ­მო­გიდ­გე­ნია, არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ხალ­ხს ეკ­რძა­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, ცეკ­ვა, სი­ცი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა, იმი­ტომ, ორმ დიქ­ტა­ტო­რე­ბი და ტე­რო­რის­ტე­ბი არ აძ­ლე­ვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. მათ სჯი­ან, კლა­ვენ, აწა­მე­ბენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის კი­ვი­ლი ამო­უშ­ვეს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბი­სას გა­ნიც­დის, პირ­ველ წა­მებ­ში, რო­დე­საც დე­დის მუც­ლი­დან სამ­ყა­როს ევ­ლი­ნე­ბა და ამ სა­ო­ცა­რი სამ­ყა­როს ჰა­ერს ჩა­ი­სუნ­თქავს. ვიცი, რომ შენ ამ სი­სას­ტი­კეს არა ხმლით, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლით ებ­რძვი.

სა­ნამ ში­ნა­გა­ნად გა­ყი­ნუ­ლი ვუს­მენ­დი A Head full of dreams სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­ვა­ბი­ჯე სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ჟან­რე­ბის აღ­რე­ვა­ში, შე­დე­გად შენ გა­აქ­რე სტი­ლი და მუ­სი­კა სა­მუ­და­მო გა­ხა­დე ჩარ­ჩო­ე­ბის გა­რე­შე. შენ არ გიც­დია მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის შექ­მნა, ყვე­ლა­ფერს გა­უ­ღე კარი - სა­სო­წარ­კვე­თას, იმედს, იმედ­გაც­რუ­ე­ბას, სიბ­რა­ზეს, სიყ­ვა­რულს. სა­სო­წარ­კვე­თის გა­რე­შე იმე­დი არ ჩნდე­ბა და სიბ­ნე­ლის გა­რე­შე სი­ნათ­ლე არ ფა­სობს. მუ­სი­კამ ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­მო­აღ­ვი­ძა ჩემ­ში ისე, რომ ვერც გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე რო­მე­ლი მათ­გა­ნი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და სა­ბო­ლო­ოდ ვიგ­რძე­ნი რო­გორ და­ი­წყო სის­ხლმა სხე­ულ­ში მოძ­რა­ო­ბა. მე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი. ვიგ­რძე­ნი, რომ სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ, იმე­დიც არ­სე­ბობს.

მად­ლო­ბა, რომ ამ ალ­ბო­მის ნა­წი­ლი გამ­ხა­დაე. რო­დე­საც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზე, შენ სა­კუ­თა­რი ღრმა მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს კარი გა­მი­ღე და და­მეხ­მა­რე რო­გორ გე­ნი­ა­ლუ­რი მენ­ტო­რი, რომ ჩემი სამ­ყა­როს კარი გა­მეხ­სნა. შენ და­მარ­წმუ­ნე, რომ რო­დე­საც ორი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს კარი იღე­ბა და ერ­თად ხდე­ბა შექ­მნა, ის არა­სო­დე­საა ეგ­რედ წო­დე­ბუ­ლი "ქრო­სო­ვე­რი", ის რე­ა­ლუ­რი მუ­სი­კის შექ­მნის პრო­ცე­სია. სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა და­მა­ნა­ხე რო­გორც მშვე­ნი­ე­რი კვირ­ტი და მას­წავ­ლე რო­გორ ამეყ­ვა­ვე­ბი­ნა. იცის ხალ­ხმა რო­გორ გიყ­ვარს, გრძნობ და იც­ნობ კლა­სი­კურ მუ­სი­კას? იცი­ან რო­გორ გრძნობ ფრა­ზებს, ჰარ­მო­ნი­ებს და რო­გორ ქმნი დრა­მა­ტურ­გი­ას ყვე­ლა სიმ­ღე­რი­სა და ალ­ბო­მის­თვის? სა­ვა­რა­უ­დოდ არა, მაგ­რამ ისი­ნი გრძნო­ბენ ამას. ყო­ვე­ლი სი­ტყვის და ბგე­რის მიღ­მა ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბაა, მაგ­რამ არა­სო­დე­საა რთუ­ლი, რად­გან შენ პირ­და­პირ ყვე­ლა ადა­მი­ანს მი­მარ­თავ. რო­გორც ყვე­ლა სიბ­რძნე, შენი ენაც მარ­ტი­ვია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე გვაქვს, რო­მელ­საც ნატ­ვრის ხეს ვე­ძა­ხით, ბავ­შვე­ბი მას­ზე ნაჭ­რებს აბა­ვენ სუ­რი­ვი­ლე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად. ბავ­შვო­ბა­ში მეც ჩა­ვუთ­ქვი სურ­ვი­ლი ნატ­ვრის ხეს, ვი­ნატ­რე მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. შენს head full of dreams-ში, Kaleidoscope-ში ძა­ლი­ან მოკ­ლე ჰარ­მო­ნი­ე­ბის მო­ნაკ­ვეთ­ში, რუ­მის პო­ე­ზი­ის კოლ­მან ბარ­კის ხმით გა­ცო­ცხლე­ბა და პრე­ზი­დენტ ობა­მას ნე­ბარ­თვით ჩემი და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ო­სი მცხოვ­რე­ბი უამ­რა­ვი ბავ­შვის ოც­ნე­ბე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­და­ი­ჯაჭ­ვა.

მად­ლო­ბა კრის! მად­ლო­ბა ქოლ­დფ­ლეი!

სიყ­ვა­რუ­ლით, ხა­ტია", - წერს ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

"გუშინ ღამით პარიზში პირველად დავუკარი შენს კონცერტზე..." - ხატია ბუნიათიშვილის ემოციური წერილი "ქოლდფლეის" სოლისტს

"გუშინ ღამით პარიზში პირველად დავუკარი შენს კონცერტზე..." -  ხატია ბუნიათიშვილის ემოციური წერილი "ქოლდფლეის" სოლისტს

"ძვირფასო კრის,

გუშინ ღამით პარიზში პირველად დავუკარი შენს კონცერტზე.

გუშინ ღამით პირველად ტერაქტის შემდეგ ვიგრძენი პარიზის გულისცემა, რომელმაც არ იცოდა რა აერჩია სიყვარული თუ სიძულვილი.

გუშინ ღამით პირველად ცამეტი ნოემბრის შემდეგ ვიგრძენი სისხლი როგორ მომაწვა გულზე და შემეძლო გაცემაც და მიღებაც. შენმა მუსიკამ, შენმა უსაზღვრო შესაძლებლობამ გიყვარდეს ყველაფერი და ყველა გახადა ეს შესაძლებელი. საჯაროდ ვიდექი უცხო ადმაიანებთან და სიახლოვეს ვგრძნობდი მათთან, ვცეკვავდით, ვტიროდით, ჩვენ არ გვწყუროდა შურისძიება, ჩვენ გვწყუროდა სიყვარული. ჩვენი ერთნი ვიყავით.

გუშინ ღამით ეს პარიზში მოხდა...

წარმოგიდგენია, არსებობს ქვეყნები, სადაც ხალხს ეკრძალება სიყვარული, ცეკვა, სიცილი, თავისუფლების შეგრძნება, იმიტომ, ორმ დიქტატორები და ტერორისტები არ აძლევენ ამის საშუალებას. მათ სჯიან, კლავენ, აწამებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების კივილი ამოუშვეს, რომელსაც ადამიანი დაბადებისას განიცდის, პირველ წამებში, როდესაც დედის მუცლიდან სამყაროს ევლინება და ამ საოცარი სამყაროს ჰაერს ჩაისუნთქავს. ვიცი, რომ შენ ამ სისასტიკეს არა ხმლით, არამედ სიყვარულით ებრძვი.

სანამ შინაგანად გაყინული ვუსმენდი A Head full of dreams სხვადასხვა ემოციების სამყაროში შევაბიჯე სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრების აღრევაში, შედეგად შენ გააქრე სტილი და მუსიკა სამუდამო გახადე ჩარჩოების გარეშე. შენ არ გიცდია მხოლოდ პოზიტიური ემოციების შექმნა, ყველაფერს გაუღე კარი - სასოწარკვეთას, იმედს, იმედგაცრუებას, სიბრაზეს, სიყვარულს. სასოწარკვეთის გარეშე იმედი არ ჩნდება და სიბნელის გარეშე სინათლე არ ფასობს. მუსიკამ ყველა მათგანი გამოაღვიძა ჩემში ისე, რომ ვერც გავაანალიზე რომელი მათგანი უფრო მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ ვიგრძენი როგორ დაიწყო სისხლმა სხეულში მოძრაობა. მე ბედნიერი ვიყავი, ცოცხალი ვიყავი. ვიგრძენი, რომ სანამ ცოცხალი ხარ, იმედიც არსებობს.

მადლობა, რომ ამ ალბომის ნაწილი გამხადაე. როდესაც თანამშრომლობა შემომთავაზე, შენ საკუთარი ღრმა მუსიკალური სამყაროს კარი გამიღე და დამეხმარე როგორ გენიალური მენტორი, რომ ჩემი სამყაროს კარი გამეხსნა. შენ დამარწმუნე, რომ როდესაც ორი მუსიკალური სამყაროს კარი იღება და ერთად ხდება შექმნა, ის არასოდესაა ეგრედ წოდებული "ქროსოვერი", ის რეალური მუსიკის შექმნის პროცესია. საკუთარი მუსიკა დამანახე როგორც მშვენიერი კვირტი და მასწავლე როგორ ამეყვავებინა. იცის ხალხმა როგორ გიყვარს, გრძნობ და იცნობ კლასიკურ მუსიკას? იციან როგორ გრძნობ ფრაზებს, ჰარმონიებს და როგორ ქმნი დრამატურგიას ყველა სიმღერისა და ალბომისთვის? სავარაუდოდ არა, მაგრამ ისინი გრძნობენ ამას. ყოველი სიტყვის და ბგერის მიღმა ღრმა მნიშვნელობაა, მაგრამ არასოდესაა რთული, რადგან შენ პირდაპირ ყველა ადამიანს მიმართავ. როგორც ყველა სიბრძნე, შენი ენაც მარტივია.

საქართველოში ხე გვაქვს, რომელსაც ნატვრის ხეს ვეძახით, ბავშვები მასზე ნაჭრებს აბავენ სურივილების ასასრულებლად. ბავშვობაში მეც ჩავუთქვი სურვილი ნატვრის ხეს, ვინატრე მსოფლიოში მშვიდობა და სიყვარული. შენს head full of dreams-ში, Kaleidoscope-ში ძალიან მოკლე ჰარმონიების მონაკვეთში, რუმის პოეზიის კოლმან ბარკის ხმით გაცოცხლება და პრეზიდენტ ობამას ნებართვით ჩემი და საქართველოში და მსოფლიოსი მცხოვრები უამრავი ბავშვის ოცნებები სამუდამოდ გადაიჯაჭვა.

მადლობა კრის! მადლობა ქოლდფლეი!

სიყვარულით, ხატია", - წერს ხატია ბუნიათიშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება