პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე - ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები
ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე - ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს პა­სუ­ხობს.

რო­გორც ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ელი­საშ­ვილ­მა მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი უნდა წა­რუდ­გი­ნოს.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი ზო­გი­ერ­თი პარ­ტი­ის­თვის რო­გორც ჩანს, უკვე და­ი­წყო. მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბე­ბი და ბრალ­დე­ბე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ის რაც ახლა ხდე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს, ის ან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია, ან სხვა მო­ტი­ვა­ცია, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ელი­საშ­ვილს აკის­რია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, წა­რად­გი­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის წი­ნა­შე. გა­უ­გე­ბა­რია წელ­წად­ნა­ხე­ვა­რი რა­ტომ სდუმ­და ეს ადა­მი­ა­ნი. მას ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი აქვს და ის ან ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის აგებს პა­სუხს ან და­ა­სა­ბუ­თოს ფაქ­ტე­ბი.

მან უნდა და­ა­სა­ხე­ლოს ერთი ადა­მი­ა­ნის გვა­რი მა­ინც, რო­მე­ლიც ან­გა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­ვდა ამ სი­ა­ში. შე­საძ­ლოა, ელი­საშ­ვილს ჰქონ­დეს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ეს მას არ ათა­ვი­სუფ­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან. როცა ელი­საშ­ვი­ლი ასეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, ის შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მთელ კო­მი­სი­ას.

თუ ვინ­მე რა­ი­მე ტი­პის კო­რუფ­ცი­ა­ში იყო გა­რე­უ­ლი და ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით იყო ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში, გა­მო­ვარ­კვი­ოთ და გა­მო­ვა­ა­შა­კა­რა­ვოთ და აუ­ცი­ლებ­ლად პა­სუხს აგებს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. მა­გა­რამ მა­ნაც უნდა აგოს პა­სუ­ხი ვინც ასეთ ცი­ლის­წა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს", - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

გუ­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მისი პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნაა, "და­ი­სა­ჯონ ის ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით ცდი­ლობ­და ფული ეშო­ვა".

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის "მე­ო­რე ამო­ცა­ნას" გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე ბა­დაშ­ვი­ლი­სა და გო­გა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა წარ­მო­ად­გენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე - ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები

ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე - ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებებს პასუხობს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელისაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურას კონკრეტული ფაქტები უნდა წარუდგინოს.

"წინასაარჩევნო პერიოდი ზოგიერთი პარტიისთვის როგორც ჩანს, უკვე დაიწყო. მაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გამძაფრდება ცილისწამებები და ბრალდებები. მიმაჩნია, რომ ის რაც ახლა ხდება, ვგულისხმობ ელისაშვილის განცხადებებს, ის ან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ან სხვა მოტივაცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, წარადგინოს კონკრეტული ფაქტები პროკურატურის წინაშე. გაუგებარია წელწადნახევარი რატომ სდუმდა ეს ადამიანი. მას ჩვენება მიცემული აქვს და ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები.

მან უნდა დაასახელოს ერთი ადამიანის გვარი მაინც, რომელიც ანგარების საფუძველზე მოხვდა ამ სიაში. შესაძლოა, ელისაშვილს ჰქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება ამ სიაში მოხვედრილი ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. როცა ელისაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ის შეურაცხყოფას აყენებს მთელ კომისიას.

თუ ვინმე რაიმე ტიპის კორუფციაში იყო გარეული და ანგარების მოტივით იყო ჩართული ამ საქმეში, გამოვარკვიოთ და გამოვააშაკარავოთ და აუცილებლად პასუხს აგებს ნებისმიერი ადამიანი. მაგარამ მანაც უნდა აგოს პასუხი ვინც ასეთ ცილისწამებლურ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გუშინ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პირველი რიგის ამოცანაა, "დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდა ფული ეშოვა".

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მის "მეორე ამოცანას" გულგრილობის ფაქტზე ბადაშვილისა და გოგაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."