პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზახეთს ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს
ყაზახეთს ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს

ყა­ზა­ხეთს მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი საპ­რი­ვა­ტი­ზა­ცი­ოდ გა­აქვს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყა­ზა­ხე­თის ნავ­თობ­გა­ზის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის "სარ­მუკ კა­ზი­ნის" ხელ­მძღვა­ნელ­მა უმირ­ზაკ შუ­კე­ევ­მა 8 დე­კემ­ბრის სამ­თავ­რო­ბო შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ეკუთ­ვნის ყა­ზა­ხეთს, გა­სა­ყი­დად გა­მო­ვა.

"ყა­ზტრან­სო­ი­ლი" მზა­დაა გა­ყი­დოს გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია "კაზ­მორ­ტრანსფლო­ტი" და ბა­თუ­მის ტერ­მი­ნა­ლი. არაპრო­ფი­ლუ­რი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის "ყა­ზტრან­სო­ილს" და "ყა­ზტრანსგაზს" იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი საპ­რი­ვა­ტი­ზა­ცი­ოდ", - გა­ნა­ცხა­და უმირ­ზაკ შუ­კე­ევ­მა.

ამას­თან, ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის ოპე­რი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს "ბა­თუ­მის ინ­დუსტრი­უ­ლი ჰოლ­დინ­გი". "ყაზ­მუ­ნა­ი­გა­ზის" შვი­ლო­ბილ­მა სტრუქ­ტუ­რამ - "ყა­ზტრან­სო­ილ­მა" 2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ის­ყი­და "ბა­თუ­მის ინ­დუსტრი­უ­ლი ჰოლ­დინ­გის" აქ­ცი­ე­ბის 100%, რომ­ლის ბა­ლანსზეც ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი­ცაა.

"ბა­თუ­მის ინ­დუსტრი­უ­ლი ჰოლ­დინ­გი" ფლობს ბა­თუ­მის პორ­ტის მარ­თვის 49 წლი­ან ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას.

თა­ვად ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი არის სა­ზღვაო პუნ­ქტი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კას­პი­ის ნავ­თო­ბის სა­ექ­სპორ­ტოდ და ერ­თა­დერ­თი ტერ­მი­ნა­ლია კავ­კა­სი­ა­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე სა­ი­და­ნაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა თხე­ვა­დი გა­ზის ექ­სპორ­ტი.

ამის გარ­და, შუ­კე­ევ­მა და­ა­ნონ­სა გეგ­მე­ბი "რომ­პეტ­რო­ლის" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ. "რომ­პეტ­რო­ლი" არის სა­ვაჭ­რო მარ­კა, რო­მე­ლიც ეკუთ­ნის "KMG International N. V"-ს. თა­ვის მხრივ, ამ კომ­პა­ნი­ის 100% -ს ფლობს "ყაზ­მუ­ნა­ი­გა­ზი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ყაზახეთს ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს

ყაზახეთს ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს

ყაზახეთს მის მფლობელობაში არსებული ბათუმის ნავთობტერმინალი საპრივატიზაციოდ გააქვს, - ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ნავთობგაზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ფონდის "სარმუკ კაზინის" ხელმძღვანელმა უმირზაკ შუკეევმა 8 დეკემბრის სამთავრობო შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი, რომელიც მდებარეობს შავიზღვისპირეთში, საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის ყაზახეთს, გასაყიდად გამოვა.

"ყაზტრანსოილი" მზადაა გაყიდოს გადამზიდავი კომპანია "კაზმორტრანსფლოტი" და ბათუმის ტერმინალი. არაპროფილური აქტივი, რომელიც ეკუთვნის "ყაზტრანსოილს" და "ყაზტრანსგაზს" იქნება გამოტანილი საპრივატიზაციოდ", - განაცხადა უმირზაკ შუკეევმა.

ამასთან, ბათუმის ნავთობტერმინალის ოპერირებას ახორციელებს "ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი". "ყაზმუნაიგაზის" შვილობილმა სტრუქტურამ - "ყაზტრანსოილმა" 2008 წლის თებერვალში შეისყიდა "ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგის" აქციების 100%, რომლის ბალანსზეც ბათუმის ნავთობტერმინალიცაა.

"ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი" ფლობს ბათუმის პორტის მართვის 49 წლიან ექსკლუზიურ უფლებას.

თავად ბათუმის ნავთობტერმინალი არის საზღვაო პუნქტი, რომელიც გამოიყენება კასპიის ნავთობის საექსპორტოდ და ერთადერთი ტერმინალია კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე საიდანაც ხორციელდება თხევადი გაზის ექსპორტი.

ამის გარდა, შუკეევმა დაანონსა გეგმები "რომპეტროლის" საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ. "რომპეტროლი" არის სავაჭრო მარკა, რომელიც ეკუთნის "KMG International N. V"-ს. თავის მხრივ, ამ კომპანიის 100% -ს ფლობს "ყაზმუნაიგაზი".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია