პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს
სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს

თბი­ლი­სი, 10დე­კემ­ბე­რი, 2015 - სს "გალტ & თა­გარ­ტმა" და "პაშა ბან­კმა",შპს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის"(GWP) 6,000,000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის­წარ­მა­ტე­ბით გა­მოშ­ვე­ბა უზ­რუნ­ველ­ყვეს. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ვადა 2 წე­ლია და მისი ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვეთს და­მა­ტე­ბუ­ლი 7.5%-იანი მარ­ჟა.შე­სა­ბა­მი­სად, ობ­ლი­გა­ცი­ის ეფექ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, შე­ად­გენს წლი­ურ 15%-ს და გა­დახ­და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყო­ველკ­ვარ­ტა­ლუ­რად. გან­თავ­სე­ბის აგენ­ტე­ბი, "პაშა ბან­კი" და "გალტ &თა­გარ­ტი", უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ GWP-ის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი დაშ­ვე­ბულ იქ­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე.

"ფაქ­ტია დღეს უფრო მეტი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი გა­მო­ხა­ტავს მზად­ყოფ­ნას, რომ სახ­სრე­ბი და­ა­ბან­დოს ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში, რად­გან სან­დო­ო­ბა კომ­პა­ნი­ის მი­მართ გაზ­რდი­ლია - ამას ადას­ტუ­რებს Fitch-ის რე­ი­ტინ­გიც, რო­მე­ლიც, სულ ახ­ლა­ხან, მი­ე­ნი­ჭა GWP-ს", - გა­ნა­ცხა­და"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ცხა­და­ძემ.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის­თვის", სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, არ­სე­ბი­თია საკ­რე­დი­ტო რე­სურ­სე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია. GWP-თვის ეს უკვე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სი­ის მე­ო­რე რა­უნ­დია, ამ­ჯე­რად უკვე 6 მლნ ლარ­ზე, და გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით თავ­სდე­ბა. პირ­ვე­ლად, ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში, 2.6 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით მოხ­და. GWP-ის ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი მზად არის ითა­ნამ­შრომ­ლოს სხვა­დას­ხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტ­თან და ფონ­დებ­თან იმის­თვის, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს ის პრო­ექ­ტე­ბი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ფი­ნან­სურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ვახ­ტან­გიშ­ვილ­მა.

"პაშა ბან­კი" აზერ­ბა­ი­ჯან­ში ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბაზ­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას გეგ­მავს. მა­ის­ში ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით ფინ­კა ბან­კის 20,000,000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის გან­თავ­სე­ბა და მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ ამ­ჯე­რად "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­თან" და "გალტ & თა­გარტთან" პარტნი­ო­რო­ბაც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით შედ­გა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩვენ კი­დევ უფრო გა­ვამ­ყა­რეთ უკვე არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა GWP-ის­თან, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში ჩა­ე­ყა­რა, რო­დე­საც "პაშა ბან­კმა", "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" და "რუს­თა­ვის წყა­ლი" 22.5 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბის საკ­რე­დი­ტო რე­სურ­სით უზ­რუნ­ველ­ყო", - გა­ნა­ცხა­და "პაშა ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა შა­ჰინ მამ­მა­დოვ­მა.

"მო­ხა­რუ­ლი­ვარ, რომ "გალტ & თა­გარ­ტის" მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით გან­თავ­სდა. "გალტ & თა­გარ­ტმა" უკ­ვე­ხე­ლი შე­უ­წყო,ჯამ­ში, 100 მლნ ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბას, რი­თაც მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­ტა­ლის ბაზ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის - მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ფი­ნან­სურ რე­სურ­სზე წვდო­მას. ამ დრო­ის­თვის,"გალტ & თა­გარ­ტი",სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის წყა­ლო­ბით, გახ­და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია ქვე­ყა­ნა­ში. მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც იმუ­შა­ვა აღ­ნიშ­ნულ გა­რი­გე­ბა­ზე და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო კომ­პა­ნია GWP-ს", - გა­ნა­ცხა­და "გალტ & თა­გარ­ტის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

R

სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს

სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს

თბილისი, 10დეკემბერი, 2015 - სს "გალტ & თაგარტმა" და "პაშა ბანკმა",შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"(GWP) 6,000,000 ლარის ღირებულების ობლიგაციებისწარმატებით გამოშვება უზრუნველყვეს. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7.5%-იანი მარჟა.შესაბამისად, ობლიგაციის ეფექტური ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს წლიურ 15%-ს და გადახდა განხორციელდება ყოველკვარტალურად. განთავსების აგენტები, "პაშა ბანკი" და "გალტ &თაგარტი", უზრუნველყოფენ, რომ GWP-ის ობლიგაციები დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

"ფაქტია დღეს უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ სახსრები დააბანდოს ჩვენს კომპანიაში, რადგან სანდოობა კომპანიის მიმართ გაზრდილია - ამას ადასტურებს Fitch-ის რეიტინგიც, რომელიც, სულ ახლახან, მიენიჭა GWP-ს", - განაცხადა"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის", საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებითია საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია. GWP-თვის ეს უკვე ობლიგაციების ემისიის მეორე რაუნდია, ამჯერად უკვე 6 მლნ ლარზე, და გამოშვებული ობლიგაციები სრული მოცულობით თავსდება. პირველად, ობლიგაციების განთავსება მიმდინარე წლის აგვისტოში, 2.6 მლნ ლარის ოდენობით მოხდა. GWP-ის ახალი მენეჯმენტი მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან და ფონდებთან იმისთვის, რომ განხორციელდეს ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის", - აღნიშნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

"პაშა ბანკი" აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც, ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს. მაისში ჩვენ უზრუნველვყავით ფინკა ბანკის 20,000,000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების განთავსება და მოხარულნი ვართ, რომ ამჯერად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" და "გალტ & თაგარტთან" პარტნიორობაც ასევე წარმატებით შედგა. აღნიშნული თანამშრომლობით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ უკვე არსებული პარტნიორობა GWP-ისთან, რასაც საფუძველი მიმდინარე წლის მარტში ჩაეყარა, როდესაც "პაშა ბანკმა", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "რუსთავის წყალი" 22.5 მლნ ლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყო", - განაცხადა "პაშა ბანკის" გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.

"მოხარულივარ, რომ "გალტ & თაგარტის" მეშვეობით კიდევ ერთი ქართული კომპანიის ობლიგაციები წარმატებით განთავსდა. "გალტ & თაგარტმა" უკვეხელი შეუწყო,ჯამში, 100 მლნ ლარის მოცულობის ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებას, რითაც მხარს უჭერს საქართველოში კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბებას და კომპანიებისთვის - მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ რესურსზე წვდომას. ამ დროისთვის,"გალტ & თაგარტი",საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია GWP-ს", - განაცხადა "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი